შინაურული პომიდვრის წვენი წვენსაწურის გარეშე უმარტივესი რეცეპტით

2059

უალკოჰოლო სასმელების ჩემს რეიტინგში პომიდვრის წვენი ერთ–ერთ ლიდერულ პოზიციებს იკავებს. ამბობენ, რომ მარილის გარეშე მისი დალევა სასარგებლოა. ასეც ვაკეთებ, მაგრამ შავ წიწაკას და მწიკვ ქინძს ვუმატებ, ასეთი უცნაური გემოვნება მაქვს.

მარილით თუ მარილის გარეშე შინაურული პომიდვრის წვენი შეძენილზე ბევრად უფრო სასარგებლოა. მთელი წელი ვიტამინების მისაღებად შეგიძლიათ ის არა მხოლოდ დალიოთ, არამედ სოუსის, საწებლის, პომიდვრის საკუთარ წვენში, პირველი და მეორე კერძის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

ზამთრისთვის პომიდვრის წვენის მომზადების რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ცოტა გარჯა მაინც მოგიწევთ. წვენი სქელი და თითქმის ნარჩენების გარეშე გამოვა, რადგან პომიდორი კანიანად სრულად ტარდება.

როგორ გავაკეთოთ პომიდვრის წვენი

ინგრედიენტები:

  • 3 კგ პომიდორი
  • 1 ს/კ მარილი (სურვილის მიხედვით)
  • 5 მიხაკის ყვავილი
  • ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა წვენის პირით

მომზადება:

1. მწიფე, მკვრივი და ხორციანი პომიდორი აირჩიეთ. 3 კგ–დან 5 ნახევარლიტრიანი ქილა გამოგივათ.

2. პომიდორი ოთხად გაჭერით, ყუნწების ადგილი მოაშორეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

3. მიიღებთ პომიდვრის მასას, მაგრამ არა წვენს, რადგან გატარების შემდეგ საკმაოდ ჰაეროვანია.

4. მიღებული მასა ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადგით.

5. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით კიდევ ხარშეთ.

6. წვენში გაუტარებელი კანის ნაჭრების არსებობა რომ გამორიცხოთ, საწურში გადაწურეთ.

7. შემდეგ კვლავ ცეცხლზე დადგით, მარილი სურვილის შემთხვვაში დაამატეთ, შემდეგ სუნისთვის მიხაკი დაუმატეთ და ხარშეთ. მუდმივად აურიეთ, სანამ მთელი ქაფი არ მოშორდება. ზედმეტი ქაფი მოხადეთ. წვენის ხარშვაზე დაახლოებით 15-20 წუთი დაგეხარჯებათ.

8. როცა ზედაპირიდან ქაფი გაქრება, პომიდვრის წვენი მზადაა. მისი სტერილურ ქილებში გადანაწილება დაიწყეთ.

9. იმწამსვე მოხუფეთ, გადააბრუნეთ, ჰერმენტულობა შეამოწმეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

10. შინაურული პომიდვრის წვენი წვენსაწურის გარეშე მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ამ მარტივი მეთოდით მომზადებული პომიდვრის წვენი ოჯახის თითოეულ წევრს მოეწონება. პომიდვრის წვენი დალიეთ და ჯანმრთელად იყავით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს