რა უნდა გააკეთოთ, როცა სარეცხი მანქანა ძალიან ვიბრირებს და ხმაურობს.

18116

დამეთანხმეთ, ზოგჯერ სარეცხი მანქანა ისე ვიბრირებს, თითქოსდა კოსმოსში გაფრენას აპირებს. როგორც წესი, მსგავსი მოვლენა თეთრულის გაწურვის რეჟიმს ახლავს. ძალიან ხმაურიანი და ინტენსიური ვიბრაცია არა მხოლოდ გვაღიზიანებს, არამედ შეიძლება ზიანიც მოგვაყენოს. თქვენ ხომ არ გსურთ ყოველი რეცხვის დროს კედლებსა და ფილებზე ინერვიულოთ.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ახალი სარეცხი მანქანაც ისე ხმაურობს, რომ მისი გამოყენება უბრალოდ არ გვსურს. ამ შემთხვევაში პროცესს ერთი კვირა ვდებთ, შემდეგ კიდევ ერთი კვირით ან უბრალოდ ხელით ვრეცხავთ. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ერთად გავარკვიოთ, თუ რატომ ვიბრირებს სარეცხი მანქანა ძალიან ძლიერ.

პირველ რიგში, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა ინსტრუქციის მიხედვით დაყენებულია. გამოყენების წინ სატრანსპორტო ჭანჭიკები აუცილებლად მოხსენით. რეცხვის დროს ხმაურს სწორედ ისინი ქმნიან.

სარეცხი მანქანის ძლიერი ვიბრაციის და ხტუნვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართავი ამორტიზატორები. მათი მდგომარეობის შემოწმებას მხოლოდ მოწყობილის დაშლით შეძლებთ. სხვათა შორს, ამ დეტალის ახლით ჩანაცვლება საჭირო არაა. საკმარისია, ამორტიზატორებს ძრავის ზეთი წაუსვათ.

სინამდვილეში მოწყობილის ხმაურის და ხტუნვის თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მათი მოშორება. თუ სარეცხი მანქანა ძალიან ინტენსიურად ვიბრირებს, შეამოწმეთ, გამოყენების წესებს იცავთ თუ არა.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სარეცხი მანქანა ძალიან ხმაურიანად ვიბრირებს

აღსანიშნავია, რომ სარეცხი მანქანა მხოლოდ ბრტყელ და მყარ იატაკზე უნდა დადგათ. მისი მდგომარეობა სასურველია დონეებით შეამოწმეთ. თუ მოწყობილობას არა ერთი წელი იყენებთ, რეცხვის დროს მოუსმინეთ. შესაძლოა, ხმაურის მიზეზი გაუმართავი საკისარი იყოს.

ხელოსნის რჩევა: სარეცხი მანქანა სასურველია მითითებულ მაქსიმუმზე ნაკლები წონით დატვირთოთ. ასე მოწყობილობის დატვირთვა და თანმხლები ხმაური შემცირდება. თუმცა თეთრეულის მინიმალურმა რაოდენობამ მანქანის ნახევარი უნდა გაავსოს.

თუ ზემოთ მოცემული რჩევები „მხტუნავ“ სარეცხ მანქანასთან გამკლავებაში ვერ დაგეხმარათ, შეგიძლიათ სპეციალური სილიკონის პირები შეიძინოთ, რომელთაც სარეცხი მანქანის ფეხებს აცმევენ, რომ მათ იატაკი არ გაკაწრონ. თავად მოწყობილობა ზედაპირზე როგორღაც რომ გაჩერდეს, ამავე ფეხებზე ორმაგ სკოჩს ამაგრებენ.

თუ სარეცხი მანქანა ძალიან ძლიერ ვიბრირებს და ხმაურობს, უსიამოვნება არ მოითმინოთ. პრობლემა გადაჭერით. სარეცხი მანქანის ვიბრირება თქვენთვის ნაცნობი პრობლემაა? გაგვიზიარეთ გამოცდილება, როგორ გაუმკლავდით უსიამოვნებას?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს