ეფექტური საშუალებები სველი ფეხსაცმლის სწრაფად გაშრობისთვის

0
275

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, სველი ფეხსაცმლის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იქნება. ყოველთვის არ გვაქვს შესაძლებლობა, გუბეებზე რეზინის ჩექმებით გადავიაროთ, ამიტომ, ხშირად გვიხდება ჩექმებისა და ჩვეულებრივი ფეხსაცმლის გამოშრობა. თუმცა, ფეხსაცმლის გაშრობა ზაფხულშიცაა საჭირო. ყველამ არ იცის, როგორ გააშროს იგი სწრაფად. მოდით, ყველაზე ეფექტური საშუალებები განვიხილოთ.

1. თბილი ზედაპირი

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი. თუმცა, იგი არ მოიცავს მაინცდამაინც გამათბობელ ღუმელებს. თბილი ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალი. ოპტიმალური ვარიანტია იატაკი გათბობის სისტემით. თანაბარი გათბობა სითხის აორთქლებას უწყობს ხელს და ამ დროს ფეხსაცმელს არ აზიანებს. მეთოდის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მას ფეხსაცმლის შიგნიდან სწრაფად გაშრობა არ შეუძლია.

2. ელექტროსაშრობი

სასარგებლო გამოგონება, რომელიც გასაშრობი მასალიდან წყალს სწრაფად ააორთქლებს და მისი დეზინფექციის საშუალებას მოგცემთ. ასეთი მოწყობილობა ძვირი არ ღირს, რაც ყველაზე დიდი პლუსია. მას იპოვით სხვადასხვა ვარიანტად, ელექტრო ან ულტრაიისფერი მოქმედებით. იგი უნდა იყოს შეერთებული. ერთი ელექტროსაშრობი, ჩვეულებრივ, ერთდროულად ორივე ფეხსაცმელს აშრობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ რეცხვის შემდეგ.

3. ვენტილატორი

თუ მშრალი ჩექმა 2-3 საათში უნდა გეცვათ, სპეციალური მოწყობილობები კი არ გაქვთ, შეგიძლიათ თბოვენტილატორი გამოიყენოთ. თუმცა, მასზე ფეხსაცმლის დამაგრება საკმაოდ რთული იქნება. შეგიძლიათ, მავთულისგან დაამზადოთ S-მსგავსი კავები, გააფიქსიროთ ისინი მოწყობილობაზე და ჩამოკიდოთ მათზე სველი ჩექმები. გამოშრობას 3 საათი დასჭირდება. თუ ფეხსაცმელი გარეცხვის შემდეგ უნდა გააშროთ, მეტი დრო დაგჭირდებათ.

4. თმის საშრობი

თბოვენტილატორის არქონის შემთხვევაში, გააშრეთ ჩექმა თმის საშრობით, თუმცა მოთმინებაც უნდა იქონიოთ. მოწყობილობა დიდხანს უნდა გეჭიროთ ხელში, თითო ფეხსაცმელი სათითაოდ უნდა გამოაშროთ, რასაც დიდი დრო დასჭირდება. ამ მეთოდის არჩევისას გახსოვდეთ, რომ ფენი ცივი ჰაერის რეჟიმზე უნდა ჩართოთ, თორემ ქსოვილს დააზიანებთ.

5. საშრობი

ეს მეთოდი გამოგადგებათ დასველებული ან გარეცხილი, რბილძირიანი ქსოვილის ფეხსაცმლის გასაშრობად. შრობის დრო 1-3 საათს მოიცავს. ამიტომ, თუ კედების ან ბოტასების სწრაფად გაშრობაა საჭირო, ავტომატური საშრობი სწორედ თქვენთვისაა.

6. გაზეთი

ამ საშუალებით, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გისარგებლიათ. იგი არ მოითხოვს ხარჯს, რადგან გაზეთები ან ნებისმიერი სხვა ქაღალდი ყველა სახლში მოიპოვება. ასეთი შრობის ეფექტურობა დიდი ხნის წინ დამოწმნდა. ჩექმების ან ფეხსაცმლის გასაშრობად, მჭიდროდ ჩატენეთ მასში გაზეთი. ქაღალდი იწოვს სითხეს, რის შემდეგაც პროცედურა კიდევ რამდენჯერმე, მასალის ბოლომდე გაშრობამდე უნდა გაიმეოროთ.

7. სოდა

კიდევ ერთი ხალხური მეთოდი, რომელიც გაზეთის პრინციპით მოქმედებს. სოდა უნდა ჩაყაროთ ქსოვილის ტომარაში და მოათავსოთ ჩექმაში. როცა იგი დასველდება, ამოიღეთ, ჩაანაცვლეთ მშრალი სოდით და დააბრუნეთ ჩექმაში. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

8. მარილი

გამოყენებამდე, მარილი კარგად გააცხელეთ ტაფაზე, შემდეგ ჩაყარეთ წინდაში ან ქსოვილის ტომარაში და მოათავსეთ სველ ფეხსაცმელში. პერიოდულად შეამოწმეთ, ხომ არ გგრილდა. გაგრილების შემდეგ, მარილი ხელახლა გააცხელეთ. ცოტათი სველი ჩექმის გასაშრობად, ორი გაცხელება საკმარისი იქნება.

9. კატის ტუალეტის შემავსებელი

მიუხედავად ამ მეთოდის საეჭვოობისა, იგი გაზეთისა და სოდის პრინციპით მოქმედებს. ასეთი შემავსებელი ჩაყარეთ ფეხსაცმელში, სითხის შეწოვის მიხედვით, შეცვალეთ მშრალი ქვიშით. ასეთი შრობა, რა თქმა უნდა, არც ისე იაფია, თუმცა, თუ სხვა ვარიანტები არ გაქვთ, გამოგადგებათ.

10. კოცონი

ეს საშუალება კარგია ლაშქრობისას. მიუხედავად ექსტრემალურობისა, იგი ძალიან ეფექტურია. საშრობის მოსაწყობად, დაანთეთ კოცონი და მაქსიმალურად ახლოს დაკიდეთ ფეხსაცმელი. ამასთან, მუდმივად დააკვირდით ცეცხლის მიმართულებას, ფეხშიშველი რომ არ დარჩეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი