რის გვერდით არ უნდა დარგოთ ვაშლის ხე, რომ არ გახმეს

6767

საკუთარ ბაღში ყოველთვის გვსურს ბევრი ხილის ხე და რამდენიმე ბოსტნეულის კვალი გვქონდეს. ხილის ხე, ყვავილები და ბოსტნეული მიწიდან არა მხოლოდ ზრდისთვის აუცილებელ ვიტამინებს იღებენ, მათ გარკვეული ნივთიერების გამოყოფა შეუძლიათ. ამრიგად, მცენარემ მის მეზობელ მცენარეზე შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონიოს. ბაღში მოსავლის რაოდენობა არა მხოლოდ სათანადო მოვლაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ სად დარგავთ ამ ხეს.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ სად ღირს ვაშლის ნერგის დარგვა და რომელი მცენარეების მეზობლობას თავი უნდა აარიდოთ. საერთოდ, ვაშლს უფრო ბევრი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი, ამიტომ ამ პატარა სიის დამახსოვრება ადვილია.

ვაშლის ნერგის დარგვა

  1. ვაშლი ცირცელის ან შოთხვის გვერდით არ დარგოთ. მათზე ბუზები და ცირცელის ჩრჩილები ხშირად ბინადრობენ. მათ ვაშლის ნაყოფის განადგურება შეუძლიათ.
  2. კარტოფილი ზრდის დროს მიწიდან მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს იღებს. თუ ვაშლს მის გვერდით დარგავთ, ის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს ვერ მიიღებს. ხე უბრალოდ გახმება.
  3. ვაშლის დარგვა წიწვოვანი ხეების ახლოს კარგი იდეა არაა. წიწვოვანი ხეები ზრდის პროცესში ნიადაგში ფისს გამოყოფენ, რომელიც ნაკვეთზე სხვა ნერგების განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ.
  4. ბალის ფესვების სისტემა ძალიან ძლიერია, ამიტომ უფრო სუსტი ფესვების მქონე მცენარეებს ავიწროებს. ასე რომ ახალგაზრდა ვაშლი ალუბლის გვერდით სჯობს არ დარგოთ.
  5. ვაშლის არასასურველ მეზობლად ითვლება ატმის და ალუბლის ხე. ისინი, ვაშლისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფად იზრდებიან, ამიტომ მიწიდან უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებებს აიღებენ.
  6. გარგარის ხე ნიადაგში ტოქსიკურ ნივთიერებას გამოყოფს, რომელიც მეზობელ მცენარეებს ზიანს აყენებს. ვაშლი მგრძნობიარე ხეა, ამიტომ მისთვის მეგობრული მეზობელი უნდა შეარჩიოთ.

ვაშლის მეზობლად შეგიძლიათ ბევრად მეტი მცენარე დარგოთ, რომელთან ერთად თანაცხოვრება შეუძლია. მაგალითად, ქლიავი, ხურტკმელი ბაღში ვაშლთან ერთად კარგად თანაარსებობენ. ბოსტნეულიდან შეგიძლიათ დარგოთ კიტრი, ყაბაყი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული, რომელთაც ფესვები ძლიერ განვითარებული არ აქვთ.

თუ ვაშლის ირგვლივ ხახვს და ნიორს დარგავთ, ისინი მავნებლებს დააფრთხობენ. მის ქვეშ შეგიძლიათ დარგოთ ბოლოკი, რეჰანი, კამა. ვაშლის მეზობლად კარგად იზრდება ბაბუაწვერა, რომელიც ვაშლის სწრაფად დამწიფებას ხელს უწყობს. მომაბეზრებელი მწერები რომ მოიშოროთ, ვაშლის ირგვლივ ხავერდის კლუმბები დარგეთ.

თუ ბაღში დიდი ადგილი არ გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკვეთი ცარიელი უნდა გქონდეთ. უბრალოდ ბაღის კულტურები შეარჩიეთ, რომლებიც ვაშლის გვერდით კარგად მეზობლობენ. როგორც ხედავთ, არსებობენ მცენარეები, რომლებიც ვაშლის ნერგებს მავნებლებისგან იცავენ და უხვ მოსავალს ხელს უწყობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს