ბევრმა არ იცის, რომ ებრაელებს თავიანთი ჰოროსკოპი აქვთ. ჩვენმა რედაქციამ ეს სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა და გადაწყვიტა, ცოდნა თავისი მკითხველისთვისაც გაეზიარებინა. საინტერესოა, რა მნიშვნელობა ენიჭება ზოდიაქოს ნიშნებს ებრაულ ჰოროსკოპში. ეს ძველი ხალხი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა სიბრძნით, ამიტომ, დიდი ალბათობით, ნიშნების აღწერა ძალიან ზუსტი იქნება. დროა, შევამოწმოთ.
ზოდიაქოს ნიშნების მნიშვნელობა
-“კარგი ჰოროსკოპი გზამკვლევი ვარსკვლავივითაა – ყოველთვის სწორ გზას გიჩვენებს” – ამბობს ებრაული სიბრძე. იქაური ჰოროსკოპი ნამდვილად საინტერესოა. აქ ხომ თითოეული ნიშანი კონკრეტულ თვეზე აგებს პასუხს.
ცეცხლის ნიშნები
ვერძი – ნისანის თვე
ის, ვისაც გაუმართლა და ქვეყანას ვერძის ნიშნის ქვეშ მოევლინა, გამბედავი და მტკიცე ადამიანია. იგი ყოველთვის მზადაა იბრძოლოს და ბოლომდე მივიდეს. სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის გვხვდება ყველაზე ხშირად ნამდვილი გამარჯვებულები, ჯიუტები და თავდაჯერებულები.
ლომი – ავის თვე
ებრაული ჰოროსკოპის თანახმად, მხოლოდ ლომები იღებენ ენერგიას მზისგან და მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. შესაძლოა, ეს ნიშანი სწორედ ამის გამო თვლის, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. თავდაჯერებული არამხოლოდ საკუთარ თავში, არამედ თავის შესაძლებლობებშიც, არ ერიდება ამ შეგრძნების სხვებთან დემონსტრირებას. მოითხოვს პატივისცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აუხსნელ რამეებს გააკეთებს.
მშვილდოსანი – კისლევის თვე
თუ ოდესმე ერთბაშად ბევრი ოპტიმისტი გაჩნდა, ეს ნამდვილად კისლევის თვეში მოხდა. მშვილდოსანი ყოველთვის დადებითადაა განწყობილი, ამიტომაც უამრავი საქმე აქვს. უყვარს მოგზაურობა და ახლის აღმოჩენა. თუმცა, ხანდახან ზედმეტად უდარდელია, რაც სხვადასხვა დამოკიდებულებაში გადაიზრდება ხოლმე. ხშირად, იგი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხდება.
მიწის ნიშნები
კურო – იარის თვე
კუროში ერთბაშად ორი არსება ბუდობს. ერთი მხრივ, ესაა პასუხისმგებლიანი და თვითკმაყოფილი ადამიანი, თუმცა მეორე მხრივ – მგრძნობიარე ბუნება, რომელიც რომანტიკასა და მზრუნველობას ითხოვს.
ქალწული – ელიულის თვე
იგი იდეალური წესრიგისკენ მიისწრაფვის, არეულობას მწყობრიდან გამოჰყავს. ქალწულის ყოფაცხოვრება ყველასათვის ნამდვილი მაგალითი უნდა იყოს. გასაკვირი არაა, რომ ეს ნიშანი ცხოვრებაშიც სიფრთხილითა და სანდოობით გამოირჩევა, შეგიძლიათ, მას თამამად დაეყრდნოთ.
თხისრქა – თევეთის თვე
აი, თხისრქა კი თავს კარგად მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძნობს, როცა სხვებისთვის სარგებელი მოაქვს. ვიღაცაზე ზრუნვის აუცილებლობა მათი ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა. ამიტომაც, თუ თხისრქა ოჯახს შექმნის, ეცდება, გააკეთოს ყველაფერი – შესაძლებელიც და შეუძლებელიც, ოღონდ მისი საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად.
ჰაერის ნიშნები
ტყუპები – სივანის თვე
ინტელექტუალები, რომლებიც ინფორმაციის ნამდვილ ფასს საზღვრავენ. ისინი მუდმივად ინტერესდებიან ახალი საქმიანობით, ხან ერთს ეჭიდებიან, ხან მეორეს. მათ უჭირთ ერთ საქმეზე მუდმივად გაჩერება, მუდმივად ძებნაში არიან. მათთვის ყოველი დღე შეიძლება დაუჯერებლად განსხვავებული იყოს.
სასწორი – თიშრეის თვე
სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლები მიაჩნია ებრაულ ჰოროსკოპს ყველაზე მერყევებად.თუმცა, მათი მუდმივი ცვალებადობა ასე უბრალოდ კი არ ხდება. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებისას, სასწორი რამდენიმე საინტერესო გზას ხედავს, ამიტომაც დიდხანს წონის, საუკეთესოს ამოსარჩევად. კამათში სასწორი არასდროს დაიცავს ერთ-ერთი მხარის ინტერესს, რადგან მაშინვე აღიქვამს ორივეს არგუმენტების სისწორეს.
მერწყული – შვათის თვე
ნამდვილი მეამბოზე, რომელიც ვერ იტანს სისტემაზე მორგებას. იგი მუდმივად არღვევს ბრბოს, მთელი მსოფლიოს შესაცვლელად. მერწყულებს შორის დიდი რაოდენობით გვხვდება სწავლული ან სოციალური მუშაკი. თანაც, ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაძლევენ დიდი იმედის დამყარების საბაბს. ხშირად, მათ გზაზე მთავარი წინაღობაა არა გარე, არამედ შინაგანი ფაქტორები. სწორედ საკუთარ თავთან ბრძოლა უშლის მას ხელს ოცნებების ახდენაში.
წყლის ნიშანი
კირჩხიბი – თამმუზის თვე
მას ყველაზე მეტად სჭირდება ზრუნვა, სიყვარული და ერთგულება. კირჩხიბისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გარშემო მხოლოდ კარგი ადამიანები ჰყავდეს. “ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა” – ამას კირჩხიბი ამბობს. იგი ზედმეტად მიჯაჭვულია სახლსა და ოჯახზე, ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ოჯახის ყველა წევრი უსაფრთხოდ იყოს და არაფერი აკლდეთ.
თევზები – ადარის თვე
მგრძნობიარე და გულჩვილი ნიშანი კარგი ინტუიციითაა დაჯილდოებული. თევზები ყოველთვის სერიოზულად უდგება თავის საყვარელ საქმეს, რომელიც ცოტათი მაინც აძლევს გულის გადაყოლების საშუალებას. გარეგნულად ძალიან მშვიდია, თუმცა გულში შეიძლება ნამდვილ დრამებს განიცდიდებს. ეს იმიტომ, რომ ეს ნიშანი ნებისმიერ პრობლემას ღრუბელივით იწოვს, ემოციების გამოშვება კი საკმაოდ უჭირს.
მორიელი – ხეშვანის თვე
მას უყვარს ყველაფრის გაკონტროლება, მაშინაც კი, თუ საქმე ახლობლების პირად ცხოვრებას ეხება. აქვს სიყვარულის უნარი, თუმცა არც სიძულვილის უნარი აკლია. თითქმის ვერასდროს პატიობს წყენასა და ღალატს. ამასთან, მორიელი ყოველთვის ნიჭიერ ადამიანებს შორის უნდა ეძებოთ – ამ ნიშნის წარმომადგენლებში ხშირია ექიმი, ფინანსისტი, ბიზნესმენი.
საინტერესო იყო ზოდიაქოს ნიშნების ებრაული მნიშვნელობის გაგება. თუმცა, იქაურ და ჩვეულებრივ ნიშნებს შორის დიდი განსხვავება ვერ დავინახე. ალბათ, საქმე ისაა, რომ ყველაფერი, რაც ადრე სწორი იყო, დღესაც სწორია.