შესქელებული რძე ქილებში შინაურული რეცეპტით

0
6349

ძალიან იშვიათად თუ იპოვით ხარისხიან შესქელებულ რძეს, რომლის შემადგენლობაც იმედს არ გაგიცრუებთ. ჩვეულებრივ, ამ ტკბილეულის საუკეთესო „ნიმუშებს“ მხოლოდ საბავშვო ბაღების და სკოლების სასადილოებში იპოვით, მაგრამ სუპერმარკეტის დახლებზე ნამდვილად არა.

სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შესქელებული რძე სახლის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ ნამდვილად საიმედო და გამოცდილ რეცეპტს.

შესქელებული რძე სახლის პირობებში

შესქელებული რძის იდეალურ შემადგენლობაში მხოლოდ 2 ინგრედიენტი უნდა შედიოდეს: ძროხის რძე და შაქარი.

მცენარეული ცხიმებით, კონსერვანტებით და დამატკბობლებით სავსე წარმომადგენელი სჯობს გვერდზე გადადოთ. გარდა ამისა, პროდუქტის ცხიმიანობა მინიმუმ 8,5% უნდა იყოს. ამ კრიტერიუმების დაცვა გარანტიას მოგცემთ, რომ ქილის შიგნით საუკეთესო, სქელი და ძალიან გემრიელი შესქელებული რძე იქნება. მაღაზიაში მის ძიებაში დრო რომ არ დახარჯოთ, მის მომზადებას სახლში მარტივად შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე (სასურველია შინაურული)
  • 500 გრ შაქარი

მომზადება:

1. პირველ რიგში, რძე სქელძირიან და კედლებიან ქვაბში ჩაასხით. შემდეგ შაქარი ჩაყარეთ, ყველაფერს კარგად აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.

2. ნარევი 1,5-2,5 საათით უნდა ხარშოთ – ყველაფერი რძის ცხიმიანობასა და შაქრის ხარისხზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რაც უფრო ცხიმიანია რძე, მით უფრო სწრაფად გარდაიქმნება შესქელებულ რძედ. დესერტი მზად იქნება, როცა გასქელდება. მასის მუდმივად მორევა არ დაგავიწყდეთ. თუ ნაყიდ ან ნაკლებად ცხიმიან რძეს იყენებთ, მასას ცოტა კარაქი დაუმატეთ. ასე შესქელებული რძის მასა უფრო მკვრივი გახდება.

3. ისღა დაგრჩენიათ ცხელი მასა სუფთა მინის ქილებში გადაანაწილოთ. შემდეგ გააგრილეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. მზადაა!

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ რომ მაცივარში შინაურული შესქელებული რძე ყოველთვის გქონდეთ. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან შაქარი ნაკლებ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ კარგი განწყობა გარანტირებული გექნებათ. გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი