თურქული ლიმონათი ანტალიის კაფის რეცეპტით

1175

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შინაურული ლიმონათი თურქული რეცეპტით. მისი მომზადება რთული არაა, ხოლო გემოთი მთელი ზაფხული და შემოდგომა გაგახარებთ.

გვგონია, რომ ერთ რეცეპტზე გაჩერება ცოტაა, ამიტომ სტატიის ბოლოს კიდევ რამდენიმე მასალას გთავაზობთ. დამეთანხმეთ, გამაგრილებელი სასმელებში არჩევანში მრავალფეროვნებას მნიშვნელობა აქვს.

როგორ გავაკეთოთ შინაურული ლიმონათი

თურქული ლიმონათი

ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი (მინერალური, უგაზო)
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი
  • 0,25 მსხვილი ფორთოხალი
  • 100 გრ შაქარი

მომზადება:

1. ცხელ წყალში დაამატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა, მეოთხედი ფორთოხალი, მთელი ლიმონის წვენი და 0,25 ფორთოხლის წვენი.

2. ახლა ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ, რომ შაქარი გადნეს. სასმელი მაცივარში შეინახეთ. ლიმონათს რაც უფრო დიდხანს ჩააცივებთ, ცედრა მით უფრო კარგ გემოს მოგცემთ.

3. ლიმონათი საწურში გადაწურეთ, რომ ცედრის წვრილი ნაწილები მოიშოროთ. სასმელის ცივი და კარგი გემოთი ისიამოვნეთ.

სულ ეს იყო. მარტივი რეცეპტით ნამდვილად გასაოცარ სასმელს მიიღებთ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. გთავაზობთ ლიმონათის კიდევ 2 რეცეპტს, რომლებიც მცხუნვარე ზაფხულში არანაკლებ გამოგადგებათ.

მარწყვის ლიმონათი

ინგრედიენტები:

  • 400 გრ თხევადი თაფლი
  • 1700 მლ წყალი
  • 450 გრ მარწყვი
  • 350 მლ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
  • ყინული

მომზადება:

  1. თაფლს 1,5 წყალი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ყუნწებ მოშორებული და გარეცხილი მარწყვი დაუმატეთ და დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  2. ლიმონის წვენი და დარჩენილი წყალი დაუმატეთ. აურიეთ. სასმელი ყინულებით სავსე მაღალ ჭიქაში ჩაასხით.

ლიმონათი კოჭით და ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 100 გრ შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • 2-3 სმ კოჭის ნაჭერი
  • 0,5 კონა პიტნის ფოთლები
  • 250 მლ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
  • ყინული

მომზადება:

  1. ქვაბში 120 მლ წყალი ჩაასხით და შაქარი დაუმატეთ. სიროფი ზომიერ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ მთელი შაქარი არ გადნება. შემდეგ დაჭრილი და გასუფთავებული კოჭის ნაჭრები და პიტნა დაუმატეთ. ყველაფერს აურიეთ და ცეცხლი გამორთეთ.
  2. გაგრილებული სასმელი საწურით გადაწურეთ, წყალი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ და ყინულით სავსე ჭიქებში გადაანაწილეთ.

ლიმონათი მშვენიერია იმით, რომ ასეთი სასმელი დასასვენებლადაა. მათი ინგრედიენტებიც კი ზაფხულს გვახსენებს და სხვადასხვა ფერებით სავსეა. როგორც ხედავთ, ლიმონათის მომზადება ბევრ დროს და ძალას არ წაგართმევთ, ხოლო შედეგი ოჯახის ყველა წევრს გაახარებს. რა თქმა უნდა, ლიმონათი ყოველთვის მოიმარაგეთ. ლოდინი, როდის გაცივდება, ეს ხომ ხანგრძლივი პროცესია.

მზიანი დღეები თითქმის ზენიტს აღწევს და ჩვენ თქვენთვის ბევრი საინტერესო რამ გვაქვს: რეცეპტები, რჩევები აგარაკისთვის, ტესტები და ბევრი სხვა. ასე რომ, თუ სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებთ, არ იდარდოთ! „პაპარაცი“ თქვენს გვერდითაა.

ასევე შემოვინახეთ ვიდეო სპეციალურად მათთვის, ვისაც რაღაც სიახლის გაგება იუთუბიდან უყვარს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს