ზუსტი ტესტი თამამი ქალებისა და მამაცი კავალერებისთვის.

0
413

დღეს „პაპარაცმა“ თქვენთვის გასართობი ტესტი მოამზადა. მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, რომ ტესტი გაიაროთ და თქვენი პიროვნების ტიპის შესახებ გაიგოთ. ტესტის შედეგი გიამბობთ, როგორ გახდეთ უფრო თამამი.

ხშირად ბედნიერად ცხოვრებაში სწორედ შიში გვიშლის ხელს. ეს გრძნობა აფერხებს მიზნების მიღწევას, კარიერულ წინსვლას ან ჰარმონიულ ურთიერთობს.

აირჩიეთ მოცემული სურათიდან მხოლოდ ერთ–ერთი სხეულის ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. არ იჩქაროთ, თითოეულს კარგად დააკვირდით და პასუხზე დაფიქრდით.

პირველი სილუეტი

თუ პირველი სილუეტი აირჩიეთ, თქვენ თავისუფლების მოყვარული და დამოუკიდებელი პიროვნება ხართ. ნებისმიერი საქმე ადვილად გამოგდით, ხოლო სირთულე მხოლოდ გასართობ თამაშად მიგაჩნიათ. ზოგჯერ ასეთ ადამიანს ხანგრძლივ ურთიერთობაში ყოფნა უჭირს. მას ეჩვენება, რომ პარტნიორი მის თავისუფლებას და პირად სივრცეს ზღუდავს. თუ ასეთი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, სჯობს საყვარელ ადამიანს საკუთარ განცდებსა და შიშებზე გულახდილად ესაუბროთ და თქვენ დიდ შვებას იგრძნობთ.

მეორე სილუეტი

თუ თქვენთან მეორე სურათი უფრო ახლოსაა, თქვენ ამბიციური და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. პრობლემებს თავად აგვარებთ, სხვებს დახმარებისთვის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიმართავთ. საკუთარი გრძნობები არ დაგავიწყდეთ. მათი გამოვლენა – სისუსტის თანასწორი არაა. სწორედ მათი წყალობით ცოცხალი ადამიანი ხართ. ნაკლები იფიქრეთ, მაგრამ ბევრი იგრძენით და მომენტებით დატკბით.

მესამე სილუეტი

მესამე სილუეტის არჩევა ჩაკეტილ პიროვნებაზე საუბრობს. თქვენ უფრო გსიამოვნებთ მყუდრო მარტოობაში დროის გატარება, ვიდრე მხიარულ მეგობრებთან ერთად ხმაურიან კომპანიაში. უდაოდ, ამაში ცუდი არაფერია. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს ახალი ნაცნობობა ძალიან უჭირთ. სამყაროს მიმართ უფრო გულღია გახდით და გაოცდებით, თუ ის რამდენად ლამაზი და გასაოცარია! ნუ გეშინიათ იყოთ ის, რაც ხართ!

მეოთხე სილუეტი

თუ გრძნობთ, რომ მეოთხე სილუეტი თქვენია, ეს იმაზე საუბრობს, რომ შემოქმედებითი ბუნება გაქვთ. თქვენ ძალიან რომანტიკული, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ. სხვების წინაშე საკუთარი ინტერესები უფრო თამამად დაიცავით. შემოქმედებითი ბუნების წყალობით ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. სულიერი დაუცველობა კმაყოფილებას ვერავის მოუტანს.

მეხუთე სილუეტი

ხშირ შემთხვევაში ბოლო გამოსახულებას მეოცნებე და მოკრძალებული პიროვნებები ირჩევენ. ასეთ ადამიანებს ღრუბლებში ფრენა, ჰაეროვანი კოშკების აგება უყვართ და სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან უყურებენ. ისინი სიცოცხლის მოყვარულნი და ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანები არიან. თუმცა ზოგჯერ რეალისტი უნდა იყოთ. როგორ გახდეთ უფრო თამამი? სცადეთ, რეალობა უფრო ობიექტურად აღიქვათ და სითამამე არა მხოლოდ ოცნებებში, არამედ მოქმედებებში გამოიჩინოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ტესტი მოგეწონათ და თქვენთვის სასარგებლო იყო. დარწმუნებული ვართ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი