საბოლოო განაჩენი ტარაკანებს: გამოცდილი და ყველაზე იაფი საშუალებები რომელიც თქენს სახლს საიმედოდ დაიცავს.

5109
ფოტო: Nicky.Animals on wikimedia

მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები არაერთხელ შეუწუხებიათ ე.წ. დაუპატიჟებელ სტუმრებს – ტარაკნებს. ეს უსიამოვნო მწერები ბინაში მოულოდნელად ჩნდებიან და მათი თავიდან მოშორება საკმაოდ რთულია. სახლი რაღაცით უნდა დაამუშავოთ.

მაღზიებში უამრავი გელი, პასტა, ფხვნილი თუ აეროზოლია ამ მეზობლებთან საბრძოლველად. რომელი ავირჩიოთ?

ბევრი დიასახლისი ანიჭბს უპირატესობას გელებს. მათ არ აქვთ სუნი, უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის, გამოსაყენებლად მარტივია. იგი უბრალოდ უნდა გამოუშვათ ტარაკნების საყვარელ ადგილებზე: ბნელ კუთხეებში, კარადებისა და პლინტუსების უკან…

აეროზოლები ნაკლები პოპულარობით გამოირჩევა. ზედაპირის დამუშავებისას, არსებობს იმის ალბათობა, რომ თავადაც მოიწამლებით. ბინიდან ამ დროს ყველა უნდა გავიდეს, “მეომარი” კი ნიღბით ან რესპირატორით უნდა მუშაობდეს. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, როცა სახლს გაანიავებთ, შეძლებთ უკან დაბრუნებას.

ყველაზე ეფექტური საშუალებები

Globol

ამ რეიტინგის უპირობო ლიდერია “გლობოლი”. იგი მარტივად გამოიყენება – გელია.

პასტის ღირსებები

  • დიდხანს მოქმედებს;
  • არ იწვევს მწერების შეჩვევას ამ საშუალებისადმი;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს ტარაკნების პოპულაციას.

რეგენტი

ეს პრეპარატი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც პოლიეთილენის პაკეტშია, ან ხსნარს ამპულებში. თავიდან, პრეპარატი ბაღის სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. შემდეგ უცნობმა მომხმარებელმა დაიწყო მისი გამოყენება შინაური მავნებლების წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ტარაკნების დიდი ნაწილი დიდხანს გააქრო.

უპირატესობები

  • საჭიროა მცირე რაოდენობით პრეპარატი მთელი ბინის დასამუშავებლად, არ აფუჭებს ავეჯსა და ხალიჩას.
  • ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
  • მარტივად გამოიყენება.

ნაკლი

  • იგი ტოქსიკურია. იმუშავეთ ხელთათმანებითა და პირბადით. სასურველია, ბინიდან წახვიდეთ.
  • დიდი ხნით არ მოქმედებს – 3 თვეში ტარაკნების გაჩენის ალბათობა ისევ დადგება.

GET

ესაა უნიკალური პრეპარატი ნებისმიერი შინაური მწერის წინააღმდეგ. 1 ფლაკონი უნდა გაიხსნას 10 ლ წყალში. შეაშხეფეთ მთელ ბინას, არ დაგავიწყდეთ ფარული ადგილები. 1 თვეში ყველა ტარაკანი დაიღუპება.

უპირატესობები

  • როგორც კი ტარაკანი წამლის ადგილს მიუახლოვდება, პრეპარატი მასზე იმოქმედებს.
  • ხსნარს სუნი არ აქვს, არაა ტოქსიკური.
  • აქტიურია 6-8 თვის მანძილზე.

მისი ნაკლი მაღალი ფასია, თუმცა ეს ამად ღირს – მომხმარებლების თქმით, ტარაკნები უკან 10 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულან.

დოქლოსი

ესაა ახალი საშუალება მწერებთან საბრძოლველად. შეიცავს სამრეწველო შხამებსა და სატყუარას, რომელიც მავნებელს შორი მანძილიდანაც იზიდავს. ადამიანი ამ სუნს ვერ გრძნობს, ტარაკნებისთვის კი წმინდა შხამია. ორ დღეში ისინი თავიდან მოგწყდებიან. მთავარია, გვამებს ვერ დაინახავთ – მათ მიირთმევენ გადარჩენილი ინდივიდები, რის შემდეგაც თავადაც იწამლებიან.

უპირატესობები

  • მოსახერხებელია გამოსაყენებლად – საშუალება დგუშის სახით იწარმოება.
  • პრეპარატი დიდხანს ძლებს ბინაში, რაც მის ეფექტს ზრდის.
  • ეკონომიურია – განმეორებით დამუშავებას არ საჭიროებს.
  • ადამიანისთვის არაა ტოქსიკური.
  • არ აქვს სუნი.
  • ეფექტურია დიდი რაოდენობით მავნებლის წინააღმდეგ.

მისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ მწერები გელს ეჩვევიან, ამიტომ სხვა პროდუქტებით უნდა ანაცვლოთ.

Combat

ეფექტური საშუალება ტარაკნებისგან თავდასაცავად. ესაა სატყუარები დისკების სახით. შხამის შეჭმის შემდეგ, ტარაკანი დანარჩენებსაც აინფიცირებს. ორ კვირაში ისინი გაქრებიან. ეფექტი 3 თვეს გასტანს. სატყუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამოყენების სიმარტივის გამო.

უპირატესობები

  • აბსოლუტურად არატოქსიკურია.
  • მოსახერხებელია.
  • არ იწვევს შეგუებას.

თუმცა, პრეპარატი ვერ უმკლავდება დიდი რაოდენობით მავნებელს.

დიქლოფოსი

მომხმარებლების თქმით, ესაა საუკეთესო პროდუქტი მავნებლების წინააღმდეგ. იწარმოება სპრეის სახით. თითქმის არ აქვს სუნი. ტოქსიკურია ადამიანისთვისაც.

სპრეი უნდა მოასხათ მწერების შეგროვების ადგილებს.

უპირატესობები

  • უშუალოდ მწერზე მოხვედრისას, ტარაკანი 2 წუთში კვდება.
  • კარგად აფრთხობს მწერებს.

ნაკლი

  • ტოქსიკურობა – ბინის დამუშავებისას, იგი ცოტა ხნით უნდა გაათავისუფლოთ ბავშვებისგან.
  • სწრაფად იწვევს შეგუებას.

ბორის მჟავა

მცოცავი მწერების მოსაშორებლად, წარმატებით გამოიყენება ხელმისაწვდომი საშუალება – ბორის მჟავა.

ბინაში მიმოაბნიეთ ასე მომზადებული ბურთულები: მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გაფცქვენით. მისი გული დაჭყლიტეთ ჩანგლით, შეურიეთ მჟავას, დაამზადეთ ბურთულები თითებით. მცოცავები ამ გემრიელობას მიირთმევენ და იღუპებიან. პროცედურის დროს აუცილებელი პირობაა ბინის სისუფთავე და მუდმივი დალაგება.

უპირატესობა

  • უსაფრთხოა.
  • მისაღები ფასი აქვს.

მისი ნაკლია ის, რომ უმკლავდება მცირე რაოდენობით მავნებელს.

თქვენ გაქვთ გამოცდილება ამ კუთხით? გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები სხვა მომხმარებელს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს