როგორც იქნა ზაფხული დადგა და ადამიანების უმეტესობა ფანჯრებს ბოლომდე ღიას ტოვებს, რომ სუფთა ჰაერმა შენობაში თავისუფლად იმოძრაოს.
მომაბეზრებელი მწერების (ბუზი, კოღო, კრაზანა) თავიდან ასაცილებლად მიღებულია ფანჯარაზე მწერების ბადის გაკეთება. სიცხის დროს და იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში ძალიან სუსტი ქარია, ბადე ჰაერის მოძრაობას მნიშვნელოვნად აუარესებს.
აი, ახლაც სასტუმრო ოთახშიც, სადაც ფანჯარაზე ბადე არ გვაქვს, ჯანსაღი ჰაერი მაინც იგრძნობა. საძინებელში, სადაც ბადე გვაქვს, ჰაერი უფრო ჩახუთულია.
შეიძლება თუ არა მწერების მოშორება ბადის გარეშე? უფროსი თაობის ხალხმა ასეთი მეთოდის შესახებ იცოდა და ახლა „პაპარაცი“ ამ ხრიკებს თქვენც გიზიარებთ.
როგორ მოვიშოროთ კოღო ბინიდან
პირველ რიგში, აფთიაქში ან საყოფაცხოვრებო მაღაზიაში არყის კუპრი იყიდეთ. თუ დარჩება, არა უშავს! ადრე გიამბეთ, თუ უნივერსალური და ნატურალური საშუალება ბაღის მავნებლებს წვეთი ქიმიის გარეშე როგორ მოგაშორებთ.
გარდა ამისა, ნივთიერებას ბევრი სხვა სასარგებლო თვისებაც გააჩნია: ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული და ანტიმიკრობული.
ამის წყალობით მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. არყის კუპრი ყველასთვის ცნობილი ვიშნევსკის მალამოში შედის. ჩვენ სულ სხვა მიზნით გვჭირდება.
2 კოვზი არყის კუპრი 1 ლ წყალში გახსენით, შემდეგ ამ ხსნარით ფანჯრის მინები დანამეთ. ახლა ნებისმიერი მწერი, მათ შორის ბუზი და კოღო თქვენს სახლს გვერდს აუვლის.
ერთხელ შესხურება საკმარისია, რომ სუნი 1 კვირით შენარჩუნდეს. ჩვენი ბებიები, რომელთაც მწერების ბადე არ ჰქონდათ, ასე აკეთებდნენ. გარდა ამისა, ტყიან რაიონებში სინთეტიკური რეპელენტების გამოჩენამდე ხალხი კანის ღია ნაწილებზე კუპრს ისვამდნენ.
დამახასიათებელი მკვეთრი სუნი ტკიპებს აფრთხობს, მათ სუნის წყაროსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. 3 კოვზი კუპრი 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და სითხით სპრეი ბოთლი გაავსეთ.
ახლა შეგიძლიათ დანამოთ ტანსაცმელი, რომლითაც ტყეში ან სათევზაოდ გასვლას აპირებთ. ბუნებაში გაემგზავრეთ, თან მხოლოდ კუპრით სავსე ჭურჭელი წაიღეთ და ღიად დატოვეთ იქ, სადაც დასვენებას აპირებთ.
თუ ამის გაკეთება რთულია, ყოველთვის შეგიძლიათ ბეწვის ძაფი აიღოთ, კუპრით გაჟღინთოთ და ხელზე, ფეხზე ან ყელზე დაიხვიოთ. კოღოების, ტკიპების და სხვა მკბენარი მწერებისგან დაცვა გარანტირებულად გექნებათ!