საიდან ჩნდება თეთრი ნადები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და როგორ მოვაშოროთ იგი

512

ეს სტატია განიხილავს უსიამოვნო სიტუაციას, რომელსაც კარგად იცნობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ბევრი მფლობელი. ხშირად, რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, ჭურჭელზე რჩება უჩვეულო თეთრი ნადები. სტატია გააანალიზებს ასეთი გავრცელებული პრობლემის მიზეზებს და წარმოგიდგენთ გამოცდილი სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლებიც ამ ნადების მოშორებაში დაგეხმარებათ. ასეთი რჩევების გათვალისწინება საშუალებას მოგცემთ, გამოასწოროთ პრობლემის გამომწვევი ყველა მიზეზი.

რატომ ჩნდება ნადები ჭურჭელზე და როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა

პრაქტიკის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა რეცხვის შემდეგ თეთრი ნადები რჩება, არსებობს გარკვეული მიზეზი, რომელიც გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს. პრაქტიკულად, ყოველ ჯერზე გვიწევს ჭურჭლის ხელახლა გარეცხვა, რითად ვკარგავთ ძვირფას დროს და, რაც მთავარია, არავითარი გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ ამჯერად ჭურჭელი ნორმალურად გაირეცხება. გარდა ამისა, გვაწუხებს ის აზრით, ხომ არ დაზიანდება თავად მანქანა.

ამიტომაც, აუცილებელია საკითხში საფუძვლიანად გარკვევა. სპეციალისტები საუბრობენ ასეთი ნადებისა და ლაქების რამდენიმე, ყველაზე სახასიათო და გავრცელებულ მიზეზზე.

სარეცხი საშუალების დაბალი ხარისხი ან არასწორი დოზა

დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში, გარეცხილ ჭურჭელზე თეთრი ნადების გაჩენაზე პასუხისმგებლობას იღებს გამოყენებული სარეცხი საშუალება. ეს შედეგი მისი დაბალი ხარისხით ან არასწორი დოზითაა განპირობებული, ამიტომ:

  1. შეარჩიეთ სარეცხი საშუალება ყურადღებით, არ მიენდოთ მხოლოდ რეკლამებსა და გაუგონარ ბრენდებს. ამისთვის, წინასწარი კონსულტაციები დაგჭირდებათ. მაგალითად, ხანდახან, უხარისხო საშუალებას ყიდულობენ დაბალი ფასის გამო, თუმცა არ ფიქრობენ იმაზე, რომ მისი დაბალი ხარისხი დაუყოვნებლივ აისახება მანქანის შრომისუნარიანობასა და ჭურჭლის რეცხვის ხარისხზე.
  2. რეცხვის პროცესის დაწყებამდე, ყურადღებით გაეცანით მანქანისთვის გამოყენებული სარეცხი საშუალების ინსტრუქციას და მტკიცედ, ყოველგვარი გადახრის გარეშე, შეასრულეთ ის, რაც წერია. ამ ორი პირობის შესრულება მინიმუმამდე დაიყვანს ჭურჭელზე თეთრი ნადების გაჩენის ალბათობას.

გამოყენების წესის დარღვევა

ხშირად, ავტომატური რეცხვის შემდეგ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭელზე ლაქებს იმიტომ ტოვებს, რომ რეცხვის პროცესის დროს დაირღვა ტექნიკის გამოყენების წესები. წესებიდან, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გადახრა არღვევს მანქანის ფუნქციურ მოქმედებას, რაც უარყოფითად ისახება გარეცხილი ჭურჭლის ხარისხზე და მასზე თეთრ ნადებს დატოვებს. გარდა ამისა, წესების ასეთი დარღვევა გამოიწვევს მანქანის მწყობრიდან გამოსვლას და მოითხოვს ძვირადღირებულ შეკეთებას ან საერთოდ არ დაექვემდებარება მას.

შესაბამისად, კარგი იქნება, თუ გულდასმით წაიკითხავთ ინსტრუქციას  და არ იმოქმედებთ თქვენს ჭკუაზე, პრობლემური საკითხების შემთხვევაში კი მიმართეთ სპეციალისტებს.

სიხისტის სენსორის დაზიანება

ხშირია ისიც, რომ ჭურჭელზე ნადები სიხისტის სენსორის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება. მუშა მდგომარეობაში, იგი გატყობინებთ ჭურჭლის სარეცხად გამოყენებული წყლის სიხისტის შესახებ. თუ წყალი ხისტია, მასში დიდი რაოდენობითაა ისეთი მძიმე მეტალები, როგორებიცაა მაგნიუმი და კალციუმი, ასევე, მსგავსი არასასურველი ელემენტები. სენსორმა მკაფიოდ უნდა აღიქვას ეს მაჩვენებელი, რამდენად გამოსადეგია წყალი რეცხვისთვის, და თუ სენსორი გაფუჭებულია ან უზუსტ მონაცემებს აწარმოებს, წყალში მოხვედრილი მძიმე მეტალები იშლება და წარმოქმნის მარილებს – სწორედ იმ თეთრ ნადებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.

წყალგაყვანილობის მილებში წნევის დაცემა

ისეც ხდება, რომ ჭურჭლის რეცხვის პროცესში, წყალგაყვანილობაში ეცემა წნევა და აღარ ემთხვევა ჩვეულებრივ, ხელსაყრელ მაჩვენებლებს. ასეთი დაცემა ერთხელ მაინც გახდება თეთრი ნადების გაჩენის ბანალური მიზეზი. გარდა ამისა, წნევის ცვლილებები უარყოფითად აისახება თავად მანქანის ფუნქციონირებაზე და, ზოგიერთი არასასურველი პირობის შემთხვევაში, მანქანის გაფუჭებაც შეუძლია.

იონმიმომცვლელის მწყობრიდან გამოსვლა

კიდევ ერთი არსებითი დაზიანება, რომელიც ჭურჭელზე თეთრ ნადებს აჩენს. ესაა სპეციალური მოწყობილობა, რომლის მიზანია გამოსაყენებელი წყლის დარბილება, თუ იგი ხისტია. ეს მიიღწევა მოწყობილობაში სპეციალური მარეგენერირებელი მარილის დამატებით. სწორედ იგი ანეიტრალებს ხისტ წყალში არსებულ მძიმე მეტალების მარილებს ასე ეფექტურად. თუ იონმიმომცვლელი სხვადასხვა მიზეზით არ მუშაობს, როგორც წესი, ჭურჭელის რეცხვის შემდეგ თეთრი ნადები რჩება. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სპეციალური მარილი მუდმივად უნდა დაუმატოთ განსაზღვრულ დანაყოფში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს