როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან უსიამოვნო სუნი

0
1700

თანამედროვე ადამიანისთვის ავტომობილი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი იღბლიანი მფლობელებისთვის უკვე მაღაზიამდე თუ სამსახურამდე მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს. უამრავ დადებით მხარეს, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი მხარეებიც მოჰყვება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისი ავტომობილიც დიზელის ძრავითაა აღჭურვილი. დიახ, ჩვენ დიზელზე (სოლიარის ზეთზე) ვსაუბრობთ.

როცა საქმე საწვავს ეხება, მისი ამაზრზენი, მძაფრი სუნი გარშემო ყველაფერს ჟღენთს: მანქანის სალონს, მფლობელის ხელებსა და ტანსაცმელს. აგრეთვე, ცხიმიანი ლაქები არ ირეცხება სტანდარტული საშუალებებით, ამიტომ ჩვეულებრივი ფხვნილით რეცხვა არ გამოგადგებათ. ჩვენ გაგანდობთ რამდენიმე საიდუმლოს, რათა ტანსაცმელს დაუბრუნოთ პირვანდელი იერი და მოაშოროთ მძაფრი სუნი.

როგორ ამოვიყვანოთ დიზელის სუნი ტანსაცმლიდან

ამ პრობლემის გადაჭრა ორი ხერხით შეიძლება: პროფესიონალების დახმარებით და საშინაო პირობებში. მოდით, განვიხილოთ მეორე ვარიანტი, რადგან თითქმის ყველა შემოთავაზებულ საშუალებას იპოვით სახლში.

ახლავე უნდა ითქვას, რომ ყველგან ერთი და იმავე ინფორმაციის დაწერა არ მოგვიხდეს: მიუხედავად შერჩეული საშუალებისა, ჩატარებული პროცედურის შემდეგ, ნივთი უნდა გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, ფხვნილითა და კონდიციონერით, შემდეგ კი სუფთა ჰაერზე გამოაშროთ.

იზოპროპილის სპირტი

კარგი საშუალებაა ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც გამოიყენება წარმოებაში, საყოფაცხოვრებო ქიმიაში, პარფიუმერიასა და სხვა სფეროებში. მისი სასარგებლო თვისებები ნამდვილად საოცარია, ამიტომ ნივთიერება დაგეხმარებათ დიზელის საწვავის სუნის ლიკვიდირებაშიც.

უბრალოდ შეურიეთ ჭურჭელში სპირტი და წყალი 1:5 თანაფარდობით და ჩაალბეთ ტანსაცმელი 1 საათით.

ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი

ეს პროდუქტი ნებისმიერ დიასახლისს ეგულება სახლში. ინგრედიენტების თვითღირებულება მინიმალურია, დასახულ მისიას კი მშვენივრად უმკლავდება. შეურიეთ ლიმონის წვენი რაფინირებულ ზეთს 2:1 პროპორციით და წრიული მოძრაობებით წაუსვით ლაქას. გააჩერეთ 2 საათით, გარეცხეთ ჯერ ხელით, სარეცხი საპნის გამოყენებით. ეს მეთოდი მოაშორებს დიზელის სუნსაც და ლაქებსაც.

მარილი და სოდა

  • კალცინირებული სოდა და წყალი – 3 ს.კ. 5 ლიტრზე. ჩაალბეთ ნივთები 5 საათით.
  • გამოიყენეთ საკვები სოდა და წყალი. შეურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე და წაუსვით ლაქას. დაელოდეთ სრულად გაშრობას, დაფერთხეთ გამშრალი ფხვნილი.
  • ჩაალბეთ ტანსაცმელი თბილ წყალში, მარილისა და სოდის თანაბრად დამატებით. ეს ვარიანტი ერთფერიან ტანსაცმელს მოუხდება.

აცეტონი და მათეთრებელი

ეს ვარიანტი მხოლოდ თეთრ ტანსაცმელს მოუხდება. წაუსვით ერთ-ერთი საშუალება ლაქას და აცადეთ რამდენიმე საათით.

მშრალი მდოგვი

მდოგვის ფხვნილი შესანიშნავი აბსორბენტია ცუდი სუნისა. ჩაალბეთ ტანსაცმელი თბილ წყალში, დაუმატეთ 1 შეკვრა მშრალი მდოგვი. გააჩერეთ ნივთები ცოტა ხნით, გარეცხეთ მანქანაში, ჩვეულებრივ ფხვნილთან ცოტაოდენი მდოგვის დამატებით. სუნი გაქრება.

თუ საკმარისი დრო არ გაქვთ ან ზემოხსენებული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, მიმართეთ სპეციალისტებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი