ხალხური საშუალებები სახსრების სამკურნალოდ – ბევრი ადამიანის მხსნელი რეცეპტი

222

სამკურნალო პრეპარატებიც კი ყოველთვის საჭირო ეფექტს არ იძლევა და მათი გამოყენება მხოლოდ ფულის ხარჯვას წარმოადგენს.

შეუჩერებელი ტკივილის მოსაშორებლად უამრავი მეთოდი არსებობს.

სამკურნალო ხალხური საშუალებები

სახსრების ტკივილი შფოთვას და აქტივობის შემცირებას იწვევს. ეს პრობლემა დიდი ხნით აქტუალური რჩება, ამიტომ ადამიანს მასთან შეგუება და ტკივილის სინდრომის ადგილობრივად გაყუჩება უწევს.

პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე რეცეპტს ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ნარევი ართრიტისთვის;
  • ძმრის ნაყენი;
  • შავი ბოლოკის მალამო

თითოეულის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ. ასე, რომ დეტალურად შეისწავლეთ და სახსრების მკურნალობას შეუდექით.

მცენარეების ნარევი ართრიტისთვის

ეს რთული შემადგენლობაა, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებს უმკლავდება. მისი მიღების შემდეგ ტკივილი სწრაფად სუსტდება და მუდმივი ტანჯვა ქრება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • წყლის იელის ყლორტები
  • ძიძო
  • კრაზანა
  • წითელი მოცვის ფოთლები
  • ქაფურა
  • სელის თესლი
  • ჭინჭარი
  • პიტნა
  • სამფერა ია
  • ორკბილა

კომპონენტები თანაბარი პროპორციით აურიეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ერთი დღე დააყენეთ. მიიღებთ ნაყენს, რომელიც სახსრების ტკივილს გარანტირებულად მოგაშორებთ. თუ მას დღეში 4-5-ჯერ გამოიყენებთ, ყველა სიმპტომს გაუმკლავდებით.

ძმრის ნაყენი

ძმრის ნაყენი რთული საშუალებაა. მისი მომზადების დროს თითოეული კომპონენტის ზუსტი რაოდენობა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკუთარ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჩ/კ თაფლი

ხალხური საშუალება დღეში 3-ჯერ, 20 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. ის საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ სამკურნალო კურსი წელიწადში 3-ჯერ გაიმეორეთ. ამის შემდეგ სახსრების ტკივილი გაქრება.

შავი ბოლოკის მალამო

თუ სასწრაფოდ ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი დაგჭირდათ, სჯობს ხელთ უბრალო მალამო გქონდეთ. მის ინგრედიენტებს თითქმის ნებისმიერ სახლში იპოვით, ამიტომ მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი
  • 150 გრ თაფლი
  • ნახევარი ჭიქა არაყი
  • 15 გრ მარილი

ინგრედიენტების არევის შემდეგ სქელ ფაფას მიიღებთ, რომელიც მტკივნეულ ადგილას უნდა შეიზილოთ. ტკივილი სწრაფად გაქრება და ადამიანი ნორმალური მდგომარეობით სიამოვნებას მიიღებს.

სახსრების სამკურნალო ხალხური საშუალებები სიმპტომებს აქრობს. ასეთი რეცეპტების გამოყენება ბევრად უფრო მომგებიანია, რადგან ინგრედიენტების შეძენა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ. მათ მომზადებას კი სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს