ძმრის მჟავის გარეშე სამზარეულოს წარმოდგენა შეუძლებელია. მის გარეშე ვერც ხორცს მოამზადებთ, ვერც ცომს, ვერც ბოსტნეულის კონსერვს. ამასთან ჩნდება კითხვა: როგორ გავაზავოთ ძმრის ესენცია რეცეპტში მითითებულ 3 ან 6 პროცენტამდე?
რა თქმა უნდა, მაღაზიაში შეგიძლიათ უკვე გაზავებული 9%–იანი ძმარი შეიძინოთ. მაგრამ პირველ რიგში, რეცეპტში ხშირად სხვა კონსისტენცია გვხვდება. მეორეც, ამ შემთხვევაში წყალში ფულს იხდით, რომელშიც მწარმოებელმა 70%–იანი ესენცია გააზავა.
როგორ გავაზავოთ ძმრის ესენცია
100%–იანი ძმრის მჟავა (მას ასევე უწოდებენ ყინულოვანს) – ფერმენტირებული წვენების და ღვინის გამოხდილი პროდუქტია. ამ მჟავის წყლიან ხსნარს (70-80%) ძმრის ესენციად ეწოდება, ხოლო 3-15%–იანი მჟავე სითხე – ცნობილი სუფრის ძმარია.
ზოგჯერ გვჭირდება ჩვეულებრივი 9%–იანი ძმარი, ხოლო ხელთ მხოლოდ ესენცია გვაქვს ან პირიქით. სინამდვილეში, ეს სითხეები ერთმანეთის ანაცვლებენ. უბრალოდ სწორი პროპორციები უნდა იცოდეთ. ქვემოთ ნახავთ ინსტრუქციას და ინგრედიენტების სიას, რომელიც მჟავის წყალში გასაზავებლად დაგჭირდებათ.
ვიღებთ ძმარს ძმრის ესენციიდან
თქვენ დაგჭირდებათ თასი, კოვზი, საზომი ჭიქა. ჭიქაში 7 ს/კ წყალი ჩაასხით.
სუფრის კოვზი ძმრის ესენცია დაუმატეთ.
აურიეთ. თქვენ 9%–იან ძმარს მიიღებთ, რომელიც შეგიძლიათ შესაფერის ჭურჭელში გადაიტანეთ და სამზარეულოს და საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენოთ.
თუ 6%–იანი ძმარი გჭირდებათ. გაზავებულ ძმარს 50 მლ წყალი დაუმატეთ.
თუ საზომი ჭიქა არ გაქვთ, სუფრის კოვზი ესენცია 11 კოვზ წყალში გახსენით.
ესეც ასე, 6%–იანი ძმარი მზადაა. მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ ნებისმიერი პროცენტის ძმარი გააზავოთ, როგორც ჩვენს ცხრილშია.
როგორ ჩავანაცვლოთ ძმრის ესენცია
ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ გავაზავოთ ძმრის ესენცია. ახლა გავარკვიოთ, რამდენი ძმარია საჭირო, რომ რეცეპტში 70%–იანი ესენცია ჩაანაცვლოთ.
ამისთვის უკუთვლა დაიწყეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ წყლის რაოდენობა უნდა შეამციროთ (გაზავებულ ხსნარში უფრო ბევრი წყალია, ვიდრე კონცენტრირებულში).
მაგალითად, 9%–იანი ძმარი 8 ნაწილისგან შედგება (1 ნაწილი ესენცია და 7 ნაწილი წყალი). შესაბამისად, 1 ს/კ ესენციის ჩასანაცვლებლად დაგჭირდებათ ჯერ 8 კოვზი ძმარი, შემდეგ რეცეპტში სითხის რაოდენობა 7 კოვზით შეამცირეთ.
6%–იანი ძმრისთვის ეს იქნება 12 ნაწილი (1 ს/კ ესენცია და 11 კოვზი წყალი). 1 სუფრის კოვზი ესენციის ჩასანაცვლებლად ჯერ 11 კოვზი 6%–იანი ძმარი დაუმატეთ, შემდეგ რეცეპტში მითითებული წყლის რაოდენობა 11 კოვზით შეამცირეთ.
თუ ძმრის ესენცია რაიმე მიზეზით ორგანიზმის შიგნით მოხვდება, ეს პირის ღრუს, კუჭის ან საყლაპავის ლორწოვანი გარსის დამწვრობას გამოიწვევს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ძმრის ესენცია მხოლოდ გაზავებული სახით და მცირე რაოდენობით გამოიყენეთ, ასევე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.