როგორ გავიკეთოთ მასაჟი სწორად ყურის იმ წერტილებზე რომელიც მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი.

1524

ჩინური მედიცინის თანახმად, ჩვენს სხეულზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, რომლებზე ზემოქმედებაც ამსუბუქებს ტკივილს, გვაფხიზლებს და გვიმაღლებს განწყობას.

რეფლექსოლოგიის ჩინელი სპეციალისტები გამოყოფენ ყურის ნიჟარის ზონას, რომელზეც მრავალი ნერვული დაბოლოება გადის, ისინი კი ყველა შინაგან ორგანოსთან და სხეულის სხვა ნაწილებთანაა დაკავშირებული.

დღეს ჩვენი რედაქცია მიგასწავლით 5 გასაოცარ წერტილს ყურზე, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ მომენტში შეძლებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ტკივილის მოშორებას.

ყურის მასაჟი

1. თავის ტკივილის დროს

ყურის ბიბილოს ზედა და ნიჟარის ქვედა ნაწილზე მდებარეობს თავის სხვადასხვა ნაწილთან დაკავშირებული წერტილები. ამ წერტილების სტიმულაციით გათავისუფლდებით საფეთქლების, კეფის ან თვალის ტკივილების, შაკიკისა და თავბრუსხვევისგან.

პირველ რიგში, იპოვეთ სამუშაო წერტილი, დაჭერისას, აქ ყველაზე მეტად გეტკინებათ. შემდეგ რითმულად დააჭირეთ ფრჩხილის წვერით 7-10-ჯერ, მეტჯერ საჭირო არაა. თუ თავის ტკივილი მარჯვნივაა ლოკალიზებული, იმოქმედეთ მარჯვენა ყურზე, შესაბამისად – მარცხენაზე.

2. სიმძიმე კუჭში

ყურის ნიჟარის შუაში მდებარე წერტილი უკავშირდება კუჭსა და საკვების მონელებას. გულძმარვა? ზედმეტის ჭამა? კუჭის ან ნაწლავის ტკივილი? შინაგანი დისკომფორტი? დაიზილეთ ეს წერტილი, პროფილაქტიკის მიზნითაც.

3. ზომიერზე ძლიერი მადა

ბიბილოს ზემოთ, ყურისა და ყბების გადაბმასთან არსებული პატარა ბორცვი მოიცავს წერტილს, რომელიც მადაზე ახდენს გავლენას. მასზე ზემოქმედებით, ჭარბი წონის მოშორებას შეძლებთ. ხშირად, მას კუჭის ზონასთან ერთად ასტიმულირებენ.

4. სტრესი და ნერვული დაძაბულობა

სტრესი და ნერვული დაძაბულობა დიდი ხნის წინ იქცნენ ჩვენს ერთგულ მეგზურებად. დამშვიდებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული წერტილის დაზელა, ის კი ყურზეა მოთავსებული.

ეს წერტილი თავის ზონასთან ერთად შეგიძლიათ დაიზილოთ. რამდენიმე წუთში იგრძნობთ, როგორ ქრება დაძაბულობა და ჩნდება ძალების მოზღვავება.

5. მენსტრუალური ტკივილები

არსებობს ისეთი წერტილიც, რომლის სტიმულირება ეფექტურია მცირე მენჯის პრობლემების დროს. მისი დაზელა გვეხმარება მენსტრუალური ტკივილების შემცირებაში. ყურის ნიჟარის ამ ადგილას ორი წერტილი მდებარეობს და მათი მასაჟი შეიძლება პროფილაქტიკის სახითაც, მტკივნეული შედეგის გამოსარიცხავად.

იცოდით ამ წერტილების შესახებ? ოდესმე მიგიმართავთ მსგავსი მეთოდისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს