რას ნიშნავს სახის პასტოზურობა და როგორ მოვიშოროთ ის.

0
683

მათთვის, ვინც კოსმეტოლოგთან სიარულს მიჩვეული არაა, „პასტისებრი სახე“ უცნაურად ჟღერს. პირადად, მე, როცა  ამ პრობლემის არსებობის შესახებ გავიგე, ძალიან შევშინდი. შემდეგ საკითხის არსში გავერკვიე და მივხვდი, რომ ამაში კრიტიკული არაფერია.

დღეს „პაპარაცი“ დაგეხმარებათ ამ იდუმალი ტერმინის მნიშვნელობის გარკვევაში. ასევე გიამბობთ, თუ როგორ მოიშოროთ ეს პრობლემა.

პასტისებრი სახე

პასტისებრი სახე სხვა არაფერია, თუ არა კანის ზედაპირის შეშუპების მსუბუქი ფორმა. შეშუპების დამატებითი სიმპტომები შეიძლება იყოს კანის ელასტიკურობის შემცირება, ასევე ზედმეტად ფერმკრთალი კანი.

შეშუპებისგან განსხვავებით პასტისებრი მდგომარეობა მხოლოდ სახის მცირე შესიებაა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ნებისმიერს უჩნდება. თუმცა ამ პრობლემას ზერელად არ უნდა შეხედოთ. ამ შემთხვევაში მცირე შესიება შეიძლება სახის ქრონიკულ შეშუპებაში გადავიდეს.

პასტისებრი სახის გაჩენის ყველა მიზეზს ვერ ჩამოვთვლით. მიზეზი შეიძლება იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე გენეტიკური მიდრეკილება. ამ პროცესზე გავლენას ახდენს კვება, ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი.

ხშირად კანის მსგავსი პრობლემა ხშირი სტრესის ან არასწორი ძილის რეჟიმის შედეგად ვლინდება.

რაც შეეხება ასაკს, 32-37 წლის ასაკში სახის მსუბუქი შეშუპება ხშირად ვლინდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო მშრალი და დაუცველი ხდება როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორების მიმართ.

სახის მსუბუქი შეშუპების კიდევ ერთი მიზეზი წინა მენსტრუაციული სინდრომია. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის (დაახლოებით 600 მლ) შეკავება ხდება.

ამ შემთხვევაში პასტისებრი სახე ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის მოშორებასაც დამოუკიდებლად მარტივად შეძლებთ.

თუ სახის მსუბუქ შესიებას თან ახლავს სიმპტომები (ზემოთ არ აღნიშნული), დაუყონებლივ სპეციალისტს მიმართეთ.

როგორ ვებრძოლოთ პასტისებრ სახს

პასტისებრი სახის საწინააღმდეგოდ მეტნაკლებად ეფექტური მეთოდია თვითმასაჟი და კონტრასტული დაბანა. ამასთან, თვითმასაჟი კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე უნდა გაიკეთოთ, ხოლო დაბანა ჩვევად აქციოთ.

სახის მატონიზირებელი ნიღაბი ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი დამხმარე საშუალება იქნება. ის არა მხოლოდ ზემოთ აღწერილი პროცედურის ეფექტურობას გაზრდის, არამედ სახეს ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს.

სახის მოვლის საშუალებების შერჩევისას შემადგენლობას ყურადღება მიაქციეთ. სჯობს აირჩიოთ შრატები და კრემები, რომლებიც C ვიტამინს შეიცავენ. ის სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას ხელს უწყობს, რის წყალობით შეშუპების და თვალების ქვეშ ჩანთების კვალიც გაქრება.

კანის სიმკვრივის და ელასტიკურობის გაზრდაში დაგეხმარებათ ისეთი კომპონენტები, როგორიცაა კოფეინი, K ვიტამინი და ციტრულინი.

სხვა ყველაფერთან ერთად ორგანიზმში წყლის ბალანსს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო პუნქტზე არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ საერთო განწყობაც არის დამოკიდებული.

ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები პასტისებრი სახის მოშორებასა და კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ!