როგორ ამოვიყვანოთ უსიამოვნო სუნი დივნიდან, მარტივად და ეფექტურად

0
1930

სასიამოვნო არომატით გაჟღენთილ ოთახში ყოფნა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ცხვირზე ხელის მოჭერა და მაისურის აფარება, როცა დივნიდან შარდის სუნი მოდის. თუ შინ პატარა ბავშვი, ცხოველები ან ავადმყოფი ნათესავები გყავთ, სუნის მოშორებაზე ზრუნვა საკმაოდ მწვავე პრობლემაა. ჩვენ დღეს გაგაცნობთ ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებებს.

  • პირველი მნიშვნელოვანი მომენტი: იმ შემთხვევაში, თუ შარდი ლამის თქვენ თვალწინ გაჩნდა დივანზე და ლაქა ჯერ კიდევ არ გავრცელებულა, ყველაფერი თქვენი რეაქციის სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.
  1. რაც უფრო სწრაფად ამოიყვანთ ლაქას ნებისმიერი შესაფერისი საშუალებით (დააფენთ ქსოვილს, ქაღალდის ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს, დახეულ გაზეთებს), მით უფრო გაგიმარტივდებათ პრობლემასთან გამკლავება.
  2. ეცადეთ, მაქსიმალურად ამოიღოთ ზედაპირიდან სითხე, შემდეგ დაამუშავეთ წყლით რამდენჯერმე და გაიმეორეთ აქტიური ამოსარეცხი მოქმედებები.
  • მეორე: მიუხედავად იმისა, თუ რომელ საშუალებას აირჩევთ უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად, გამოსცადეთ დივნის მასალის მედეგობა მის მიმართ – წაუსვით საშუალება ფარულ ადგილას და შეაფასეთ შედეგი 30 წუთის მანძილზე.
  • მესამე: ნებისმიერი თხევადი საშუალების გამოყენების შემდეგ, აუცილებელია დივნის ბოლომდე გამოშრობა, რათა ობის გაჩენა აიცილოთ თავიდან.
  • მეოთხე: არ გამოიყენოთ შარდის სუნის ჩასახშობად ჰაერის გამწმენდი და პარფიუმერული საშუალებები. ეს ზომა მხოლოდ დროებით შენიღბავს სუნს, ლაქა კი მთელ დივანს მოედება.

როგორ ამოვიყვანოთ ბავშვის შარდის სუნი

როგორც წესი, დაბალი კონცენტრაციის გამო, ბავშვის შარდი ნაკლებად სუნიანია. თუმცა, სანამ ბავშვი ქოთანში მოშარდვას არ შეეჩვევა, რბილ ავეჯს ცელოფნის შემოსაკრავებს ხომ არ გაუკეთებთ. რამდენადაც ახალგაზრდა დედები ყველაფრისთვის მად არიან, დივნის გაწმენდა მათთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ხანდახან, ახლახან გაჩენილი ლაქის მოსაშორებლად საკმარისია უბრალოდ ამოშრობა და ზედაპირულად წყლით მოწმენდა. თუმცა, თუ ბავშვი ხშირადაა დივანზე, თამაშის დროს ქვეშ შარდავს და ამის შესახებ დიდხანს ვერ იგებთ. ამ დროს სხვა ზომების მიღება ხდება საჭირო.

  • ჩვეულებრივი რბილი სარეცხი გელი წაუსვით ლაქას, 10 წუთით აცადეთ ქაფს გაშრობა და კარგად ჩამოწმინდეთ წყლით დალბობილი ღრუბლით. შემდეგ რამდენიმეჯერ მოწმინდეთ სველი ქსოვილით და ამოაშრეთ.
  • ლაქას წაუსვით წყლისა და სოდისგან დამზადებული ფაფა, გახეხეთ, აცადეთ გაშრობა 10 წუთით და ჩამოწმინდეთ მშრალი ქსოვილით.
  • პერმარგანატის მსუბუქი ხსნარით დაასველეთ ლაქის ზომის ქსოვილი, დააფინეთ დივანზე და ზემოდან დაადეთ ტვრითი. 30 წუთში აიღეთ ქსოვილი და გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. გამოიყენეთ მხოლოდ მუქ შალითებზე.
  • დაწურეთ 1 ლიმონის წვენი, გადაწურეთ, წაუსვით ახალი წვენი ლაქას. 30 წუთში გაიმეორეთ მანიპულაციები. მოათავსეთ ლაქაზე მისი ზომის ქსვოილი და დაადეთ ტვირთი. 30 წუთში კარგად ჩამორეცხეთ ღრუბლითა და წყლით.

როგორ ამოვიყვანოთ ზრდასრული ადამიანის შარდის სუნი

სამწუხაროდ, ასეთ ლაქას უფრო უსიამოვნო და კონცენტრირებული სუნი აქვს. შესაბამისად, მისი ამოყვანა უფრო რთულია.

  • მოამზადეთ 100 მლ ძმრისა და 0.5 ლ თბილი წყლის ხსნარი. შეიარაღდით ღრუბლით, ძველი პირსახოცითა და დროით. მუდმივად ჩაალბეთ ღრუბელი ხსნარში და კარგად მოწმინდეთ მშრალი ქსოვილით. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ან ასე მოიქეცით: ჩაალბეთ ქსოვილი ხსნარში, დააფინეთ იგი ლაქას და დაადეთ 30 წუთით ტვირთი, შემდეგ რამდენჯერმე ჩამორეცხეთ.
  • კარგად გასაპნეთ დიდი პარალონის ღრუბელი საყოფაცხოვრებო საპნით და გაწმინდეთ წყლით დასველებული შარდის ლაქა მყარი ქაფის წარმოქმნამდე. გააჩერეთ ქაფი 15 წუთით და ჩამორეცხეთ წყლითა და ღრუბლით.
  • ლაქას ამოიყვანს სადეზინფექციო საშუალებაც, რომელიც ქლორს არ შეიცავს. აუცილებლად შეამოწმეთ იგი ავეჯის ფარულ ადგილას, გაუფერულება თავიდან რომ აიცილოთ. წინასწარ დაასველეთ ლაქა წყლით. შემდეგ გაზავებული საშუალებით კარგად დაამუშავეთ დივანზე ლაქა და დააყენეთ 40 წუთით. ჩამორეცხეთ წყლითა და ღრუბლით.
  • სუნის მოსაშორებელი ნაყიდი საშუალეებები გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით.

როგორ ამოვიყვანოთ ცხოველის შარდის სუნი

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შარდი ძალიან კონცენტრირებულია და მძაფრი სუნი აქვს. თანაც, ვერც კატა და ვერც ძაღლი ვერ აგვიხსნის, რატომ მოშარდეს დივანზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწრაფად და ეფექტურად მოქმედება, რათა ცხოველები, რომლებიც სუნითა და შეგრძნებებით მოქმედებენ, დივანზე აღარ შარდავდნენ. გარდა ამისა, ამ დროს ცხოველი არამხოლოდ უსიამოვნო არომატს, არამედ ლაქებსაც ტოვებს რბილ ავეჯზე. როგორ მოვიქცეთ?

  • შეიარაღდით მოთმინებით, დროითა და დამცავი რეზინის ხელთათმანებით, აუცილებლად მოამზადეთ და გამოიყენეთ რამდენიმე ხსნარი ერთი-მეორეს მიყოლებით.
  • 3 ს.კ. ძმრისა და 1 ჭიქა თბილი წყლის ხსნარი წაუსვით ლაქას ღრუბლით, კარგად გაწმინდეთ და გამოაშრეთ ფენით.
  • სოდისა და წყლის ფაფით კარგად გაწმინდეთ ლაქა, რომელიც გაანეიტრალებს შარდმჟავას. 20 წუთში მოაშორეთ ფაფა მშრალი ქსოვილით.
  • შეურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ეს მასა წაუსვით ლაქას ისე, რომ გაჩნდეს ქაფი. აცადეთ მას მოქმედება 1 საათით.
  • კარგად ჩამორეცხეთ დამუშავებული ადგილი წყლისა და ღრუბლის გამოყენებით, სანამ ლაქა სრულად არ გაქრება.

არსებობს დასაფრთხობი საშუალებაც, რომელიც კატასა და ძაღლს არ გაუჩენს დივანზე მოშარდვის სურვილს. მაგალითად, მოათავსეთ დივნის დანაყოფებში ციტრუსის ქერქი – მისი არომატი არ იზიდავს ცხოველებს. ოთახში კი სასიამოვნო ლიმონისა და ფორთოხლის არომატი გაჩნდება.

გაწმენდის გარდა, დივნის გამოშრობაცაა საჭირო:

  • ჩართეთ ფენი საშუალო სიჩქარესა და სითბოზე. აშრეთ ნაწილ-ნაწილ, 5 წუთით, არ მისცეთ ელექტრომოწყობილობას გადახურების საშუალება.
  • შეგიძლიათ უთოს გამოყენებაც, მხოლოდ რამე ქსოვილის დაფარებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი