რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ ივლისში

0
3480
ფოტო: Numerology Sign on flickr

ზაფხული გახურებულია და დროა ანჯელა პერლისგან 2020 წლის ივლისის პროგნოზის შესახებ გავიგო. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2020 წლის ივლისში. ყველაფერი სიყვარულის, წარმატების და კარიერის შესახებ.

ანჯელა პერლის რჩევები სავსეა პოზიტივით, ხოლო მისი პროგნოზი უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა!

2020 წლის ივლისის პროგნოზი

ვერძი

დროა საქმეში, დოკუმენტებში, ჩვევებში, კვების რაციონსა და თავში წესრიგი დაამყაროთ. ხელსაყრელი დროა, რომ ახალი უნარები აითვისოთ ან ახალი ჰობით დაკავდეთ.

ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ, ივლისში ახდება. რაღაც მნიშვნელოვანი სიტუაცია ადგილიდან დაიძვრება. თუ ზღვაზე მოგზაურობას აპირებთ, გაგახარებთ, ამ თვის შუა პერიოდში ეს განხორციელდება. წარსული ბარგი წარსულში დატოვეთ – მომავლისკენ თამამად გაეშურეთ!

კურო

თვის პირველ ნახევარში ბევრი სასიხარულო მოვლენა და შედეგად პოზიტიური ემოციები გელოდებათ. პირად სფეროსა და სამსახურში სულიერი წონასწორობის შესაქმნელად შესაძლებლობა გამოჩნდება.

ივლისის ბოლოს შეიძლება უსიამოვნო ამბავი მიიღოთ. დიდად არ ინერვიულოთ, ახალი ამბავი მშვიდად მიიღეთ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და რეაგირება მდგომარეობის მიხედვით მოახდინეთ.

ტყუპები

შუა ზაფხულში ტყუპებს მნიშვნელოვანი ამბები არ ელოდებათ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, ახლა საუკეთესო დროა, წყალზე მოგზაურობის გარდა.

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. საკუთარ თავს და ახლობლებს გაუფრთხილდით. სახლში მყუდროების შესაქმნელად ნივთების დახარისხების დღე მოაწყვეთ და ყველაფერი არასაჭირო გადაყარეთ.

კირჩხიბი

ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად იქნება – აუცილებელ ხარჯებზე და დასაგროვებლად გეყოფათ. აი, ფულის გასესხებას არ გირჩევთ. მსხვილი შენაძენი არ გააკეთოთ.

ჩხუბს და კონფლიქტს მოერიდეთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ, მხოლოდ ცრემლებს და იმედგაცრუებას. კეთილმოსურნე და თავაზიანი იყავით, წარმატება თქვენს მხარეს იქნება!

ლომი

ივლისში ლომს ყველა პრობლემიდან გაქცევა და სრულყოფილად დასვენება მოუნდება. შვებულებაში წასვლას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც სამსახურში ყველა საკამათო საკითხი მოაგვარა.

ხელსაყრელი პერიოდია საქმეების მოსაწესრიგებლად. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება, ხოლო განწყობა უმეტესად კარგი.

ქალწული

როგორც ჩანს, ივლისში ქალწული ბედნიერების ჩიტის კუდით დაჭერას მაინც შეძლებს. თუ თქვენს დანიშნულებას დიდი ხანია ეძებთ, ახლა მიხვდებით, თუ რომელი მიმართულება აირჩიოთ. ფინანსური კუთხით ყველაფერი სტაბილურად იქნება. რისკზე წასვლა არ ღირს. ეს მოსალოდნელ ნაყოფს არ მოგცემთ.

ივლისში ქალწულს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შანსი ექნება – ზაფხულის მეორე თვეში ის მავნე ჩვევების ძალიან მარტივად მოშორებას შეძლებს.

სასწორი

პრობლემები და განცდები წარსულში დარჩება. 2020 წლის ივლისში სასწორი თავის მომავალთან შესახვედრად ნაბიჯს გადადგამს. მოგზაურობის შანსი გამოჩნდება. შვებულება თამამად დაგეგმეთ.

საკუთარ თავთან ბალანსსა და ჰარმონიაში იყავით. კარგი ჯანმრთელობა გექნებათ, თუ სწორად იკვებებით და მავნე ჩვევებს მოიშორებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელი თავის სიყვარულთან შეხვედრას შეძლებს. ასევე მოსალოდნელია ორსულობის სიახლე. საყვარელმა ჰობმა შეიძლება ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საქმეს, რომელიც შთაგაგონებთ.

მორიელს შემოსავლების ახალ დონეზე აყვანის შანსი და დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენის შანსი გაუჩნდება. ხელსაყრელი პერიოდით დატკბით!

მშვილდოსანი

თვის პირველი ნახევარი მოლოდინის და დაგეგმვის პერიოდია. ახალი სამსახურის პოვნა 13 ივლისიდან დაიწყება. საკუთარი ძალები მიიღეთ, საკუთარ თავს ენდეთ – ყველაფერი გამოგივათ!

ბოლო კვირა კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. საკუთარ მიზანთან მიღწევა რომ შეძლოთ, საქმისთვის აუცილებელი უნარების შესწავლა დაიწყეთ. სასარგებლო იქნება ზღვაზე დასვენება.

თხის რქა

წარსულზე გამოკიდება არ ღირს. ამ თვეში წარმოუდგენელი ცვლილებები გელოდებათ და ეს როგორც საჭირო ისე მიიღეთ. დინებას მიყევით, როცა სიტუაცია დალაგდება, ცოტა მოდუნებას და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას შეძლებთ. მთავარია, ახლა რაღაც მასშტაბური არ დაგეგმოთ, რადგან ეს თვე მომგებიანი შესაძლებლობებით მდიდარი არ იქნება.

ეს თვე ახალი შეხვედრებით მდიდარი იქნება. კარგი დროა ხელშეკრულების მოსაწერად  (13 ივლისის შემდეგ) და კონტრაქტის გასაფორმებლად. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

მერწყული

2020 წლის ივლისის პირველ ნახევარში მერწყული დასვენებით და მოდუნებით დატკბება. თქვენს ცხოვრებაში, ჯადოსნური ჯოხის სურვილის მსგავსად სიყვარული, ფული და წარმატება მოვა.

ეს თვე ფინანსური შემოსავლების კუთხით მდიდარია. თუ დახმარებას გთხოვენ, უარი არ უთხრათ, რადგან ვინ იცის, შესაძლოა, მომავალში ამ დახმარებამ კიდევ უფრო დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებით იყავით, ბევრი არ ჭამოთ და ფიზიკური დატვირთვა არ დაგავიწყდეთ. დილით ვარჯიში მხნეობას და ენერგიას შეგმატებთ!

თევზები

ბევრი თევზი 2020 წლის ივლისში ოჯახის წევრებს, პარტნიორებს დაუახლოვდება. მარტოხელა თევზი შეხვდება ადამიანს, ვისთანაც ძლიერი რომანტიკული კავშირის აწყობას შეძლებს. ამ დრომდე თაყვანისმცემლების ყურადღებით სიამოვნების მიღების შანსი გაუჩნდებათ.

ზაფხულის მეორე თვეში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. თვე მუშაობის კუთხით დატვირთული, მაგრამ პროდუქტიული და სასიხარულო იქნება.

2020 წლის ივლისის პროგნოზი ასევე ამბობს: „გარანტია, რომ ზაფხულის შუა პერიოდი პროდუქტიული იქნება, ისაა, რომ საკუთარი დადებითი და უარყოფით მხარით ისეთი დარჩეთ, როგორიც ხართ. მხოლოდ თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ პერსპექტიული, საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, პირადი სივრცის გაფართოებაში, მარტოობისგან თავის დაღწევაში და ფულის პრობლემების მოგვარებაში“.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი