შინაურული სასუქით ორქიდეებს მხოლოდ რამდენიმეჯერ მორწყავთ და ყვავილებს ვეღარ იცნობთ.

489

ორქიდეების მოყვარულებმა შესანიშნავად იციან, თუ რამდენად პრეტენზიულია ეს ეგზოტიკური ყვავილი. თითქოსდა, რა სჭირდება ჭაობის მცენარეს ზომიერი მორწყვის და ტორფის სუბსტრატის გარდა? სინამდვილეში ორქიდეას გამოკვება სჭირდება, რადგან ქერქის და ხავსის მიწა ყვავილს ცუდად კვებავს.

სასუქის დამოუკიდებლად მოსამზადებლად ფლორისტები ბანანის ქერქის გამოყენებას გირჩევენ. ის შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, აზოტს და მაგნიუმს – „ოქროს“ ნივთიერებები ყვავილის ჯანსაღი სასიცოცხლო ციკლისთვის. ეს მიკროლემენტები მიწაში დოზირებულად ხვდება და გადაჭარბებით მცენარის შოკს არ იწვევენ. ასეთი სასუქი ორქიდეას ყვავილობის პერიოდში მხარს უჭერს.

ორქიდეას გამოკვება ბანანის ქერქით

ბანანის ქერქიდან სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. გთავაზობთ 3 რეცეპტს.

ბანანის ჩაი

  1. ბანანის ქერქი მზეზე გაახმეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ.
  2. 1 ჩ/კ ბანანის ფხვნილი 200 მლ მდუღარე წყალში დააყენეთ. სითხეს გაგრილება აცადეთ და ფესვების გამოსაკვებად გამოიყენეთ.

ბანანის ქერქის ფხვნილი

  1. ბანანის ქერქი პატარა ნაჭრებად დაჭერით ან ხელით დასერეთ, შემდეგ რბილობით ზემოთ ფორმაზე დააწყვეთ და გაახმეთ.
  2. ქერქი გააგრილეთ და დაფშვენით. ამისთვის საგორავი ან სანელებლების სანაყი გამოიყენეთ.

ბანანის ნაყენი

2 ბანანის ქერქს 2 ლ წყალი დაასხით. 2 დღე დააყენეთ. მარლით გადაწურეთ და 1:1 პროპორციით წყალში გააზავეთ.

ბანანი ორქიდეის ფოთლების მოსავლელად

ბანანის ქერქი შეგიძლიათ ფოთლების გასაწმენდად გამოიყენოთ. ფოთლები ბზინვარებას დაიწყებს და სასარგებლო ნივთიერებებს შეიწოვს.

როგორ გამოვკვებოთ ორქიდეა სწორად

  1. ორქიდეა გამოკვებეთ ზრდის პერიოდში, როცა ახალი ფოთლები ამოდის. სასუქი ყოველი მეორე მორწყვის დროს მიაწოდეთ, ოღონდ დიდი სიფრთხილით. თუ ფოთლების ფორმირების შემდეგ ახალი ფოთლის ამოსვლა იწყება, სასუქის მიწოდება გააგრძელეთ. თუ ფოთოლმა ზრდა შეწყვიტა, სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ.
  2. ორქიდეა ყვავილობის პერიოდში გამოკვებეთ. მნიშვნელოვანია: ეს არ ეხება აყვავილებულ მცენარეს, რომელიც ახლახანს მაღაზიიდან მოიტანეთ. მათ ყვავილობა აცადეთ და სასუქი მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ მიაწოდეთ.
  3. შემოდგომა–ზამთრის პერიოდსა და ზაფხულში ფალენოპსისი ზრდას აფერხებს, ამიტომ თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოკვებეთ.
  4. ავადმყოფი, დასუსტებული და გადარგული ორქიდეას გამოკვება არ ღირს.
  5. მთავარი წესი: ორქიდეა სჯობს არ გამოკვებოთ, ვიდრე ზედმეტად ბევრი სასუქი მიაწოდოთ.

საყვარელი ორქიდეების გამოსაკვებად მარტივი რეცეპტები გამოიყენეთ და მათი ჯანსაღი, ფუმფულა ყვავილებით დატკბით. რა თქმა უნდა, მაღაზიის სასუქი ეფექტური იქნება, მაგრამ არასწორი დოზირებით შეიძლება ყვავილი დააზიანოთ.

შეინახეთ ეს რეცეპტები და კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ თავად როგორ კვებავთ ორქიდეას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს