როგორ გავაკეთოთ ნამდვილი ხმელი ყველი სახლის პირობებში

1558

ხმელი ყველის სახლის პირობებში მომზადება ძალიან მარტივია. თქვენ არ დაგჭირდებათ ქიმოზინი, ძმრის ესენცია ან ლიმონის წვენი. საქმე იმაშია, რომ ხაჭო, რომელიც ყველის მოსამზადებლად გამოიყენება, უკვე ფერმენტირებული რძის პროდუქტია და არაფრის დამატება არ სჭირდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უცხიმო ხაჭო, ყველის შემადგენლობა მკვრივი იქნება და გაცხელების დროს კარგად გადნება. ეს თვისება გამოგადგებათ, თუ მიღებული ხმელი ყველით პიცის ან ყაბაყის მობრაწულის გამოცხობა გსურთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხაჭო
  • 2 ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. ხაჭოს ცხელი რძე დაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით, 10 წუთით აადუღეთ. შემდეგ მასა მარლა გადაფარებულ საწურზე გადაიტანეთ, მარლის კუთხეები შეკარით და შრატი კარგად გაწურეთ.

2. ნარევი თასში გადაიტანეთ, კვერცხი და სოდა დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და აურიეთ. ნარევი ცეცხლზე დადგით და წელვადი მასის მიღებამდე კიდევ 10-15 წუთით ადუღეთ.

3. ყველი ფორმაში მოათავსეთ, ზემოდან სიმძიმე დაადეთ. 8 საათში პროდუქტი მოსახმარებლად მზად იქნება.

ცხარე ყველის მოყვარულებს შეუძლიათ მზადების პროცესში ყველის მასას რამდენიმე კბილი ნიორი, საყვარელი სანელებელი, მწვანილი ან ხმელი პაპრიკის ნაჭერი დაუმატონ. ამით შინაურული ყველის გემო მხოლოდ გაუმჯობესდება! ყველს კარგად შეეფერება რეჰანი, თავშავა, კვლიავი, კამის მარცვლები და ბეგქონდარა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს