სახლის გენერალური დალაგება საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ხშირად, მასზე მთელ დღესაც ვხარჯავთ ხოლმე. სწორად შერჩეული აღჭურვილობა დალაგებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობისას ნამდვილი დამხმარე შეიძლება იყოს. სახლისთვის ორთქლმწმენდის არჩევა კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც მხოლოდ საწმენდი საშუალებების გამოყენებასაა მიჩვეული.
როგორ გამოიყენება ორთქლმწმენდი
მაშინაც კი, თუ საუბარი მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებაზეა, ორთქლმწმენდის გამოყენების სპექტრი საკმაოდ ფართოა. სამზარეულოში იგი უბრალოდ შეუცვლელია, რამდენადაც ცხელი ზეთი, ცხიმები და სხვაგვარი ჭუჭყი, დროთა განმავლობაში, ქვავდება კარადებსა და სხვა ზედაპირებზე. თუ მოწყობილობას შეიძენთ, საჭირო აღარ იქნება ამ ჭუჭყის ჩალბობა ცხელი წყლითა და აქტიური საწმენდი კომპონენტებით. ორთქლით დამუშავება ეფექტურია
- სამზარეულოს ქურის,
- სამუშაო და სახარში ზედაპირების,
- მიკროტალღური და საცხობი ღუმელის,
- ნიჟარისა და ფილების,
- ჭურჭლისა და ინსტრუმენტების კარადების საწმენდად.
ორთქლმწმენდი არანაკლებ გამოგადგებათ საძინებელსა და მისაღებშიც, სადაც, როგორც წესი, რბილი ავეჯია განთავსებული. ძვირადღირებული ქიმწმენდის გარეშე, დივნები, საწოლები, ლეიბები, სავარძლები, ბალიშები, საწოლის თეთრეული და ხალიჩები რომ გაწმინდოთ, საკმარისია ცხელი ორთქლით დამუშავება. იგი არ ტოვებს სითხეს, რომელიც ნესტიანობასა და ლპობას იწვევს.
საპირფარეშოებში, საშხაპე კაბინებსა და აბაზანებში ასეთი დამუშავება იქ არსებული ბაქტერიების 99%-მდე რაოდენობას გაანადგურებს. მისი დახმარებით, მარტივად და მოხერხებულად გაწმენდთ უნიტაზს, ნიჟარას, მილებს, კედლებსა და იატაკს. ჰაერის ჰიპოალერგიული გაწმენდის ფუნქციით აღჭურვილი მოდელები შესანიშნავად უმკლავდება ბავშვის სათამაშოების სველ წმენდას.
ორთქლმწმენდის სახეობები
ხელის ორთქლმწმენდი
ყველაზე პოპულარულია ხელის კონსტრუქციები. ასეთი მოწყობილობის არჩევა ნიშნავს საიმედო დამხმარის შეძენას ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის, რომელიც წარმატებით დაამარცხებს ჭუჭყის ნებისმიერ ტიპს.
ეფექტურად აშორებს ყველაზე ძველ ცხიმიან ლაქებსაც კი, ავეჯისა და სამზარეულოს მოწყობილობების ზედაპირზე. მისი დახმარებით შეიძლება სანტექნიკის, კაფელის გაწმენდა, ხალიჩების დეზინფექცია, ტანსაცმლის დაორთქლვა და სხვ. ასეთი კონსტრუქციები გამოირჩევა მცირე წონით, თუმცა, არც ავზის მოცულობაა დიდი. სამაგიეროდ, წყალი სწრაფად ცხელდება და აღწევს ორთქლის მდგომარეობას. ნაკრებში, ჩვეულებრივ, რამდენიმე თავაკია, მათ შორის, სპეციალური დაბოლოება ფანჯრების გასაწმენდად, შლანგები და საზომი ჭიქები.
იატაკის ორთქლმწმენდი
ასეთი სახეობა ჩვეულებრივ მტვერსასრუტს ჰგავს, თუმცა, უფრო ეფექტურია სველი დალაგებისთვის. თავიდან, ეს კონსტრუქცია გამოიგონეს იატაკის დეზინფექციისთვის, საავადმყოფოს კორპუსებში. ამიტომ, ჩვეულებრივ, მათ ისინი ყიდულობენ, ვინც საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებით ალაგებს სახლს. გამწმენდის თავი ცხელი ორთქლის მიმართული ნაკადის გამოდევნას უზრუნველყოფს, ასე შეძლებთ დიდი მონაკვეთებისა და უმნიშვნელო ნაპრალების დამუშავებასაც.
ორთქლის მაღალი ტემპერატურა ებრძვის მიკროორგანიზმებსა და ბაქტერიებს, სტაფილოკოკებს, პარაზიტების კვერცხებს, ტკიპებსა და ჩრჩილის ჭუპრებს. ამ მოწყობილობით, სველი დალაგება არამხოლოდ დაბინძურებას აწმენდს, არამედ გააუმჯობესებს ოთახში ჰაერის ხარისხს. ორთქლის ნაკადი ნახევარ მეტრამდე აღწევს, რაც საშუალებას იძლევა, ეფექტურად დაამუშავოთ რთულად მისაწვდომი ადგილებიც კი. მოწყობილობა შეუცვლელია ასთმატიკებისა და მტვრისადმი თუ ცხოველის ბეწვისადმი მომატებული მგრძნობელობის პაციენტებისთვის.
მრავალფუნქციური ორთქლმწმენდი
ასეთი მოწყობილობა, ჩვეულებრივ, პროფესიონალური მიზნებით გამოიყენება, მისი ფასისა და მრავალი ფუნქციის გათვალისწინებით. იგი არამხოლოდ წარმოქმნის ორთქლს გაცხელებული წყლისგან, არამედ წმენდს ჰაერს ოთახში, ასევე, აგროვებს კონდენსატს, რომელსაც ორთქლი წარმოქმნის. ყველა არსებული დაბინძურება ლიკვიდირდება სითხის შეგროვებისა და დამუშავებული ხსნარის ცალკე ავზში გადასვლის ხარჯზე.
ასეთი მოდელები გათვლილია სარეცხი კონცენტრატის მიწოდების შესაძლებლობისთვისაც. იგი აშორებს კირის ნადებსაც კი, რომელიც ამდენ დისკომფორტს უქმნის დიასახლისს დალაგებისას. ასეთი მოდელის გამოყენების სფერო არ იზღუდება მხოლოდ სველი დალაგებით. იგი წმენდს რბილ ავეჯს, ფანჯრებსა და სარკეებს, ამიტომაც უწოდებენ უნივერსალურს.
რას მივაქციოთ ყურადღება ორთქლმწმენდის არჩევისას
ავზის მოცულობა
საყოფაცხოვრებო ორთქლმწმენდი არ გამოირჩევა ტევადი ავზით, რამდენადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვეულებრივ, მათი ავზის მოცულობა 1.5-5 ლიტრამდე მერყეობს, რაც სავსებით საკმარისია ბინის ან სახლის სველი დალაგებისთვის.
თავაკები
სპეციალური თავაკები და ჯაგრისები მნიშვნელოვნად აფართოებს პოტენციურად შესრულებული დავალებების სპექტს. ჩვეულებრივ, ისინი გამოიყენება
- ქსოვილის ნაკეთობების დასამუშავებლად;
- ფანჯრების საწმენდად;
- იატაკისა და კედლის ზედაპირების საწმენდად;
- ხალიჩების, რბილი შალითებისა და საბავშვო სათამაშოების გასაწმენდად.
გარდა ამისა, მწარმოებლები ინტერნეტ-მაღაზიებში გვთავაზობენ დამაგრძელებელი მილების, მიმწვრის საწინააღმდეგო საფენების, მრგვალი საფხეკი ჯაგრისების, მიკრობოჭკოვანი ხელსახოცების, ორთქლის ტურბოჯაგრისის, მცირე ზომის თავაკებისა და სხვა მრავალფეროვანი აქსესუარის შეძენას.
ორთქლის წნევა
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ შეძენამდე. რაც უფრო მაღალი იქნება იგი, მით უფრო გამანადგურებელი მოქმედება ექნება მოწყობილობას დაბინძურებაზე. საყოფაცხოვრებო ჭუჭყისა და ნადების ეფექტურად მოშორებისთვის, საკმარისი იქნება 3.5-4 ბარი. 4.2 ბარის მაჩვენებელს საკმაოდ ხშირად შეხვდებით ხელის მოდელებზეც კი.
ტემპერატურული რეჟიმი
მოწყობილობას უნდა შეეძლოს წყლის 100 გრადუსამდე გაცხელება, რადგან ეს აუცილებელი პირობაა ცხელი წყლის ორთქლად გადაქცევისთვის. მოდელების უმრავლესობა 130-135 გრადუსზე მუშაობს. 170 გრადუსზე მიღწევისას, დამცავი ჩამრთველი ავტომატურად ამოირთვება.
ორთქლის ქვაბის მასალა
ჩართვამდე, ამ ჭურჭელში წყალი უნდა ჩაასხათ. ამ ელემენტის დასამზადებლად, ჩვეულებრივ, მწარმოებლები ალუმინს ან ფოლადს იყენებენ. ალუმინის ნაკეთობა კარგია საშინაო პირობებისთვის, რადგან ეს მეტალი უფრო სწრაფად ხურდება და არ აჩენს ნადუღს.
დამატებითი ფუნქციები
მოწყობილობის ფუნქციონალი მეტწილადაა დამოკიდებული მის კომპლექტაციაზე, თავაკების რაოდენობასა და მსგავს აქსესუარებზე. სამუშო ავზის ტევადობა, ჩვეულებრივ, 150 მლ და მეტია. ყველაზე პატარა მოდელები მცირე ზომის ჩაიდანს ან უთოს მოგაგონებთ. დამატებით ფუნქციებს შორის გამოვყოფთ ჰაერის წმენდისა და დატენიანების ფუნქციას. ზოგიერთი მოდელი გათვლილია წყლის ჩამატებისთვის, უშუალოდ დალაგების პროცესში.
გამოყენების ფართო სპექტრისა და მრავალფუნქციურობის წყალობით, ნებისმიერი ორთქლმწმენდი მოწყობილობა დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში.