რა ხრიკებს არ გაუმხელს შეფმზარეული პირველ შემხვედრს

0
1699

თითოეულს, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს, უამრავი პატარა საიდუმლო აქვთ, რომელთა დახმარებით მარტივ კერძებს სრულყოფილებას მატებენ. შეფმზარეულებზე ლაპარაკი ზედმეტია, მათ ბევრი საიდუმლო აქვთ.

თქვენთვის „პაპარაცმა“ 15 საინტერესო ხრიკი შეარჩია. ამ ხრიკების დახმარებით კერძების მომზადებისას დროის და ენერგიის დაზოგვას შეძლებთ.

მზარეულების საიდუმლო ხრიკები

1. წიწაკის სიცხარე გააქრეთ

ჩილის წიწაკა გიყვართ, მაგრამ მისი სიცხარე გაფრთხობთ? თესლები და ტიხარი მოაშორეთ და ცივ წყალში გარეცხეთ. ასე წიწაკის არომატი დარჩება, ხოლო სიცხარე გაქრება.

2. ხახვი იდეალურ კუბებად დაჭერით

ხახვის კუბებად დაჭრა ძალიან მარტივია: ხახვი შუაზე გაჭერით, შემდეგ თავი მოაჭერით. ამის შემდეგ რამდენიმე ჰორიზონტალური ჩანაჭერი გააკეთეთ, შემდეგ რამდენიმე ვერტიკალური ჩანაჭერი. ჩანაჭერების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სქელი კუბების მიღება გსურთ. შემდეგ ხახვი სიგრძეზე დაჭერით.

3. იდეალური ცომი

ტკბილი საკონდიტრო ნაწარმისთვის იდეალური ცომის მომზადება ძალიან მარტივია: ფქვილის და შაქრის წონა ერთნაირი უნდა იყოს, ხოლო კვერცხის წონა კარაქის წონას უნდა ემთხვეოდეს.

4. კვერცხი „პაშოტი“

თუ ერთხელ მაინც გიცდიათ კვერცხის პაშოტის მომზადება და მით უმეტეს მომზადების ტექნიკის სრულყოფილებამდე მიყვანა, ალბათ,ყველა ცნობილი ხრიკი უკვე გამოცადეთ. თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსარგებლოა მთავარი პირობის გარეშე: ნამდვილად ახალი კვერცხი.

მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ კვერცხს ძლიერი გული აქვს და ფორმას უკეთ იკავებს. სწორედ ამიტომ, ძმრის და სხვა მსგავსი საშუალებების დამატების საჭიროება არ არსებობს. სუპერ ახალ კვერცხს ძლიერი შიდა მემბრანი აქვს, ამის წყალობით კვერცხის ცილა გულის ირგვლივ ფორმას კარგად ინარჩუნებს.

5. კარტოფილის ახალი გემო და მარინადი ხორცისთვის

სტუმრები ორიგინალური რეცეპტით შემწვარი ხორცით აღაფრთოვანებთ. ხორცი მუქ ლუდში ან სოიოს სოუსის, ღია ფერის ლუდისა და სანელებლებს ნარევში დაამარინადეთ. ასე დამარინადებული ხორცი ნებისმიერ ვახშამს დღესასწაულად აქცევს. ლუდის მარინადში შეგიძლიათ ბოსტნეული და კარტოფილი მოთუშოთ.

6. ძალიან ნაზი პიურე

პიურეს მიღებამდე მოხარშული კარტოფილი კარგად გაამშრალეთ. ამისთვის კარტოფილი მშრალ, ცხელ ტაფაზე გადაიტანეთ და წყლის აორთქლებამდე გააჩერეთ. მთავარია, კარტოფილი არ შეიწვას. პიურე მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეთ. ასე ძალიან ნაზ და შეუდარებელ კერძს მიიღებთ.

7. ქათქათა ბრინჯი

თუ გსურთ, რომ ბრინჯი ხარშვის დროს ქათქათა თეთრი დარჩეს, მას ცოტა ძმარი დაუმატეთ.

8. ხრაშუნა ოლადები

ბევრს უყვარს კარტოფილის ოლადები, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მისი მომზადება ჩვეულებრივ სავაფლეში შეიძლება. ასეთი ხრიკით დროს მნიშვნელოვნად დაზოგავთ, ხოლო კერძი ლამაზი და ხრაშუნა გამოვა.

9. ოქროსფერი სტაფილო

ხახვმა და სტაფილომ ლამაზი ოქროსფერი შეფერილობა სწრაფად რომ მიიღოს, მათ შეწვის დროს მწიკვი შაქარი დაუმატეთ. თუ მხოლოდ ხახვს წვავთ, შეგიძლიათ შაქრის ნაცვლად ფქვილი გამოიყენოთ.

10. სქელი და პრიალა სოუსები

იცით, რატომ აქვთ რესტორნებში ყოველთვის სქელი და პრიალა სოუსები? იმიტომ, რომ სუფრაზე გატანის წინ სოუსში რამდენიმე ნაჭერ ცივ კარაქს ამატებენ. ასე რომ, მზა სოუსს რამდენიმე ნაჭერი ცივი კარაქი დაუმატეთ. ასე სოუსი სქელი და ლამაზი იქნება.

11. სურნელოვანი პასტა

თითქმის მომზადებამდე ხარშეთ. შემდეგ სოუსში გადაიტანეთ და ბოლომდე მოხარშეთ. პასტა არომატით გაიჟღინთება და სოუსს უკეთ შეეთავსება. თუ სოუსი ძალიან სქელია, ცოტა წყალი დაუმატეთ. ასე სოუსს გააზავებთ და მას ბზინვარებას შემატებთ.

12. წვნიანი ხორცი

რესტორნებში ღორის და ქათმის ხორცი ყოველთვის წვნიანია, რადგან მათ მარილიან ხსნარში ალბობენ. ასე ხორცი წვნიანი, გემრიელი და არომატული ხდება. ხოლო თუ ზედმეტად შეწვავთ, ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

დამარილების დრო პროდუქტის მასაზეა დამოკიდებული – 1 საათი 1 კგ წონა, მაგრამ მაქსიმუმ 8 საათი და მინიმუმ ნახევარი საათი. მცირე ნაჭრების შემთხვევაში (მაგალითად, ქათმის ბარკლები) დრო ერთი ნაჭრის საშუალო წონიდან ითვლება. მომზადების წინ ხორცს მარილის ნარჩენები მოაშორეთ.

13. თუ საჭმელი უგემურია

სიმჟავე ნებისმიერ კერძს სიცოცხლეს მატებს. ლიმონის წვენის ან ძმრის წვეთი ცხიმს შლის, არომატებს აძლიერებს და უგემურ კერძს აცოცხლებს. მარილის და შაქრის მსგავსად, სიმჟავე არომატებს ათანაბრებს და კერძს გემრიელს ხდის.

14. ტორტის ვადის გასახანგრძლივებლად

ახალი ტორტი რბილი, ზომიერად სველი და ჰაეროვანია. ერთი დღე გაჩერების შემდეგ ის დაფშვნას იწყებს. პრობლემა შეგიძლიათ 2 მეთოდით გადაჭრათ: შეძენისთანავე ბოლომდე შეჭამეთ ან ცოტა ვაშლი დაუმატეთ.

ტორტის ნარჩენები მინის თავსახურიან სადგამზე შეინახეთ, გვერდზე კი გათლილი ვაშლი დაუდეთ. ტორტი სწრაფად აღარ გახმება. ვაშლი გარემოში ტენს გამოყოფს, ამის წყალობით დესერტი თავის გემოს დიდხანს შეინარჩუნებს.

15. ბადრიჯნის სიმწარე

ბადრიჯნის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ყველგან ვკითხულობთ: მომზადების წინ სიმწარე მოაშორეთ. ამისთვის მომზადების წინ ბადრიჯანი დაჭერით, მარილი მოაყარეთ, 5 წუთით გააჩერეთ და ცივ წყალში გარეცხეთ.

საინტერესო რჩევები სამზარეულოში გამოიყენეთ და სტუმრების გაოცებას ორიგინალური კერძებით და ტრადიციული კერძების ახალი გემოთი შეძლებთ. თუ საიდუმლო ხრიკები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი