ოთახის მცენარეები სახლს ამდიდრებენ ჟანგბადით და ინტერიერის დიზაინერულ გადაწყვეტილებად იქცევიან. არსებობს მცენარეთა უამრავი სახეობა, მათ შორის, ლამაზები და უპრეტენზიოებიც. სანამ რომელიმე ლამაზ ვაზონს შეიძენდეთ, უნდა გაარკვიოთ არამხოლოდ ის, თუ როგორ უნდა მოუაროთ მას, არამედ ისიც, ავნებს თუ არა იგი ცხოველებსა და თავად პატრონს. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რომელი მცენარეები უნდა გქონდეთ სახლში, ხოლო რომელი უნდა მოიშოროთ მალევე.
რომელი მცენარეები უნდა დავდგათ სახლში
- დრაცენა, რომელსაც “იღბლიან ბამბუკსაც” უწოდებენ, ნეგატივს პოზიტივად გარდაქმნის. გარდა იმისა, რომ ეს მცენარე უპრეტენზიოა მოსავლელად, მისი გაზრდა არამხოლოდ ნიადაგში, არამედ კოლბაში ან ლარნაკშიც შეიძლება, თუ წყალს ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოცვლით.
- ფიკუსს მშვიდი ენერგეტიკა აქვს და სახლს ბედნიერებით ავსებს. იმ სახლში, რომელშიც ფიკუსი იზრდება, ადგილი არაა კამათის, ჩხუბისა და სიბრაზისთვის. მთავარია, ფიკუსი ორპირ ქარში არ გააჩეროთ, დადგით თბილ ადგილას და ზომიერად მორწყეთ.
- გერანი არამხოლოდ ჰაერს წმენდს და მისგან ჭარბ ტენს იწოვს, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ენერგეტიკას საცხოვრებელში და აძლიერებს ოჯახურ ბედნიერებას.
- ბეგონია შთანთქავს ტოქსინებს, გვეხმარება დეპრესიისა და სტრესის დროს. ეს ყვავილი ხსნის გაღიზიანებას, ზრდის სახლის ბინადრების შრომისუნარიანობას. ბეგონიასთან ერთად, სახლში ყოველთვის ჰარმონია და ბედნიერება იქნება.
- ჰაერის საუკეთესო გამწმენდია ქლოროფიტუმი. ამ მცენარის მიხედვით, მარტივად გაიგებთ, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი სახლში, რადგან იგი სწრაფად ზრდას იწყებს. იგი გავსებთ კარგი განწყობით და არ აძლევს კამათს გამწვავების საშუალებას.
რომელი მცენარე არ უნდა დავდგათ სახლში
- ბონსაის ხე პოპულარული აღმოსავლური მცენარეა, რომელიც საშინაო ინტერიერის დეკორაციად იქცევა. მიუხედავად ამისა, ხე იზიდავს ნეგატიურ ვიბრაციებს, რის გამოც სახლის ბინადრები სრულყოფილად შეიგრძნობენ ჰარმონიას.
- ჰორტენზია ლამაზი ყვავილია, რომელიც სახლში არ უნდა იქონიოთ, განსაკუთრებით, თუ მარტოხელა გოგონა ხართ. ჰორტენზია ხელს უშლის სახლში სიყვარულის გაჩენას და იზიდავს მარტოობას.
- ნებისმიერი ხვიარა მცენარე არაა ოთახისთვის განკუთვნილი. ეს მცენარე, რომელსაც აგრესიული მამაკაცური ენერგეტიკა აქვს, უარყოფითად მოქმედებს სახლზე. ასეთ სახლში მამაკაცი თავს ცუდად იგრძნობს, თვალი კარისკენ ეჭირება. მაგალითად, სურო იკვებება ცხოვრებისეული ძალით, ოპტიმიზმითა და სულიერი ჯანმრთელობით. ასეთი მცენარეები გარეთ დადგით. გარდა ესთეტიკური სიამოვნებისა, ხვიარა მცენარეები სახლისთვის ნეგატიური ენერგიის წინაღობად იქცევა.
- შესანიშნავი იასამანი თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევს, თუმცა მისი ტოტების სახლში შეტანა არ შეიძლება. ეს მცენარე ნეგატივისა და ცუდი ენერგეტიკის მაგნიტად იქცევა. იასამნის დარგვა ბაღშიც კი არაა რეკომენდებული, რამდენადაც იგი ანადგურებს ჰარმონიულ ურთიერთობებსა და სიმშვიდეს სახლში.
- შროშანი ლამაზი ყვავილია, თუმცა შინ არაფერი ესაქმება, განსაკუთრებით საძინებელში. იგი ძალას გართმევთ და, სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, გამოყოფს ნახშირორჟანგს და შთანთქავს ჟანგბადს.
იმედია, თქვენს სახლში ჰარმონია და სიმყუდროვე სუფევს. ამას ხელს უწყობს სწორი მცენარეები, თუ მათ სწორად მოუვლით. შესაძლოა, არ უნდა ენდოთ ცრურწმენებს, თუმცა, აუცილებელია იმაში დარწმუნდება, რომ მცენარე საცხოვრებელში პრობლემებს არ შექმნის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს