როგორ მოვუაროთ ტყავის ავეჯს: ყველაზე სასარგებლო რჩევები დიასახლისებს.

1043

ტყავის ავეჯის დროული და საგულდაგულო მოვლა საშუალებას გვაძლევს, დიდხანს დავტკბეთ მისი სილამაზითა და ფუფუნებით, შევუნარჩუნოთ პირვანდელი იერი, გავწმინდოთ და დავიცვათ ჭუჭყისგან, საწმენდი და პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებით. ტყავი თავისებური და პრეტენზიული მასალაა, მისი მოვლა მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას.

როგორ მოვუაროთ ტყავის ავეჯს?

ტყავის ავეჯის მოვლა აუცილებელია მასალის ფაქტურის, ელვარებისა და სირბილის შესანარჩუნებლად, და იგი ორი ეტაპისგან შედგება: წმენდა და პროფილაქტიკური დაცვა. ავეჯის მოვლის ზომების მიღებისას, მოერიდეთ აგრესიული სარეცხი და საწმენდი საშუალებების, გამხსნელებისა და ლაქების ამომყვანების გამოყენებას. ტყავის ავეჯის მოვლა საშინაო პირობებში უსაფრთხო და ეფექტურია, ამასთან, არ იცვლდება ფერი და არც ფაქტურა ზიანდება. ასეთი საშინაო საშუალებებია

  • გლიცერინის საპონი;
  • არაყი ან ნიშადურის სპირტი;
  • ლაქის მოსაშორებელი საშუალება;
  • რძე;
  • ცილისა და რძის ნარევი;
  • სპეციალური დამცავი კრემი ან ცვილი.

როგორ გავწმინდოთ ტყავის ავეჯი?

ტყავის შალითა რომ არ გაფუჭდეს, დაუშვებელია ავეჯის მოსავლელად სპირტიანი ან საპნის ხსნარების, დიდი რაოდენობით ხისტი წყლის გამოყენება, ზედაპირის ზედმეტად დასველება – ეს ყველაფერი გამოაშრობს ტყავს, რაც, დროთა განმავლობაში, მის დახეთქვას გამოიწვევს. ტყავის ავეჯის მოვლა საშინაო პირობებში იწყება სწორი საწმენდი საშუალების შერჩევით, რამდენადაც ტყავის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა საშუალება სჭირდება. მათი შერჩევისას, ყურადღებით შეისწავლეთ ინსტრუქცია.

ავეჯის წმენდამდე მტვერსასრუტით მოაშორეთ მას მტვერი და ჭუჭყი, ამოიყვანეთ არსებული ლაქები, შემდეგ კი, სპეციალურად შერჩეული საშუალების ან უცხიმო, ოდნავ თბილი რძის გამოყენებით, საგულდაგულოდ გაწმინდეთ ავეჯი ნოტიო ხელსახოცებით, ფრთხილი წრიული მოძრაობებით, ზედმეტი ხახუნისა და ზეწოლის გარეშე. წმენდის დასრულების შემდეგ, კარგად გამშრალ ტყავის ზედაპირს წაუსვით თხელ ფენად კონდიციონერი-დამატენიანებელი, რომელიც ცვილზეა დამზადებული. ასეთი პროცედურა რეგულარულად უნდა ჩატარდეს, თუმცა არაუმეტეს 6-8 თვეში ერთხელ.

ტყავის ავეჯის მოსავლელი საშუალებები

ტყავის ავეჯის მოსავლელი საშუალების შერჩევისას, გაეცანით მის დანიშნულებას. იგი შეიძლება იყოს

  • რეცხვისა და წმენდისთვის;
  • ნაკაწრებისა და ნახეთქების შენიღბვა, რესტავრაცია;
  • ლაქების ამოყვანა;
  • ტყავის დარბილება და ბზინვარება;
  • ტყავის ზედაპირის შეღებვა.

წინასწარ შეიძინეთ ტყავის საწმენდი, ლაქები და ჭუჭყი უფრო მარტივად ამოვა, სანამ ახალია. არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური შემადგენლობა (სკიპიდარი, გამხსნელი), რადგან ასეთი საშუალება არამხოლოდ ლაქებსა და ჭუჭყს, არამედ ტყავის ფერსაც ამოიყვანს. ხალხური საშუალებებიდან, რომლებიც არ ვნებს ტყავს, აირჩიეთ შუაზე გაჭრილი ხახვი, რომლით დამუშავების შემდეგ, წვენის ნარჩენები უნდა მოაშოროთ სველი ხელსახოცით, ან შეურიეთ რძე ათქვეფილ ცილას – ეს საშუალება შესანიშნავია როგორც მუქი, ისე ღია ფერის ტყავისთვის.

მომხმარებლები კმაყოფილი არიან შემდეგი სპეციალური საშუალებებითაც:

  1. DOMO – უფოსფატო შემადგენლობა ხელით წმენდითვის, გამოდის აეროზოლის სახით.
  2. ДЗШ 101 – თხევადი კრემი, რომელიც სწრაფად და ღრმად შეიწოვება, აღადგენს ტყავის ელასტიურობას, აპრიალებს წვრილ დაზიანებებს, იცავს მასალას გამოშრობისა და დახეთქვისგან.

ნაკაწრების მოსაშორებელი საშუალებები

თუ თქვენს ტყავის ავეჯს უსიამოვნება შეემთხვა – დაიკაწრა, დასკდა, შემთხვევით გაჭერით ან როგორღაც დააზიანეთ, გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ შექმნილი საშუალება ტყავის ავეჯის აღსადგენად – თხევადი ტყავი “Flexfill”. ამ დროს მთავარი მიანია, სწორად შეარჩიოთ შესაფერისი ფერი.  ამ საშუალების გამოყენებამდე, გამოსცადეთ იგი ავეჯის შეუმჩნეველ ნაწილში.

არსებობს სქელი სარემონტო პასტა “Filler”-იც, რომელიც მარტივად და დიდხანს ავსებს ღრმა ნაკაწრს, ჭრილს ან ხვრელს სავარძლის ან სახელურის ზედაპირზე.

ყველაზე დიდი დაზიანება შეგიძლიათ შენიღბოთ დარბილებამდე გახურებული ცვილით. წაუსვით იგი ხვრელს, შემდეგ კი გააპრიალეთ ზედაპირი. თუ ტყავზე მცირე ზომის გაცვეთილი ადგილებია, შეღებეთ წყალთან გაზავებული იოდით ან მაგარი ჩაით. ღია ფერის ტყავზე ამავე დაზიანების შესანიღბავად, კარგად შეურიეთ 20 გ ძმარი და ნებისმიერი მცენარეული ცხიმი (60 გ), მიღებულ შემადგენლობას წაუსვამთ დაზიანებულ მონაკვეთს. ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება ნაკაწრების მოსაშორებლად გახლავთ მარკერი ან ფეხსაცმლის კრემი.

ლაქების ამომყვანი საშუალებები

ხარისხიანი ლაქების ამომყვანი საშუალება იაფი ვერ იქნება, ამ მიზნით შეარჩიეთ სპეციალური სარეცხი საშუალება, რომელიც არ გააფუჭებთ ტყავის საფარს. ჩვეულებრივი იაფი საშუალება შეიძლება შეიცავდეს აგრესიულ კომპონენტს, რომელიც ლაქასთან ერთად წაშლის საღებავსაც და დატოვებს ფერგასულ ან გამკრთალებულ ნაკვეთს. ხარისხიანი საშუალებებია:

  • Ink Remover For Leather – ეფექტურად აშორებს მელნისა და ტუჩსაცხის ლაქებს.
  • Leder Reinigermild – შემადგენლობა კარგად ქაფდება. უნდა წაუსვათ შემწოვი ხელსახოცით, წმენდის შემდეგ კი წაუსვათ ტყავის დამცავი საშუალება.

ღვინის, ყავის, ფლომასტერის, სამკურნალო ნაყენის ლაქების ამოსაყვანად, ლაქა გაწმინდეთ სპირტში ჩალბობილი ხელსახოცით. აგრეთვე, ამავე მიზნით გამოიყენება

  • კბილის პასტა;
  • თმის ლაქი;
  • ძმარი
  • ჭურჭლის სარეცხი სითხე;
  • ტყავის ნაკეთობის საწმენდი საშუალება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს