თევზი შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს და ცილებს, რომლებიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, პროდუქტი კარგი გემოს თვისებებს ფლობს. კვების სპეციალისტები გირჩევენ, რომ თევზი რაციონში აუცილებლად ჩართოთ. მისი მომზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, თუმცა ერთი დეტალი არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გემრიელი და სასარგებლო კერძის მიღება გსურთ.
„პაპარაცი“ სიხარულით გაგიზიარებთ კულინარიულ რჩევებს, რომელიც როგორც მდინარის, ასევე ზღვის თევზის მომზადებას ეხება. შესაძლოა, ზოგიერთი ხრიკი უკვე გამოყენებული გაქვთ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი რჩევების დახმარებით კერძის კიდევ უფრო უკეთ მომზადებას შეძლებთ.
რჩევები თევზის მოსამზადებლად
1. წვნიანში ზღვის თევზის უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაფნის ფოთოლი დაგეხმარებათ.
2. თევზის წვნიანი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ხანგრძლივი და მით უმეტეს ძლიერი დუღილი თევზის გემოს გააფუჭებს.
3. ღუმელი წინასწარ კარგად გაახურეთ, სანამ თევზს გამოაცხობთ.
4. კერძის მზაობის შესამოწმებლად ჩანგლით რბილობი მთავარ ძვალს მოაშორეთ. თუ ადვილად შორდება, ცეცხლიდან გადმოდგით.
5. გაყინული თევზი მოსახარშად მხოლოდ ცივ წყალში ჩადეთ.
6. შესაწვავად ცხიმიანი თევზი (კამბალა, პალტუსი, ორაგული), წვნიანებისა და მოხარშული თევზის მისაღებად – მშრალი თევზი (ფარგა, თინუსი, სტავრიდა).
7. თევზი ტაფას არ მიეკვრება, თუ ზეთს მწიკვ მარილს დაუმატებთ.
8. შესაწვავად მცენარეული ზეთის და კარაქის ნარევი გამოიყენეთ. ასე თევზს ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას მიანიჭებთ.
9. სანამ პატარა თევზს შეწვავთ, მათ ზურგზე რამდენიმე ირიბი ჩანაჭერი გააკეთეთ. ამის შემდეგ არ დაიშლება.
10. თევზი ღუმელიდან ან ცეცხლიდან მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე აიღეთ. იმწამსვე თავსახური ან ფოლგა დააფარეთ. თევზი საჭირო კონსისტენციას მიიღებს, ამასთან ნაზი დარჩება.
11. თუ ქაშაყი იყიდეთ, ის კი ძალიან მარილიანია, ძლიერი ჩაის ნაყენში ჩადეთ. თევზი ასეთი პროცედურის შემდეგ უფრო ნაზი და გემრიელი გახდება.
12. მომზადების წინ თევზი რამდენიმე წუთით მარილიან წყალში ჩადეთ. ასე პროდუქტი მთლიანად დამარილდება და არა მხოლოდ გარედან.
13. თუ თევზს რძეში მოთუშავთ ან გამოაცხობთ, ის ძალიან ნაზი გახდება. პრაქტიკულად, დამახასიათებელი სუნი საერთოდ გაქრება.
14. წითელი თევზი წვნიანი რომ გამოვიდეს, მას მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე ლიმონის ან ლაიმის წვენი დაასხით.
15. თევზის ფოლგაში გამოცხობის წინ უფრო მეტი მარილი (სასურველია, მსხვილი მარილი) გამოიყენეთ, ვიდრე სხვა მეთოდით მომზადების დროს.
თქვენ რომელ ხრიკებს იყენებთ თევზის მომზადების დროს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.