ბრძნული რჩევები ქალებისთვის, რომლებიც დაისს მღელვარებით ელოდებიან.

0
451

თითქოსდა, სკოლა მხოლოდ გუშინ დაამთავრეთ. დილით სახეს აკვირდებით, ახალი ნაოჭი ხომ არ გაჩნდა. საღამოს კი საკუთარ თავს იმაზე ფიქრში იჭერთ, რომ საქმე ცხოვრების შემოდგომისკენ მიდის: ფოთლები ყვითლდება, დღეები ხანმოკლე ხდება, ტემპერატურა მცირდება. ამის გამო დარდი არ ღირს. სჯობს ამ დროს ღიმილით შეხვდეთ. ქალების სიბრძნე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იციან, ეს როგორ გააკეთონ.

„პაპარაცი“ გთავაზობთ ერთგვარ კოდექსს, რომელსაც პირობითად ეწოდება „მოკლედ, ძვირფასო, როცა დაბერდები“. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტყვას თავს ვარიდებთ, ყოველთვის რაღაც სხვაზე ვფიქრობთ. წაიკითხეთ წესები, რომელიც ერთმა მოწიფულმა ქალმა გაგვიზიარა. ეს სიტყვა მასაც არ უყვარს.

ქალების სიბრძნე

1. ჭკუა არ ასწავლოთ

არასდროს არავის ჭკუა არ ასწავლოთ მაშინაც, თუ ზუსტად იცით რომ მართალი იქნებით. სჯობს გაიხსენოთ, სხვადასხვა დარიგებაზე თავად როგორ რეაგირებდით და რამდენად ხშირად ითვალისწინებდით.

2. დახმარება არ სცადოთ

განსაკუთრებით მაშინ, თუ დახმარებას არავინ გთხოვს. თქვენი ზრუნვა თავს არ მოახვიოთ და ახლობლების ყველაფრისგან დაცვა არ სცადოთ. უბრალოდ გიყვარდეთ, ეს სრულად საკმარისია.

3. არ იწუწუნოთ

და ნამდვილად არ უნდა გახდეთ სადარბაზოსთან მოჩხუბარი მოხუცი ქალი. არავითარ შემთხვევაში არ წარმოთქვათ შემდეგი ფრაზები: „მე შენს ასაკში…“, „საუკეთესო წლები შენ მოგიძღვენი…“, „უფროსი ვარ, ამიტომ უკეთ ვიცი…“. ეს სწორედ რომ სიბერის ნიშანია.

4. შვილებისგან მადლიერება

ამასაც არ ელოდოთ. სჯობს გახსოვდეთ: უმადური შვილები არ არსებობს – არსებობს მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას გულუბრყვილოდ ელოდებიან. არ დაიჟინოთ, რომ შვილიშვილმა სახელით მოგმართოთ და არა ბებიათი. როგორც მინიმუმ, ეს უცნაურია.

5. უკანასკნელი ფული არ დახარჯოთ

გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე და ყველაფერს, რაც ამას უკავშირდება. ამაში არანაირი აზრი არ არსებობს. სჯობს კრუიზის ტური შეიძინოთ და მსოფლიო დაათვალიეროთ.

6. ქალების სიბრძნე – არ ჩაიხედოთ სარკეში

სარკეში საკუთარ თავს არ უყუროთ და ძალიან ღია მაკიაჟი არ გაიკეთოთ. შეგიძლიათ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, მაგრამ სჯობს ელეგანტური იმიჯი შეინარჩუნოთ.

7. თქვენს მამაკაცზე იზრუნეთ

იმის მიუხედავად, თუ სიმპათიური მამაკაციდან საძაგელ, დანაოჭებულ, ჯუჯღუნა მოხუცად გადაიქცა. ის ერთადერთია, ვისაც თქვენი ახალგაზრდობა და ენერგია ახსოვს. ერთადერთი ადამიანია, ვისაც პირდაპირ ახლა ნამდვილად სჭირდებით.

8. ნებისმიერი მეთოდით დროში დაწევა არ სცადოთ

უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ.  არ ღირს ახალი ტექნოლოგიების პანიკურად ათვისება, მუდმივად რაღაცის შესწავლა, რათა ეპოქას შეესაბამოთ, ახალ ამბებს ყურადღებით უყუროთ. „დროში უკან დარჩენის“ არ შეგეშინდეთ.

9. საკუთარი თავი არაფერში დაადანაშაულოთ

თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება როგორც არ უნდა წარიმართოს, საკუთარი თავი არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ. თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. თემა შეგიძლიათ დახუროთ.

10. ღირსება შეინარჩუნეთ

ნებისმიერ სიტუაციაში და ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანია, სცადეთ, ჩემო ძვირფასებო. გახსოვდეთ, თუ ცოცხალი ხართ, გამოდის, ვიღაცას სჭირდებით.

საღი გონება მიგანიშნებთ, რომ ნამდვილი სიბრძნე მიღებაში მდგომარეობს. თავის მოტყუება ადვილია, მაგრამ გაქცევა კარგს არაფერს  მოგიტანთ. ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ, სამყაროში დაკარგული და ერთი წამით მცხოვრები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი