ტაფაზე მომზადებული ლავაშის წასახემსებელი – განსაკუთრებული კერძის მიღების იდეალური ვარიანტია. თუ რაღაც განსხვავებულის მიღება ძალიან გსურთ, ყოველთვის შეგიძლიათ გულსართზე ფანტაზია გამოიჩინოთ. აქ წესები არაა! ლავაშში შეგიძლიათ შეახვიოთ ყველაფერი, რაც მოგწონთ.
ლავაშის წასახემსებელი ტაფაზე
ბენდერიკები უკრაინული კერძია. კლასიკური რეცეპტის მიხედვით, მის მოსამზადებლად ბლინები უნდა შეწვათ, რომლებშიც შიგთავსი განსაკუთრებული მეთოდით შეხვეულია. დღეს „პაპარაცი“ ცოტა გამარტივებულ ვარიანტს გთავაზობთ, სადაც ლავაშს კვერცხში გამოვიყენებთ. დავიწყოთ..
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხორცის ფარში
- 1 ხახვი
- 3 ლავაშის ფურცელი
- 3 კვერცხი
- 70 მლ რძე
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
1. პირველ რიგში, ხახვი ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემდეგ ხორცის ფარშს აურიეთ. თუ შეძენილი ფარშის გამოყენება არ გსურთ, თავად გააკეთეთ. შემდეგ ნარევს მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
2. ასევე შეგიძლიათ ცოტა მწვანილი და რძე დაუმატოთ, რომ შეხვევა გაგიმარტივდეთ. შეგიძლიათ უხორცო ბენდერიკები გააკეთოთ. მაგალითად, ხაჭოთი და ბოსტნეულით ან ყველით, პომიდვრით და ძეხვით.
3. ახლა ლავაშს მივხედოთ. გრძელ, ფართო ზოლებად დაჭერით, შემდეგ დაახვიეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. მთავარია – ძალიან ბევრი შიგთავსი არ დაუმატოთ, რადგან ყველაფრის მოთავსება გაგიჭირდებათ.
4. მზა ნაწარმი ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ და სუსტ ცეცხლზე შეწვით. შეგიძლიათ ბორშს ან ბულიონს მიაყოლოთ ან უბრალოდ მწვანილთან და არაჟანთან ერთად მიირთვათ.
ვიმედოვნებთ, ასეთი ბენდერიკების მომზადებას აუცილებლად ცდით. ის ხომ თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. გემრიელად მიირთვით!