საუკეთესო საშუალება უთოს ზედაპირის გასაწმენდად

7290

უთოს მოდელის, მწარმოებლისა და ფასის კატეგორიის მიუხედავად, დროთა განმავლობაში, მისი სამუშაო ზედაპირი ისვრება. ამ დროს უკვე აღარაა უსაფრთხო საყვარელი ტანსაცმლის დაუთოვება – მასზე შეიძლება დარჩეს ლაქები. მოდით, გავერკვეთ, რატომ ისვრება უთოს ზედაპირი და როგორ გავწმინდოთ იგი სწორად ისე, რომ არ დავკაწროთ მასალა.

რატომ ჭუჭყიანდება უთოს ზედაპირი

უთოს ზედაპირის დასვრა ჩვენი ბრალია. არსებობს ორი წესი, რომელიც ყოველთვის უნდა დაიცვათ:

  • ნივთები უნდა დააუთოვოთ მხოლოდ იმ ტემპერატურაზე, რომელიც მითითებულია ნაკეთობის იარლიყებზე. სწორედ ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო დნება ქსოვილის ძაფი და ეწებება უთოს, რაც მიმწვარ ლაქებს ტოვებს;
  • რეზერვუარში სპეციალური წყალი უნდა ჩაასხათ. არსებობს აირებით სავსე ან მის გარეშე წყალი. მას შეიძენთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ქიმიის მაღაზიებში. თუ გამდინარე წყალს გამოიყენებთ, ამის გამო უთოს ზედაპირზე ნადები გაჩნდება.

როგორ გავწმინდოთ უთოს ზედაპირი

მთავარია არ უხახუნოთ ზედაპირს მეტალის ნივთები! გიზიარებთ მარტივ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ უთოს დაზიანების გარეშე გაწმენდაში.

წყალბადის ზეჟანგი

უიაფესი საშუალება, რომელიც არამხოლოდ გაწმენდს უთოს ზედაპირს მიმწვარი ნადებისგან, არამედ ყოფაცხოვრებაშიც გამოგადგებათ. ძალიან მარტივია: ჩაალბეთ მარლა ან ბამბა ზეჟანგში და გაწმინდეთ ნადები, ხვრელები კი ბამბის ჩხირებით ამოწმინდეთ. ეს საშუალება გაწმენდს ყველა ზედაპირს, განსაკუთრებით კი კერამიკულ და ტეფლონის მასალებს.

ქიმიური ფანქარი

ესაა must-have (უნდა გქონდეთ) საშუალება ნადების მოსაწმენდად, რომელსაც თითქმის ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში შეიძენთ. ფანქარი ძვირი არ ღირს და ეფექტურად წმენდს როგორც ტეფლონის, ისე კერამიკულ ზედაპირებს. წაყსვით იგი უთოს გახურებულ ზედაპირს და დაელოდეთ ქიმიურ რეაქციას – ნადები თქვენ თვალწინ გაიხსნდება. პროცედურის დასრულების შემდეგ, მოწმინდეთ ზედაპირი ოდნავ სველი ბამბის ან ქაღალდის ხელსახოცით.

ფხვნილი

უთოს ზედაპირის გაწმენდაში დაგეხმარებათ ნებისმიერი ფხვნილი ჭურჭლისა და სამზარეულოს ზედაპირის გასაწმენდად. წაუსვით ცოტაოდენი ფხვნილი თხელ ფენად, კბილის ჯაგრისით ან სხვა ნებისმიერი რბილი ღრუბლით და გაწმინდეთ. ეცადეთ, ფხვნილი ხვრელებში არ გაიჭედოს.

საპონი

ახალი ნადები სწრაფად მოშორდება ჩვეულებრივი საპნის ნაჭრით, ამიტომ ჯერ კიდევ თბილი ზედაპირი გაწმინდეთ საპნის ქაფწასმული ხელსახოცით. თუ სახლში სპეციალური საშუალება არ გაქვთ, ეს შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.

მარილი

ყველაზე პოპულარული საშუალებაა უთოს ზედაპირის მიმწვარი ნარჩენებისგან გასაწმენდად. მოაყარეთ საკმარისი რაოდენობით მარილი ქაღალდი, გაახურეთ უთო ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე და გადაატარეთ მარილზე, თითქოს აუთოვებთ. მთავარია, ეს ფრთხილად გააკეთოთ, რათა ზედაპირზე არ გაჩნდეს ნაკაწრები. ეს მეთოდი გამოგადგებათ მეტალის მასალისთვის.

ასანთის კოლოფი

უთოს ზედაპირის საშინაო პირობებში გაწმენდა ძალიან მარტივია ასანთის კოლოფის გამოყენებით. წაუსვით გოგირდის მხარე დაბინძურებულ ადგილებს და რამდენიმე წუთში ჩამოწმინდეთ სველი ხელსახოცით.

პარაფინი

გაახვიეთ სანთელი საშუალო სისქის ნატურალურ ქსოვილში და წრიული მოძრაობებით წაუსვით გახურებულ მოწყობილობას ნადებზე. ფრთხილად იყავით! მალე სანთელი წვეთვას დაიწყებს. გადმოხარეთ უთო წინ, რათა პარაფინი წინ დაიწვეთოს და ხვრელებში არ გაიჭედოს. თუ ეს მაინც მოხდა, მაქსიმალურად ამოწმინდეთ, თორემ ტანსაცმელს გააფუჭებთ.

კბილის პასტა

რამდენადაც კერამიკულ და ტეფლონის საფარს მყარი საშუალებებით ვერ გაწმენდთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კბილის პასტა. წაუსვით იგი რბილ ჯაგრისს და გაწმინდეთ ზედაპირი.

ფოლგა

აიღეთ მჭიდრო ფოლგა და დააუთოვეთ, თითქოს თეთრეულია. ეს საშუალება განსაკუთრებით კარგია კერამიკური საფარისთვის.

ძმარი

ოდნავ გაახურეთ უთოს ზედაპირი და გამორთეთ ელექტრობიდან. ბამბის დისკის/მარლისა და სუფრის ძმრის გამოყენებით, ფრთხილად გაწმინდეთ ზედაპირი. რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის კი გამოიყენეთ ბამბის ჩხირები. პროცედურის დასრულების შემდეგ, დააუთოვეთ ბამბის ქსოვილი რამდენჯერმე.

ლიმონის წვენი

თუ ნადები ახალია, მათ ლიმონის დახმარებითაც გაწმენდთ. აიღეთ ერთი ნაჭერი ციტრუსი და გაწმინდეთ ზედაპირი. ასევე, შეგიძლიათ ლიმონმჟავას გამოყენებაც. ეს საშუალება ნებისმიერი მასალისთვისაა გამოსადეგი.

ნიშადურის სპირტი

უთოს ზედაპირს ნადებისგან გაწმენდს ნიშადურის სპირტი და მარლა. უბრალოდ გაწმინდეთ ჭუჭყი მანამ, სანამ არ გაქრება.

აცეტონი

ლაქის მოსაშორებელი სითხე გაწმენდს ზედაპირზე მიწებებულ პლასტმასსა და ტანსაცმლის სხვა დეტალებს. ჩაალბეთ ბამბა აცეტონში და გაწმინდეთ ნადები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს