როგორ მოვაშოროთ ზედაპირული და ღრმა ნაკაწრები ხის ავეჯს

0
1341

ნებისმიერი სახლის ძირითად ატრიბუტს წარმოადგენს ავეჯი: კედლები, კარადები, თაროები, მაგიდები, ტუმბოები… ავეჯის ზედაპირზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ნახეთქებისა და ნაკაწრების დანახვა ნამდვილად გულდასაწყვეტი მოვლენაა.

დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოაშოროთ წვრილი და ღრმა დეფექტები ხის ზედაპირიდან, მაქსიმალურად ფრთხილად და შეუმჩნევლად, სპეციალური პროფესიონალური და ხელთ არსებული საშუალებებით.

პროფესიონალური საშუალებები

შტრიხი 

ესაა მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც ხის ავეჯიდან და ლამინირებული მასალიდან დეფექტების მოშორების საშუალებას მოგცემთ.

მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, უბრალოდ საჭიროა შესაფერისი ფერის შერჩევა: შეანჯღრიეთ ფლაკონი და წაუსვით რამდენიმე ფენად პრობლემურ ადგილას. უფრო ხარისხიანი ეფექტის მისაღებად, კიდევ რამდენიმე ფენა წაუსვით. ზედმეტი სითხე მოწმინდეთ ხელსახოცით, გააშრეთ 15 წუთით და გააპრიალეთ ხავერდოვანი ქსოვილით.

ცვილის ფანქარი

ავეჯის ცვილი ოპტიმალური საშუალებაა ბუნებრივ ხეზე, მდფ და დსპ-მასალებზე გაჩენილი ნაკაწრების მოსაშორებლად. შესანიშნავად უმკლავდება ნაკაწრებს ლამინირებულ და პრიალა ზედაპირებზეც.

“მორილკა”

ეს პროფესიონალური საშუალება აშორებს ზედაპირულ დეფექტებს, თუმცა, საღებავებისა და მინანქრებისგან განსხვავებით, არ ავსებს ნაკაწრებს მკვრივი ფერით, არამედ უნარჩუნებს ხეს ტექსტურას, ხის პანელის სტრუქტურაში შეღწევით. ეფექტურად გამოიყურება, თუ შარჩევთ სწორ ფერს, ასევე, ფრთხილად და ლოკალურად წაუსვამთ. ამიტომ, წინასწარ სცადეთ საშუალება ავეჯის შეუმჩნეველ ადგილას, იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ.

ზეთოვანი საპრიალებელი

ეს საშუალება გამოიყენება პოლიურეთანით დაფარული ავეჯის ნაკაწრების აღსადგენად. შესანიშნავად ავსებს დაზიანების ღრუს, ელვარებას უბრუნებს ელვარებას გაპრიალებულ ზედაპირს.

ჯერ კარგად გაწმინდეთ აღსადგენი ზედაპირი მშრალი და სველი ზუმფრის ქაღალდით (ლიმონის ზეთში ჩალბობილი), ასევე, რკინის ნულოვანი ჯაგრისით. შემდეგ დაფარეთ ზედაპირი ზეთოვანი საპრიალებელით და აცადეთ გაშრობა.

ავეჯის საგლესი

ხის საგლესი ის საშუალებაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ არამხოლოდ წვრილ დეტალებს, არამედ ღრმა ნაკაწრებსა და დიდ დაზიანებებსაც.

გამოიყენეთ საშუალება ინსტრუქციისამებრ და გაათანაბრეთ სპეციალური ღრუბლით. შემდეგ გააპრიალეთ დასამუშავებელი ზედაპირი.

ხელთ არსებული საშუალებები

ნიგოზი

გალაქულ ნათელი ფერის ზედაპირზე წვრილ დეფექტებს შესანიშნავად გაუმკლავდება ბერძნული კაკალი. ნაკაწრებს აუჩინარებს თხილის ზეთიც.

აიღეთ კაკლის შიგთავსი და უხახუნეთ დეფექტს არანაკლებ 5 წუთით. მარტივი და სწრაფია. შემდეგ კარგად გააპრიალეთ რბილი ხავერდოვანი ქსოვილით.

მაიონეზი

მცირე ზომის ნაკაწრებს გაპრიალებული ავეჯიდან შესანიშნავად ამოიყვანს მაიონეზი. მასში არსებული ცხიმების მოქმედებით, ხე სივდება და თხელი ნაკაწრები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

ბამბის ჩხირით წაუსვით მაიონეზი ნაკაწრს, მაშინვე მოაშორეთ გარშემო მოფენილი სოუსი. დაელოდეთ გაშრობას და კარგად გააპრიალეთ.

ზუმფრის ქაღალდი

იგი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მხოლოდ წვრილხორკლიანი ქაღალდი გამოიყენოთ წვრილი ნაკაწრების მოსაშორებლად.

დაასველეთ ზუმფარა და დაამუშავეთ ნაკაწრები. კარგად გააპრიალეთ ხავერდოვანი ქსოვილით.

ფერადი ცარცი

მცირე დეფექტების შენიღბვაში დაგეხმარებათ საბავშვო ცარცი (crayon), რომელიც ცვილს შეიცავს. ასე მარტივად შეღებავთ ზედაპირულ ნაკაწრებს, თუ ფერი არ დაემთხვევა – მარტივად წაშლით.

წარბის ფანქარი

კიდევ ერთი არასტანდარტული საშუალება კედლებისა თუ კარადების აღსადგენად. გამოიყენეთ წარბის ფანქარი მცირე ნაკაწრების შესაღებავად. ფანქრის მასალის სტრუქტურა ავსებს მცირე ნაკაქრებს ხის ზედაპირზე. აირჩიეთ შესაფერისი ტონი და ამოავსეთ ნაკაწრები.

ფეხსაცმლის კრემი

ეს მასალა საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი ფერი აირჩიოთ, უფერულიდან შავამდე. სწორი ფერის შერჩევა საკმაოდ მარტივი იქნება. თხევადი თუ ცვილიანი კრემის სტრუქტურა და კონსისტენცია კი საშუალებას მოგცემთ, ამოავსოთ დეფექტები ხის ზედაპირებზე, მოაშოროთ ნაკაწრები ტყავის ავეჯს.

ლიმონის წვენი და ზეთი

მოამზადეთ საშუალება ასე: 1 წილი ლიმონის წვენი და 3 წილი ზეთი კარგად მოურიეთ, უხვად წაუსვით ხის ზედაპირზე ნაკაწრებს და მაშინვე მოაშორეთ ზედმეტი სითხე ხელსახოცით. დეფექტი გაცილებით ნაკლებად იქნება შესამჩნევი.

იოდი ან მანქანის ზეთი

თუ მუქი ფერის ავეჯი გაქვთ, სპეციალისტები გვირჩევენ იოდის ხსნარის ან მანქანის ზეთის გამოყენებას, ზედაპირზე ნაკაწრების მოსაშორებლად.

წაუსვით საშუალება ფრთხილად, ბამბის ჩხირით, ეცადეთ, არ წამოედოთ გარშემო მონაკვეთს. თავად რომ არ დაისვაროთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. ნაკაწრების ამოვსების შემდეგ, მაშინვე მოაშორეთ ზედმეტი საშუალება და გააპრიალეთ.

სანთლის პარაფინი

მცირე ნაკაწრებს ღია ფერის ავეჯიდან მოაშორებთ სანთლის პარაფინით. ჩამოჭერით სანთელი, ხელით კარგად დაზილეთ. დაადეთ ნაკაწრს და მსუბუქი მოძრაობებით შეაზილეთ, ნაკაწრის ამოვსებამდე. გააპრიალეთ.

ყავა

ჩვენი საყვარელი სასმელი ამაშიც დაგეხმარებათ. გალაქული ზედაპირიდან ნაკაწრების მარტივად მოსაშორებლად, მოამზადეთ ფაფა 1 კოვი ყავისა და მცირეოდენი წყლისგან. ბამბის ჩხირით, ფრთხილად, გარშემო მონაკვეთებზე წასმის გარეშე, ამოავსეთ ნაკაწრი ყავის ფაფით.