ბაღის და ბოსტნის ნივთების ნებისმიერ მაღაზიაში მავნებლების, მათ შორის ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას იპოვით. რა უნდა გააკეთოთ, თუ საკუთარ ნაკვეთზე ქიმიური საშუალებების გამოყენება არ გსურთ?
„პაპარაცი“ გირჩევთ, რომ ბაღის ნაკვეთზე ჭიანჭველები ხალხური საშუალებებით მოიშოროთ. ნაწილი პირადად უკვე გამოყენებული გვაქვს, დანარჩენზე კი ნაცნობმა მებაღეებმა გვიამბეს. მოხარული ვიქნებით, თუ მკითხველები გაგვიზიარებენ მეთოდებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.
როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები ბოსტნიდან სამუდამოდ
1. ნაცარი
ჩვენი ბებიები ჭიანჭველებს ასე ებრძოდნენ. შებინდებისას, როცა ყველა მწერი „სახლში“ ბრუნდება, ის თოხს იღებდა და მთელ ჭიანჭველების ბუდეს ნაცარს 2-3-ჯერ აყრიდა. შემდეგ მფლობელებთან ერთად მთელი მასა ვედროში გადაჰქონდა და ნაკვეთიდან მოშორებით ტყეში მიჰქონდა. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ სეზონის ბოლომდე ჭიანჭველები არ აწუხებდნენ.
2. ბორის მჟავა და საფუარი
ამ მეთოდის დახმარებით ჩემი ნაკვეთიდან ჭიანჭველების მოშორება შევძელი. ქილაში 1 შეფუთვა ბორის მჟავა და 1 შეფუთვა მშრალი საფუარი აურიეთ. ცოტა წყალში გააზავეთ, 1 ჭიქა მურაბა დაუმატეთ და ჭიანჭველების ყველა საცხოვრებელი ადგილი მორწყეთ. მეორე დღეს მკვდარ ჭიანჭველებს დაინახავთ, შემდეგ დღეს მწერები შემცირდება, ხოლო განმეორებითი პროცედურის შემდეგ ნაკვეთს საერთოდ დატოვებენ.
3. არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი
ჭიანჭველების ბუდეში არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი ჩაასხით. ჭიანჭველები სუნის მიმართ მგრძნობიარეები არიან და ზეთის სუნი ძალიან არ უყვართ. ამბობენ, რომ ასეთი დამუშავების შემდეგ ნაკვეთზე არასასურველი მეზობლები შემცირდებიან. მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, მცენარეულ ზეთს უფრო სალათისთვის გამოვიყენებდი.
4. მანანის ბურღული და სოდა
1 კგ მანანის ბურღული და 1 შეფუთვა სოდა აიღეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ და ჭიანჭველების ბუდეში ჩაყარეთ. ერთადერთი პირობა – ეს მშრალ და უქარო ამინდში გააკეთეთ.
5. საფუარი და შაქარი
1 პაკეტი მშრალი საფუარი და ზუსტად ამდენივე შაქარი აიღეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ და ჭიანჭველების ბუდეში ჩაყარეთ. აგარაკის ექსპერტების თქმით, ასეთი პროცედურის შემდეგ ჭიანჭველები დაიღუპებიან.
6. ნიშადურის სპირტი
მეზობლები ირწმუნებიან, რომ ჭიანჭველების მოშორებაში მათ ნიშადურის სპირტი დაეხმარათ. უბრალოდ პატარა სააფთიაქო ქილა ნიშადურის სპირტი 3 ლ წყალში გააზავეთ და ჭიანჭველების დაგროვების ადგილი დანამეთ. ამის შემდეგ ისინი ნაკვეთს დატოვებენ.
7. წითელი წიწაკა
1 შეფუთვა წითელი წიწაკა 1 ლ წყალში და 300 გრ დიასახლისის საპონში დააყენეთ. ხსნარით ჭიანჭველების ბუდე დანამეთ, ამის შემდეგ ჭიანჭველები ნამდვილად დაგტოვებენ. გამოცდილია!
8. მარილი
ჭიანჭველების ბუდეში მარილი ჩაყარეთ, ასევე ჭიანჭველების გზასა და მათი დაგროვების ადგილას მოაყარეთ.
9. ფეტვი
გაუგებარია, მაგრამ ფეტვი ჭიანჭველების ბაღიდან მოშორებაში როგორღაც დაგეხმარებათ. ბევრი მებაღე ირწმუნება, რომ მათ ეს მეთოდი შველით. არსებობს ვერსია, რომ ჭიანჭველები მას შემთხვევით ჭიანჭველების კვერცხად მიიჩნევენ და ბუდეში მიაქვთ.
იქ მარცვალი ტენის ზემოქმედებით სივდება და გასასვლელს ავსებს. შედეგად – ჭიანჭველების შიმშილისგან კვდომა. პრაქტიკაში ფეტვი დიდი ალბათობით ჩიტებს მოიზიდავს, რომელთაც ჭიანჭველების ან თქვენი მოსავლის განადგურება შეუძლიათ.
10. იოდის ხსნარი
კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი მთელი სეზონი ნაკვეთიდან ჭიანჭველების მოსაშორებლად. გაფრთხილებთ, რომ ფრთხილად უნდა დაამუშაოთ. დაამუშავეთ მხოლოდ ბილიკები და არა თავად მცენარე. შეიძლება დააზიანოთ. სამაგიეროდ შეგიძლიათ ხსნარით ირგვლივ ყველაფერი მორწყათ.
მთავარია – ყველა პროპორცია დაიცავით, რომ მცენარეები არ დააზიანოთ. 10 მლ საშუალება 3 ლ წყალზე. მზა ხსნარით მავნებლების ადგილსამყოფელი დაამუშავეთ. მეორე დღეს მათი კვალიც გაქრება.
ზემოთ მოცემული მეთოდებიდან ერთ–ერთი გამოიყენეთ და ჭიანჭველები თქვენს აგარაკის ნაკვეთს დიდი ხნით დატოვებენ. სასარგებლო ხრიკები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.