ადრე გადიოდა ასეთი გადაცემა „ტკბილი ისტორიები“, სადაც რუსეთში საკონდიტრო ხელოვნების ჩემპიონი ალექსანდრ სელეზნევი საავტორო რეცეპტებს და მომზადების საიდუმლო ხრიკებს გვიზიარებდა.
თუ დესერტების მომზადება ჩვენსავით გიყვართ, „პაპარაცი“ ალექსანდრ სელეზნევის კიდევ ერთ ტკბილ ისტორიას გაგიზიარებთ. ამჯერად გთავაზობთ პეროგს გარგარის ფხვიერი ცომით და არაჟნის შიგთავსით.
გემრიელი გარგარის პეროგი
ცომის ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 200 გრ კარაქი
- 2 კვერცხი
- 50 გრ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1/3 ჩ/კ მარილი
- ½ ვანილის პაკეტი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 500 გრ გარგარი
- 400 გრ არაჟანი (15% ცხიმიანი)
- 2 კვერცხი
- 1 ვანილის პაკეტი
- 150 გრ შაქარი
- 40 გრ სახამებელი
მომზადება:
1. თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი და რბილი კარაქი აურიეთ. კოვზით ერთგვაროვანი ნაფშვენის მიღებამდე აურიეთ.
2. მეორე თასში 2 კვერცხი ჩატეხეთ, 50 გრ შაქარი, ნახევარი პაკეტი ვანილი და 1/3 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. სათქვეფელათი აურიეთ.
3. კვერცხის მასას ფქვილი და ზეთი დაუმატეთ. წებოვანი ფხვიერი ცომი მოზილეთ.
4. ცომი 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
5. ამ დროში 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა მოამზადეთ. ფორმის ძირში ქაღალდის პერგამენტი ჩააფინეთ, ცომი მოათავსეთ და მაღალი გვერდები გაუკეთეთ.
6. ცომის ზემოთ მწიფე უკურკო გარგარის ნახევარი მოათავსეთ.
7. ზემოდან დასასხმელად არაჟანი, შაქარი, კვერცხი, სახამებელი და ვანილის შაქარი აურიეთ. სათქვეფელათი აურიეთ, რომ გოროხები არ შეიქმნას.
8. პეროგის საფუძველს ეს თხევადი მასა დაასხით და ღუმელში შედეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ და კიდევ 20 წუთით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
9. გაგრილებას დაელოდეთ და ფორმიდან მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ.
10. ფხვიერი გარგარის პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!