რომელია შენი ნიშანი და რა ბედი გელით ინდიელების ჰოროსკოპის მიხედვით.

4930

ჩვენი დაბადების თარიღი მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს. აქ ახალი არაფერია. აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ჩვეული ზოდიაქალური ჰოროსკოპის გარდა, კიდევ ერთი არსებობს. ძველად სწამდათ, რომ თითოეულ ადამიანს მართავს გარკვეული ცხოველი, რომელიც მას ზებუნებრივ ძალებს ანიჭებს.

თქვენი ცხოველის განსაზღვრა დაბადების თარიღის მიხედვით შეიძლება. „პაპარაცი“ ძველი ჰოროსკოპის 12 ცხოველის და ადამიანის ხასიათზე მათი გავლენის შესახებ გიამბობთ.

ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღით

1. წავი (20.01 – 18.02)

ადამიანები, ვისი თანამგზავრიც წავია, ძალიან მომთმენი, შეუპოვარი და მოწესრიგებულია. მისი ნიჭი ყოველთვის ამბიციასთან კომბინაციაში გვხვდება. ის გულმოდგინე თანამშრომელია. უპატივცემულობას და ძალიან ეშმაკ ადამიანებს ვერ იტანს, რადგან თავად ძალიან ერთგულია.

წარმატებული დღე – სამშაბათი, რიცხვი – 19, ბედნიერი ფერი – იისფერი, ამიტომ ინტერიერსა და გარდერობში დაამატეთ.

2. მგელი (19.02 – 20.03)

ის ძალიან დამოუკიდებელია და მარტოობაში ყოფნა უყვარს, თუმცა თავად მშვენიერი მეოჯახეა. მას უბრალოდ ფიქრისთვის პირადი სივრცე სჭირდება. გულწრფელი და გულუხვია, ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვის, მაგრამ ამისთვის ეშმაკობას და ტყუილს არ მიმართავს. სხვა ხალხში ამპარტავნობას და თაღლითობას ვერ იტანს.

კარგ დღედ ითვლება ოთხშაბათი, ბედნიერი რიცხვი – 3. წარმატება წითელ ფერს მოაქვს.

3. შავარდენი (21.03 – 19.04)

იმ ადამიანის თვისებები, ვის ცხოვრებასაც შავარდენის სული თან დაჰყვება – მიზანდასახულობა, ნებისყოფა და გონებამახვილობა. მისი გონების სიმკვირცხლე გამაოგნებელია. ის ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიულია. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ხელს მარტივად კიდებს და ყველა საქმე ბოლომდე მიყავს. ნელი და ზარმაცი ხალხი არ უყვარს.

ბედნიერი რიცხვია 21, ხოლო დღე – პარასკევი. შავ ფერს წარმატება მოაქვს.

4. თახვი (20.04 – 20.05)

თახვის მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანი ნაზი, მეგობრული და კეთილმოსურნეა. მას თბილი საღამოები უყვარს და ახლობლებთან ურთიერთობას ძალიან აფასებს. თანაგრძნობა და უანგარო დახმარება შეუძლია. უხეშ ადამიანებს და ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულ ადამიანებს ვერ იტანს, რადგან თავად ცოცხალ ურთიერთობას აფასებს. მათ შორის ინტროვერტები იშვიათად გვხვდება.

ხელსაყრელი დღე ორშაბათი, წარმატებული რიცხვი 18, ბედნიერი ფერი – ნაცრისფერი.

5. ირემი (21.05 – 20.06)

მთავარი თვისებები: ენერგიულობა, მოძრაობა და სიფხიზლე. ძალიან რისკიანი, შეუპოვარი და მამაცია. კარიერაში ხშირად დიდ წარმატებას აღწევს, რადგან სწრაფად მოქმედებას მიჩვეულია. ცოტა ფეთქებადია. მოშურნე, აბუჩად ამგდები და მატყუარა ხალხი მასთან საერთო ენას ვერ იპოვის.

ბედნიერი დღე სამშაბათი, რიცხვი 11 ბევრ კარგ მომენტს უკავშირდება. წარმატებას თეთრი ფერი იზიდავს.

6. კოდალი (21.06 – 21.07)

კოდალის თანამგზავრ ადამიანები ძალიან კარგ ინტუიციას ფლობენ და ძალიან გონიერები არიან. მას კარგი ანალიტიკური აზროვნება აქვს და კარგი ფსიქოლოგია. ძალიან მიზანდასახული და ჯიუტია, რაც ხშირად მის წინააღმდეგ მოქმედებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ უცხო ხალხს შინაგან სამყაროში არასდროს უშვებს. საკუთარი პერსონის მიმართ უპატივცემულობას და ტყუილს არ აღიარებს.

