ლოცვა წმინდა მატრონასადმი ჯანმრთელობისთვის

0
11161

როცა საყვარელი ადამიანი ავადაა, მის გადასარჩენად და მალე გამოსაჯანმრთელებლად ყველაფრის გაკეთება გვინდა. საჯანმრთელო ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ ამას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ლოცვით შეგიძლიათ ითხოვოთ როგორც საკუთარი, ასევე ახლობლების და მეგობრების ჯანმრთელობა. ავადმყოფი ადამიანისთვის შეგიძლიათ ილოცოთ წმინდა მატრონასამდი, რომელიც ადამიანებს ბევრი სერიოზული უსიამოვნებისგან კურნავდა.

„პაპარაცი“ გასწავლით საჯანმრთელო ლოცვას წმინდა მატრონასადმი. უბრალოდ ეს სიტყვები წარმოთქვით.

ლოცვა წმინდა მატრონასადმი ჯანმრთელობისთვის

ადრე თუ გვიან უმეტესობა ჩვენგანი დახმარებას წმინდანებს სთხოვს: ზოგი ლოცვის ძალით პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, ზოგი წმინდანებს სრულ სასოწარკვეთაში მიმართავს. და წმინდანები მათ ეხმარებათ. ჯერ კიდევ ცხოვრებაში მატრონა მოსკოველი დახმარებისთვის უარს არავის და არასდროს არ ეუბნებოდა, ამიტომ მის მიმართ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს.

ეს ერთ–ერთი ყველაზე პატივსაგები წმინდანია რუსეთში. ათასობით ადამიანი მატრონას საფლავს სტუმრობს, მის წმინდა ნაწილებთან რიტუალს ასრულებს და ლოცულობს. წმინდანის მიმართ ლოცვა შეგიძლიათ წარმოთქვათ ნებისმიერ ადგილას: სახლში, სამსახურში ან ეკლესიაში. თუ ავადმყოფობა სერიოზულია, შეგიძლიათ დედა მატრონას წმინდა ნაწილებთან მიხვიდეთ და აქ დახმარება სთხოვოთ. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ, მაშინ დედა მატრონა ნამდვილად დაგეხმარებათ.

„ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო;

დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისაა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა;

განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიხსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლმადიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყვარულისა მოყუასისადმი.

შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაითა ჩუენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათას, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

საუკეთესო ლოცვა ავადმყოფი ადამიანისთვის, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ!

დედა მატრონა ყველას ეხმარება! ნებისმიერი ვინც, დახმარებას სთხოვს, სასურველს მიიღებს. წმინდა მატრონას მიმართ ლოცვა ძალიან ძლიერია. ოღონდ ლოცვას გააზრებულად უნდა მიუდგეთ და იცოდეთ, თუ სინამდვილეში რა გჭირდებათ. ფიქრები სუფთა, თხოვნა კი გულწრფელი უნდა იყოს, მაშინ ლოცვა ნამდვილ სასწაულს მოახდენს.