უკანასკნელ წვეთამდე: 6 პროდუქტი სილამაზისთვის, რომელთაც ვარსკვლავები კვლავ და კვლავ ყიდულობენ

496

ვარსკვლავების კოსმეტიკურ ჩანთებში ბევრი სასარგებლო საშუალებაა. „პაპარაცი“ გთავაზობთ ცნობილი ადამიანების საყვარელ ბესტსელერებს, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

ორგანული ზეთი Organic Roseship Oil, Trilogy

მოდელი კარა დელევინის არჩევენი

კარასთვის ეს ზეთი კანის გასათანაბრებლად იდეალური დამხმარეა. ის რამდენიმე წვეთ ზეთს დამატენიანებელ საშუალებას უმატებს. საშუალება ნაადრევ დაბერებას აფერხებს და თვალების ქვეშ მუქ წრეებს აქრობს. ამასთან სასიამოვნო ასკილის სურნელი აქვს. სხვათა შორის, ზეთის შემადგენლობაში ასკილს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სახის დამატენიანებელი კრემი Crème De La Mer, La Mer

მსახიობი ქეით ჰადსონის არჩევანი

ეს ქეითის საყვარელი საშუალებაა, რომლის გამოყენება 19 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ დედისგან საშობაო დღესასწაულზე საჩუქრად მიიღო. კრემი სიმშრალეს აქრობს, არბილებს, ნაოჭებს აგლუვებს, კანს ჭიმავს და ფორებს კრავს. მისი წასმის შემდეგ სიწითლე და გაღიზიანება ნაკლებად შესამჩნევი ხდება, კრემს გაჯერებული ტექსტურა აქვს. მის შემადგენლობაში შედის ლაიმის ჩის ექსტრაქტი (დამამშვიდებელი), ასევე აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც თხევად კრისტალებშია დამალული. მათ გასააქტიურებლად კრემი თითებით უნდა გააცხელოთ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.

სახის ღამის კრემი რუჯის ეფექტით Gradual Tan Sleep Mask, James Read

მოდელი როუზი ჰანტინგტონ-უაიტლის არჩევანი

ეს საშუალება ძილის დროს როუზის კანზე რუჯის ეფექტს ანიჭებს. ის გამჭვირვალეა, ტანსაცმელს და თეთრეულს არ სვრის. აქტიური ინგრედიენტები კანზე რუჯის ეფექტს იძლევა: ნიღაბი ისეთ რუჯს იძლევა, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ ბუნებრივი გზით იღებენ. მოდელი ამ საშუალებას შესანიშნავად მეთოდად თვლის, რომ ლამაზი, ნატურალური რუჯი მზის სხივების მავნე ზემოქმედების გარეშე მიიღოს. მას ეს ფოტოსესიისა და მოდური ჩვენებებისთვის სჭირდება. ნიღაბი შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უფრო მუქი ეფექტის მიღწევა გსურთ.

გამაღიავებელი შრატი Velvet Skin Brightening Serum, Su-Man

მსახიობი სიენა მილერის არჩევანი

სიენის კანი ამ გამაღიავებელი შრატის დახმარებით უფრო გლუვი და მბზინვარეა. მის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტების საფირმო ნარევი, ჰიალურონის მჟავა, ომეგა და კერამიდები. ხავერდოვანი ტექსტურტის საშუალება კანს აცოცხლებს და შიგნიდან მბზინვარეს ხდის. მისი გამაახალგაზრდავებელი თვისება პიგმენტურ ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის და ნაოჭებს აგლუვებს.

სახის ბიოცელულოზური ნიღაბი Bio Cellulose, 111SKIN

მსახიობი პრიანა ჩოპრას არჩევანი

საშუალების ბოჭკოები 500-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე ჩვეულებრივი ქსოვილის ნიღაბი, რომლის წყალობით ბიოცელულოზი კანში ტენიანობას მყისიერად ინარჩუნებს და მთავარ ინგრედიენტებს უფრო ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს, ამასთან კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს. ნიღაბი კანს მოქნილობას ანიჭებს. აზიური ცენტელის დახმარებით ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს აქრობს.

თვალის პაჩები Pro-Collagen Hydra-Gel, Elemis

მოდელი კარა დელევინის არჩევანი

კანის ნაადრევი დაბერების და თვალის გარშემო ნაოჭების თავიდან ასაცილებლად კარა პაჩებს იყენებს. მის შემადგენლობაში პლანტონის ექსტრაქტია, რომელიც მყისიერ ლიფტინგ-ეფექტს იძლევა. ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ნაზ კანს ეფექტურად ატენიანებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს