ეს ტესტი თქვენს ფარულ სურვილებს გამოავლენს

0
3859

ალქიმია უძველესი ხელოვნებაა, რომელშიც უამრავი საიდუმლოება იმალება, მცოდნეს ხელში კი ეს უდიდესი ძალაა. ალქიმიური სიმბოლოების უკან უზარმაზარი პოტენციალი დგას. თუ მათ სწორად გამოიყენებთ, მცირე, თუმცა მაინც სასწაულებს მოახდენთ.

ჩვენ ხშირად ვირჩევთ ტატუებს ან სამკაულებს გარკვეული სიმბოლოების სახით. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილად არ ხდება, რამდენადაც თითოეულ სიმბოლოს თავისი ფარული აზრი აქვს. ჩვენმა რედაქციამ მოამზადა საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რისკენ მიისწრაფვის თქვენი სული.

მაშ ასე, საიდუმლოს ამოსახსნელად, აირჩიეთ ერთ-ერთი სიმბოლო ნახატიდან. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: აირჩიეთ სიმბოლო გულით ისე, რომ გადაწყვეტილებაზე ბევრი არ იფიქროთ. იმის თქმაც შეიძლება, რომ სიმბოლო თავად აგირჩევთ, უბრალოდ იგრძენით ეს.

ფარული სურვილები

თითოეულ სიმბოლოს თავისი ფარული მნიშვნელობა აქვს და თავისებური ენერგეტიკითაა დატვირთული. მოდით, განვიხილოთ, რას ნიშნავს ის სიმბოლო, რომელიც თქვენ აირჩიეთ.

1. ლომი

ესაა მზის სიმბოლო – შინაგანი ძალის მთავარი წყარო. ამიტომ, სიმბოლო მიუთითებს დომინირებისა და უპირატესობის სურვილს, რაც ხშირად იმას ნიშნავს, რომ გინდათ საკუთარი ბედისწერის გაკონტროლება. გახსოვდეთ, რომ მას ეს არ უყვარს.

თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, დიდი ალბათობით, მოგიწევთ იმის მიტოვება, რაზეც დიდხანს მუშაობდით. ამას ბევრი დრო და ძალისხმევა დაახარჯეთ, ამიტომ თავს ხაფანგში გრძნობთ. სადღაც, სულის სიღრმეში, რაღაცის შეცვლა და სხვა გზით წასვლა გსურთ.

კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად გაღიზიანებთ მოვლენათა ახლანდელი მდგომარეობა და რამდენად გინდათ ამ ყველაფრის შცვლა. ღრმა ფიქრში მანტრა და მედიტაცია დაგეხმარებათ. არ იდარდოთ, წარმატებას მიაღწევთ და ბედთან მოლაპარაკებასაც შეძლებთ.

2. ქვიშის საათი

დროის ციკლურობისა და აუცილებლობის სიმბოლოა. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ესე იგი დროის ხაფანგში გაებით. დიდი ალბათობით, წარსულში რაღაც მტკივნეული შეგემთხვათ, რამაც თქვენთვის დრო გააჩერა. იძირებით წარსულში და ასე სულ უფრო და უფრო ფიტავთ საკუთარ თავს.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ – გაუშვით წარსულს ხელი, თორემ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებთ. მიიღეთ ის ფაქტი, რომ დრო მიდის და მას ვერ შეაჩერებთ. ყველაფრის თავიდან დასაწყებად, გაიწმინდეთ კარმა. ეცადეთ, იცხოვროთ დღევანდელი დღით, ირწმუნეთ საკუთარი თავისა და იმის, რომ დრო თქვენი მეგობარია. ყველაფერი დალაგდება, როცა საკუთარ თავს გადალახავთ.

3. მთვარე

ეს სიმბოლო მოიცავს ემოციების ძალასა და ფარულ ჭეშმარიტებას. თუ ეს ნიშანი აირჩიეთ, თქვენს გულში ბრძოლა მიმდინარეობს. რაღაც ძალიან გაწუხებთ და არ გაძლევთ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. ამის გამო ვერ იძინებთ და სიმშვიდე დაკარგეთ. რა გრძნობაა ეს?

ნებისმიერ შემთხვევაში, იგი უნდა დაძლიოთ. სულს სურს სიმშვიდე, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ ამ ემოციებს გარეთ გამოიტანთ. მიიღეთ და გააზიარეთ ისინი – ეს თქვენი განწმენდის საწყისი იქნება. ისწავლეთ გრძნობების მართვა და თქვენს გულშიც სიმშვიდე დაისადგურებს.

4. გასაღები

ეს სიმბოლო გამოსახავს თქვენს წარმოდგენას თქვენივე ცხოვრებაზე. თქვენს სულს სწყურია კითხვებზე პასუხი. ეჭვქვეშ აყენებთ ყველა უდავო დოგმას. შეუჩერებლად ეძებთ ჭეშმარიტებას და, შესაძლოა, ძალები უკვე გელევათ.

გასაღების არჩევა ზეციური ნიშანია. იგი ასახავს თქვენს სურვილს, გახსნათ ახალი ჰორიზონტები და გააფართოვოთ საზღვრები. ასე იმოქმედეთ! იპოვეთ დრო მოგზაურობისთვის – ეს ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებსა და ნაცნობებს მოიზიდავს. იპოვეთ პასუხი იმაზე, რაც ასე გაღელვებთ.

5. ფატიმას ხელი

ესაა სიმბოლო თქვენი ქვეცნობიერი სურვილისა, დაიცვათ თავი ბოროტი ძალების გავლენისგან. შესაძლოა, ავი თვალის გავლენის ქვეშ მოჰყევით. ეს საფრთხესაც ქადაგებს.

ფატიმას ხელი ამბობს, რომ ნებისმიერ ხაფანგიდან არსებობს გამოსავალი და ჩვენი ხსნა ჩვენივე ხელებშია. შესაძლოა, თავად შეაგდეთ საკუთარი თავი შინაგან ხაფანგში და მხოლოდ პატიება გაგათავისუფლებთ მისგან. აპატიეთ საკუთარ თავს იმისთვის, რაც ჩაიდინეთ და რაც ვერა, ასე ყველაფერი დალაგდება.

იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის, დასასვენებლად და დახარჯული ენერგიის აღსადგენად. ეცადეთ, მოერიდოთ არაკეთილისმსურველთა გავლენას და დაიცავით თავი ავი თვალისგან.

თქვენ რომელი სიმბოლო აირჩიეთ? რამდენად ემთხვევა პასუხი თქვენს შეგრძნებებს?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი