რა ცვლილებებს ელით ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის მეორე ნახევარში

0
3445

დადგა ნანატრი ზაფხულიც და, თითქოს, 2021 წელი უკვე მოახლოვდა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ 2020 ნაკიანი წელიწადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თან ახლავს უამრავი მოულოდნელი მოვლენა და არსებითი ცვლილებები ცხოვრებაში. იმის გასაგებად, თუ რა სურპრიზებს გვიმზადებს თეთრი მეტალის ვირთხა წლის მეორე ნახევარში, წაიკითხეთ წინამდებარე სტატია.

2020 წლის ზუსტი ჰოროკოსპი

ვერძი

ეს წელი ვერძს უამრავ ახალ ნაცნობსა და შეხვედრას მოუტანს. შესაძლებელია ხანგრძლივი მოგზაურობაც. წლის შუა პერიოდი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება სპორტის დასაწყებად.

კურო

ივნისში კუროებს ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, ამიტომ აუცილებელია ხარჯების მკაცრი კონტროლი. წლის ბოლო გაჩუქებთ საინტერესო პროექტებსა და შემოთავაზებებს.

ტყუპები

წლის მანძილზე, ამ ნიშანს არაერთხელ მოუწევს თავისი ლიდერული თვისებების გამოვლენა. თუმცა, მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, რადგან ვირთხის წელი მათთვის ძალიან ცუდი დროა.

კირჩხიბი

კირჩხიბი განსაკუთრებით კარგად თავს წლის მეორე ნახევარში იგრძნობს, როცა თვითსრულყოფას მიაღწევს. ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა, გაიჩინოს ახალი სამეგობრო წრე, შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.

ლომი

ლომისთვის 2020 წელი, შუა გზაზე მიგდებული საქმეების დასასრულებლად, საუკეთესო დროა. ასევე, ესაა კარგი შესაძლებლობა რაღაც ახლის დასაწყებადაც.

ქალწული

წლის მეორე ნახევარში ჩნდება მატერიალური მდგომარეობის გაძლიერების შესაძლებლობა. ქალწულისთვის, ეს იქნება საკმაოდ მშვიდი წელი, უბრალოდ ამისთვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საჭირო სიტუაციებში და, ზოგადად, დაიცვას დასახული გეგმები.

სასწორი

ეს წელი აღნიშნულ ნიშანს ჰპირდება აქტიურობას, საინტერესო და სასიხარულო მოვლენების ნაკადს. მეორე ნახევარში, სასწორს ელოდება სურპრიზი სასიყვარულო სფეროშიც.

მორიელი

ნიშნისთვის 2020 წელი კარგი დროა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამასთან, აუცილებელია თავდაჯერებულობა და მიზნისკენ წინსვლა.

მშვილდოსანი

წელს ამ ნიშანს ელოდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები. იგი დაეუფლება ახალ უნარებს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები უმნიშვნელოდ მოეჩვენება.

თხისრქა

ამ წლის მეორე ნახევარი დაუგეგმავი მოგზაურობისა და სასიამოვნო სურპრიზების დრო იქნება. ზაფხულის დასაწყისში მოსალოდნელია ძალების დაქვეითება, ამ დროს მნიშვნელოვანია, არ გადაიტვირთოთ უამრავი გეგმითა და პროექტით, უბრალოდ გადადეთ ისინი.

მერწყული

ზაფხული გპირდებათ, რომ იგი არ იქნება უბრალო და უღიმღამო. ამ დროს, მერწყულებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ფინანსებს, შემოდგომა კი დადებითი ცვლილებების პერიოდი იქნება.

თევზები

თევზებისთვის 2020 წლის შუა და ბოლო პერიოდი ნათელი და გაჯერებული იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანია ინიციატივის გამოვლენაც. წარმატება მათ დაემგზავრება, ვისაც ახლის შესწავლის სურვილი აქვს.

აი, ასეთი იქნება 2020 წლის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. რამდენად დამაიმედებელი აღმოჩნდა ჰოროსკოპი თქვენთვის?