ვერძების 9 მიმზიდველი თვისება, რომელიც მას განსაკუთრებულ ადამიანად აქცევს.

0
1336

ხშირად ისე ხდება, რომ ვერძის ენერგიას და ვნებას არასწორად იგებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რაზეა საუბარი: სპორტი, კარიერა, ურთიერთობა – ვერძს ნებისმიერი რამ გულთან ახლოს მიაქვს და აგვარებს.

რა თქმა უნდა, ნეგატივის გარეშეც არ არსებობს. მაგალითად, ზედმეტი იმპულსურობა შეიძლება მაღალ ტონებში არასასურველ საუბარში გადაიზარდოს. უფრო მეტიც, ზოგიერთს თავის შეკავება არ შეუძლია, რაც ხშირად დაუფიქრებელ ქმედებებს იწვევს. საბოლოოდ, ჩვენ საქმე გვაქვს ვნებიან პიროვნებასთან, რომელზეც დღეს დეტალურად გიამბობთ.

რას ელოდება ვერძი

1. ძალა და დამოუკიდებლობა

ვერძი ტიპიური მარტოხელაა. ეს თვისება მას აუტსაიდერად არ აქცევს, პირიქით, შინაგანი ტემპის გამო სხვები ვერ ეწევიან. ამ ნიშანს ყველაფრის თავისებურად გაკეთება უყვარს და რაც სხვა ადამიანებთან მის არსებობას ხშირად ხელს უშლის.

მათ შინაგანი ზრდის პრობლემები აწუხებთ, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ, რადგან ამ სიტუაციაში სხვა არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

2. გულწრფელობა

პირდაპირობა ვერძის კიდევ ერთი შესანიშნავი თვისებაა. იმის მიუხედავად, ქალია თუ კაცი, ვერძი გულწრფელი და ბოლომდე გახსნილი იქნება. სიცრუე და პირმოთნეობა მისთვის მიუღებელია.

არანაირ ცენზურას არ აღიქვამს და მას ტყუილის ნაწილად მიიჩნევს. დაუმუშავებელი ქვის მსგავსად ეს ნიშანი ხელოვნურ ბზინვარებას არ იღებს, ხოლო შინაგანი სილამაზეს აფასებს.

3. ემოციური გულახდილობა

უამრავი კომპლიმენტის გაცემა და თუნდაც უცნობი ადამიანის გახალისება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად სჯერა იმის, რასაც ამბობს.

მედლის მეორე მხარე – ადამიანების კრიტიკა, რომელთანაც ვერძს მტრობა აქვს. იქ, სადაც სხვები ჩუმდებიან, ვერძი პირს არ დახურავს. თავისთავად, ეს ყველას არ მოსწონს.

4. მგრძნობიარე შინაგანი სამყარო

თუ ვერძს პრობლემაზე დაფიქრების დრო აქვს, ყველაფრის უსიტყვოდ მოგვარების შანსი არსებობს. ოღონდ მხოლოდ შანსი. ცხოვრებისეულ გზაზე მოულოდნელი დაბრკოლება ვერძს ნერვიულობას აიძულებს და ზოგჯერ ძალიან თავშეუკავებელია.

მსგავსი რამ ხდება, თუ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს გააბრაზებთ.

5. ურთიერთობის ვიწრო წრე

ვერძს ურჩევნია იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც დიდი ხანია იცნობს. ახალი ნაცნობობა მარტივად არ გამოდით. სამაგიეროდ ნაცნობი ხალხისგან კრიტიკას უფრო მარტივად აღიქვამს.

თუ ვერძი ახალ ნაცნობში მონათესავე სულს იპოვის, ასეთი ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

6. სამსახურის ერთგულება

ვერძი სამსახურში ძალიან კარგია. ამასთან მას კარიერისტს ვერ უწოდებთ. პროფესიის მიუხედავად საქმეში მაქსიმალურ ძალისხმევას დებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნიშანი თვითსრულყოფილებას აფასებს. მას ამქვეყნად რაღაცის დატოვება ნამდვილად სურს, თუ ასე შეიძლება გამოვხატოთ.

7. ძალადობის მიუღებლობა

ხმამაღალი სიტყვების მიუხედავად, ვერძს ვინმესთვის ზიანის მიყენება არ სურს. უხეში ბუნების გამო უბრალოდ თავს ვერ იკავებს.

როგორც ცნობილია, სიტყვებს ჭრილობის მიყენება შეუძლიათ. სხვათა შორს, მსგავსი პრობლემა მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშანს არ აქვს.

8. ინტელექტუალური დომინირება

უზარმაზარი შინაგანი რესურსის გამო, რომელსაც ეს ნიშანი თვითგანვითარებაზე ხარჯავს, სხვები მის ფონზე მკრთალად გამოიყურება. ხმამაღალი შენიშვნა კი ასეთ ადამიანთან ურთიერთობის სურვილს საერთოდ დაგიკარგავთ. ბუნებრივია, ასეთი დახასიათება ამ ზოდიაქოს ნიშნის ყველა წარმომადგენელს არ შეეფერება, მაგრამ აქ მაინც უფრო ხშირად გვხვდება.

კარგია თუ ცუდი, თავად გადაწყვიტეთ.

9. კარგი მეხსიერება შეგრძნებებზე

მათ თვალთახედვის არედან პატარა დეტალები ხშირად რჩებათ. სამაგიეროდ მიყენებული წყენა ან გაღიზიანება ტვინში სამუდამოდ რჩებათ. სწორედ ასეთ დახასიათებას შეეფერება სიტყვა „გულღვარძლიანი“.

აი, მხოლოდ ვერძს კარგად ახსოვს როგორც სიკეთე, ასევე ბოროტება. თუ ვინმემ დახმარებაზე უარი უთხრა, თუნდაც ძალიან დიდი ხნის წინ, ვერძი მას სათანადო სამაგიეროს გადაუხდის.

ვერძი საკუთარ თავს არ ღალატობს და მისი ხასიათი ერთნაირად ვლინდება დროის, ადგილის და ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად. ვერძი ქორწინებაში მეორე ნახევარზე შენიშვნების მიცემას გააგრძელებს ისე, როგორც ოფიციალურ კავშირამდე და პროფესიის მიუხედავად სამსახურში მაქსიმალური შედეგის მიღებას კვლავ ეცდება. ასეთია, ვერძი!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი