თითოეულ დიასახლისს უამრავი პირსახოცი აქვს: ხელის, ფეხის, სახის, სააბაზანოს, სანაპიროს და სამზარეულოს. პირსახოცი ყოველთვის ახალივით იყოს და დიდხანს გემსახუროთ, მათზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.
თუ პირსახოცს ობის სუნი აქვს, უხეში და შესაგრძნებად უსიამოვნო გახდა, ტენს ცუდად იწოვს და იხევა, გამოდის, რომ მას არასწორად რეცხავთ.
როგორ გავრეცხოთ პირსახოცი
სამზარეულოს პირსახოცებზე ცალკე ყურადღება დავუთმოთ. დროთა განმავლობაში მათ უსიამოვნო სუნი უჩნდებათ, რომელიც შეიძლება მთელ ბინაში გავრცელდეს.
ამის თავიდან ასაცილებლად სამზარეულოს პირსახოცი ხშირად გამოცვალეთ, გამოყენების დროს წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ. ეს იაფი საშუალება ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.
რაც შეეხება, სამზარეულოს ღრუბელს. წყალბადის ზეჟანგი მათზე დაგროვებულ მიკრობებს და ცუდ სუნს ადვილად გააქრობს.
როგორ გავრეცხოთ პირსახოცი, რომ ის რბილი იყოს? აქ, სამზარეულოს პირსახოცებზე ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირსახოცი შესაგრძნებად სასიამოვნო და სხეულისთვის რბილი დარჩეს.
თანდათანობით რეცხვის შემდეგ სქელი ქსოვილი უხეშდება, ჯდება ან იხევა, ელასტიკურობას კარგავს. ამას იწვევს უხეში წყლით და დამარბილების გარეშე რეცხვა, გავლება და გაწურვა გადატვირთულ მანქანაში ან ცოტა წყალში და ორთქლის გარეშე გაუთოება.
ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
როგორ გავხადოთ პირსახოცი რბილი
- დელიკატური რეცხვის თხევადი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.
- თეთრი პირსახოცები მაქსიმუმ 60 გრადუსზე, ხოლო ფერადი 40 გრადუსზე გარეცხეთ.
- პირსახოცების რეცხვის დროს კონდიციონერის და მათეთრებლის გამოყენებაზე უარი თქვით. ისინი ცუდად ირეცხება.
- ძირითადი პროგრამის დასრულების შემდეგ გავლების დამატებითი ციკლი ჩართეთ.
ასევე შეგიძლიათ ებრძოლოთ პირსახოცის მთავარ მტერს – უხეში წყალი. ონკანის წყალი უხეშია, მაგრამ გამოსავალი არსებობს.
რეცხვის დროს სარეცხ მანქანას ფხვნილთან ერთად 3 ს/კ მარილი დაუმატეთ ან წინასწარ მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და პირდაპირ პირსახოცებს მოასხით. ამ მიზნით სჯობს მარილი ექსტრა გამოიყენოთ.
კიდევ ერთი კარგი ხალხური საშუალება – სუფრის ძმარი. ნახევარი ჭიქა ძმარი კონდიციონერის განყოფილებას დაუმატეთ. ის პირსახოცს დაარბილებს და უსიამოვნო სუნს გააქრობს.
ასევე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა. ის წყლის სიხისტეს ამცირებს, ქსოვილს არბილებს, ლაქებს და ზედმეტ სუნს აქრობს. 4 ს/კ სოდა პირდაპირ სარეცხი მანქანის ნიჟარაში ჩაყარეთ.