სველი თმით ძილი კარგი ჩვევა არა, რამდენადაც მას გარკვეული შედეგები მოჰყვება. ახლა სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა ხდება, თუ თმას არ გაიშრობთ – ამის წაკითხვის შემდეგ, ასე აღარასდროს მოიქცევით. რეალურად, შეიძლება ამას არასერიოზულად მიუდგეთ, თუმცა მცირე ყოველთვის გადაიზრდება რამე დიდში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რატომ და როგორ უნდა გაიშროთ თმა ძილის წინ.
სანამ თქვენი ლამაზი თავი ბალიშს შეეხება, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, დაფიქრდეთ ისეთ წვრილმანებზე, რომლებიც საბოლოოდ არაპროგნოზირებად შედეგებამდე მიგიყვანთ. აი, როგორ შეიძლება იმოქმედოს სველი თავით ძილმა თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე.
რატომ არ უნდა დაიძინოთ სველი თმით
თითქოს, თავი მექავება
სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პედიკულოზია, თუმცა, თუ სველი თმით იძინებთ, ქავილის მიზეზი სწორედ ამაში მდგომარეობს. თმა სველია, ბალიშისპირი – ნოტიო, ეს ყველაფერი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბაქტერიებისთვის, რომლებიც აქტიურად მრავლდება და გაღიზიანებას იწვევს. სითხის მიმოცვლის დარღვევები ქერტლის წარმოქმნას შეუწყობს ხელს.
თმას ვერ ვივარცხნი
აბა, როგორ გინდოდათ? ძილის დროს სველი თმა, განსაკუთრებით, თუ “აქტიურად გძინავთ” და ხშირად ტრიალებთ, აუცილებლად აიხლართება. ჯანდაბას, თუ ძლიერი და ჯანმრთელი თმა გაქვთ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ თხელი და სუსტი თმის პატრონი ხართ? თუ დილით ვარცხნილობის გაკეთებას აპირებთ, ბევრი უნდა იწვალოთ თმის ფორმის დასაბრუნებლად.
საიდან ჩნდება თავის ტკივილი?
თმის მოვლის ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ, თუ სველი თმით დაწვებით, არსებობს უსიამოვნო შეგრძნებებით გაღვიძების რისკი. სველი თმა ამცირებს სხეულის ტემპერატურას, რის გამოც ორგანიზმი “ახურებს” თავს. აქედან მოდის სიმძიმეც საფეთქლებში. შეგიძლიათ, თავზე პირსახოცშემოხვეულმა დაიძინოთ, თუმცა ეს ხომ უცნაურად მოუხერხებელია, ნუთუ ნორმალურად დასვენებას შეძლებთ?
რატომ მეხვევა თმა ასე?
ექსპერტები, აგრეთვე, ამბობენ, რომ ეს სისველის გამო ხდება. სველი თმა ბალიშისპირს მეტად ეხახუნება, შესაბამისად, მიიღება ხვეულები, რომელთა გასწორება არც ისე რთულია. მეორე საკითხია, თუ ხვეული თმა გინდოდათ – ასე შეგიძლიათ თმა საერთოდ არ გაიშროთ.
რა მოუვიდა მოცულობას?
თუ თხელი და ნაზი თმის იღბლიანი მფლობელი ხართ, შესანიშნავად უნდა გესმოდეთ, თუ რამდენად რთულია თმისთვის მოცულობის მინიჭება. თუ რეგულარულად სველი თმით იძინებთ, იმედი არ გქონდეთ, რომ მოცულობა თავისით გაჩნდება. პირიქით, მისი მიღწევა უფრო რთული იქნება.
თმის ბოლოები ისევ დაიყო!
ნაცნობი დალაქი ვერ იგებდა, რატომ ეყოფოდა მის ერთ-ერთ კლიენტს თმის ბოლოები მუდმივად. სანამ არ გაიგო, რომ მას ძილის წინ თმის გაშრობა ეზარებოდა. მას შემდეგ, რაც გაიგო და შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდა, თმის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა. როცა თმა სველია, მექანიკურად უფრო მეტად ზიანდება.
საიდან გაჩნდა აკნე?
სამწუხაროდ, ძილის დროს, სველი თმა თქვენს ლამაზ სახეზე შეიძლება გაშრეს. არამგონია, საჭირო იყოს იმის თქმა, თუ რამდენად აქტიურია კანის ეს ნაწილი და რა სიჩქარით ჩნდება მასზე აკნე. ყველაფერი, რაც თავის კანზე პირველ პუნქტზე ითქვა, სახესაც ეხება.
როგორ გავიშროთ თმა სწორად და სწრაფად
- საუკეთესო დამხმარე ფენია. მიმართეთ თბილი ჰაერის ნაკადი პირდაპირ თმისკენ, ძირები რომ სწრაფად გამოშრეს – დახარეთ თავი. ვიცით, რომ ეს ყველაფერი იცით, თუმცა გამეორება ცოდნის დედაა.
- ფენი კარგად მუშაობს, როცა თმა კარგადაა შემშრალებული. გამოიყენეთ უბრალო ვაფლისებრი ან მიკრობოჭკოვანი პირსახოცი. ეს, აგრეთვე, დაგეხმარებათ, თუ ფენს ვერ რთავთ, რადგან ყველას სძინავს.
- ცალკეულ დალალებზე რჩება წყალი – შეიხვიეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცებით, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ: თმის ძლიერად ხახუნი არ შეიძლება – დაიყოფა.
- უზრუნველყავით ჰაერის ნაკადი. უკვე ვიცით, რომ ფენის ჩართვა არ შეიძლება, წყალი უკვე თმიდან აღარ წვეთავს, გაიკეთეთ ყურსასმენები, ჩართეთ მძიმე როკი და იქნიეთ თავი. 10 წუთში თმა მშვენივრად გაშრება.
- თუ თავის ქნევაც არაა ხელსაყრელი ვარიანტი, გამოიყენეთ ხვრელებიანი სავარცელი. ჰაერი ლოკონებში უფრო სწრაფად შეაღწევს, ესე იგი, თმა უფრო სწრაფად გაშრება.
- თმა უფრო სწრაფად და მარტივად რომ დაივარცხნოთ, ნუ დაგეზარებათ ბანაობისას კონდიციონერის წასმა. იგი მოგცემთ მოცულობას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის უკეთ მიწოდებას.
იცოდით ამ ყველაფრის შესახებ? თქვენ როგორ იშრობთ თმას ძილის წინ, ფენის გარეშე?