ბედნიერი დღე – კვირა. წარმატება რიცხვს 29 მოაქვს. ყურადღება ღვინისფერს და წითლის ყველა შეფერილობას მიაქციეთ.

7. ორაგული (22.07 – 21.08)

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ყოველთვის დროს ფეხს უწყობს და კარგ გემოვნებას ფლობს. ის შემოქმედებითი, ჭკვიანი და ეშმაკია. ბიზნესსა და პოლიტიკაში დიდი სიმაღლეების მიღწევა შეუძლია, რადგან სხვებთან საერთო ენას ნახულობს და მათ ფიქრებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ყველაფერში წესრიგი და ამქვეყნიური პრობლემები არ უყვარს.

ხელსაყრელი დღე – ხუთშაბათი, წარმატება რიცხვს 6 მოაქვს. ბედნიერების მოზიდვაში ფირუზისფერი დაგეხმარებათ.

8. დათვი (22.08 – 21.09)

ამ ადამიანის ძლიერ მხარეებს შორის გამოიყოფა მიზანდასახულობა და სითამამე. ვნებიანი, მკაცრი და ძალიან თავმოყვარეა. ის ან ბეჯითად შრომობს ან ძლიერ ზარმაცობს. ოქროს შუალედი არ აქვს. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში საკმაოდ პრეტენზიული და მომთხოვნია.

საბედისწერო გადაწყვეტილება სჯობს ორშაბათობით მიიღოთ. წარმატებული რიცხვი – 23, ბედნიერი ფერი – ნარინჯისფერი.

9. ყვავი (22.09 – 22.10)

ყვავი ამ ადამიანს მახვილი გონებით, იუმორის გრძნობით და შეუპოვრობით აჯილდოებს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ძალიან სამართლიანია და სხვებს ერთი სიტყვით უგებს. საკმაოდ გულუხვია, მაგრამ არა მფლანგველი. ყოველთვის ცდილობს ბევრი გამოიმუშაოს და ყველაფერი სახლში მოაქვს. ვერ პოულობს საერთო ენას ადამიანებთან, ვისაც დრამა უყვარს და მეწვრილმანეა. ასევე ვერ იტანს, როცა მას მაღალ მოთხოვნებს უყენებენ.

ყველაზე ხელსაყრელი დღე – შაბათი, წარმატებული რიცხვი – 14. ყველაზე შესაფერისი ფერი – ლურჯი და მისი ყველა შეფერილობა.

10. გველი (23.10 – 22.11)

სიბრძნე, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ვნება – ამ თვისებებით აჯილდოებს გველი მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. თითოეული მათი ნაბიჯი კარგად მოფიქრებულია, თუმცა გარედან ძალიან სწრაფად მოქმედებს. საკმაოდ მოძრავია და ახალ მდგომარეობას ადვილად ეგუება. მუხთლობასა და უხეშობას ვერ იტანს.

კარგი დღე ახალი საქმის დასაწყებად – ოთხშაბათი, რიცხვი – 9. ყველაზე შესაფერისი ფერი მწვანე.

11. ბუ (23.11 – 21.12)

ბუს ძალიან იდუმალი ბუნება აქვს და ძალიან მიმზიდველია. ეს ხალხი ძალიან ამბიციური და მებრძოლია. ყოველთვის ბევრს ფიქრობს, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. საკმაოდ ნელია. ჭორები არ უყვარს და სხვადასხვა ინტრიგებში არასდროს მონაწილეობს. ძალიან მეოჯახე და ეკონომიურია.

წარმატებას ყავისფერი იზიდავს. ხელსაყრელი დღე – პარასკევი, რიცხვი – 17.

12. ბატი (22.12 – 19.01)

მშვიდი, ნაზი და ფიქრიანი ბუნება. შესანიშნავი მეოჯახეა. მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. მეგობრულია, მაგრამ ადამიანებს გულს იშვიათად უშლის. მისი საუკეთესო მეგობრები ნათესავები არიან. უხეშ და ზარმაც ხალხს ვერ იტანს.

ბედნიერი დღე – კვირა. წარმატება მოაქვს 12–სს, ყველაზე შესაფერისი ფერი – ყვითელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს