სასწორის 13 განსაკუთრებული თვისება, რომელიც უნდა იცოდეთ თუ საუკეთესო მეგობარს ეძებთ.

3456

სასწორი ზოდიაქოს ერთადერთი უსულო ნიშანია, ამიტომაცაა განსაკუთრებული. სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან ყველაზე უკეთ, თუ რას ნიშნავს ჰარმონია. ვერავინ ინარჩუნებს ბალანსს ისე, როგორც სასწორი. ესაა საინტერესო ადამიანთა მფარველი ნიშანი, რომელიც შეიგრძნობს სილამაზეს, აქვს სულის სიმტკიცე და გაუტეხავი ნებისყოფა. და ეს მხოლოდ ისაა, რაც გარედან ჩანს, ამ ადამიანების შინაგანი სამყარო კი გაცილებით მდიდარი და საოცარია.

ჩვენი რედაქცია სასწორს სრულყოფილად გაგაცნობთ, გაგარკვევთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უგებს ყველაზე მეტად ეს ნიშანი, და დაგიმტკიცებთ, რომ ასეთი მეგობარი აუცილებლად უნდა გყავდეთ.

სასწორის ხასიათი

1. საუკეთესოდ ინარჩუნებს ბალანსს

სასწორი სიტუაციას რამდენიმე კუთხიდან უყურებს, ამიტომ, დახმარებისთვის მას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ. იგი ყოველთვის მიილტვის ბალანსისკენ. თავს არაკომფორტულად გრძნობს, როცა გარშემო ნეგატიცია, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი მოაგვაროს და თავი პოზიტიური ადამიანებით შემოისაზღვროს. ამის გამო, სასწორის გარშემო ყოველთვის პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფეროა. მასთან სხვებიც კი უკეთეს ადამიანებად იქცევიან.

2. იგი მარტივად უგებს სხვებს

სასწორი მოსწონს ხალხს, რამდენადაც იგი ნებისმიერ აგრძნობინებს თავს საინტერესოდ და მნიშვნელოვნად. მას აქვს სხვების თანაგრძნობისა და მოსმენის უნარი. მიისწრაფვის იმ ადამიანებთან დაახლოვებისკენ, რომლებიც მოსწონს, ეძებს მეგობრულ ურთიერთობებს. თუმცა, იგი ვერ იტანს ზედაპირულ ადამიანებს და მაშინვე წყვეტს მათთან ურთიერთობას.

3. უყვარს სხვების გაბედნიერება

ამას უმიზეზოდ არ აკეთებს. მოსწონს საჩუქრების ჩუქება, სასიამოვნო სიტყვების თქმა და სხვების გაღიმება. ასე თავს თავადაც  ბედნიერად გრძნობს. მისთვის მეგობრები და ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილას დგანან.

4. იგი ძალიან კეთილია

ესაა ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანი. იგი ყოველთვის მოვა დასახმარებლად, როცა ამის საჭიროება იქნება. თუ ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ, უკეთეს მრჩეველს ვერ იპოვით. იგი გაფანტავს თქვენს შფოთვასა და ეჭვებს.

5. მომხიბლავია

სასწორი შარმის თაიგულია, რომელიც პირველივე შეხედვისას გიყვარდებათ. მას შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო საუბრის წარმართვა და თქვენი გაცინება. მასთან არ მოიწყენთ.

6. გამოუსწორებელი რომანტიკოსი

სასწორს ჭეშმარიტად უყვარს. თუ გაგიმართლათ და ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუყვარდით, დარწმუნებული იყავით: კარგ ხელში მოხვდით! იგი თქვენზე იზრუნებს, ეყვარებით და ყოველდღე დაგიმტკიცებთ ამას.

7. უხერხულ სიტუაციებს მასზე უკეთ ვერავინ უმკლავდება

სასწორი საუკეთესო დიპლომატია. ყველაზე უხერხულ სიტუაციაშიც კი იპოვის გამოსავალს და მარტივად ამოხსნის ყველა უცნაურობას. ამასთან, ამას იმდენად მარტივად აკეთებს, თითქოს არც არაფერი ყოფილა რთული.

8. ძალიან ჭკვიანია

ესაა ნამდვილი ინტელექტუალი. იგი ყოველთვის მზადაა რაღაც ახლისთვის, განვითარებისთვის, მისთვის ინტელექტის ძალა პირველ ადგილას დგას. მას შეუძლია რაციონალურად აზროვნება და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლა.

9. სასწორი ზოდიაქოს ყველაზე ადეკვატური ნიშანია

იმის გასაგებად, თუ რას ვგულისხმობთ, მოვიყვანთ მაგალითს. თუ თავდაყირა დადგომა მოგინდება, სასწორი ამას შენთან ერთად არ გააკეთებს, თუ თავად არ მოისურვებს. თუმცა, არც იმას გეტყვის, რომ გაგიჟდი. აი, ასეთია იგი. მასთან სასიამოვნოა საუბარი, აქვს თავისი მკაფიო აზრი ყველა საკითხზე.

10. სასწორი აფასებს სილამაზეს

იგი ყველაფერში სილამაზეს ხედავს. გარემოსა და ბუნებას აფასებს, უყვარს ხელოვნება, ჩვეულებრივ, ნაკითხი და საინტერესო ადამიანია.

11. მეგობრულია

სასწორი შესანიშნავი მეგობარია. მასზე დაყრდნობა და ნდობა ნამდვილად შეგიძლიათ. იგი მეგობრებს აფასებს და უიშვიათესად ღალატობს. ეს ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის დაგეხმარებათ.

12. სამართლიანობა მისი მეორე სახელია

სასწორისთვის სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იგი არ მოითხოვს სხვებისგან იმას, რისი გაკეთებაც თავად არ შეუძლია. ამიტომ, სასწორისგან შესანიშნავი უფროსი გამოდის.

13. არ უყვარს ერთ ადგილას ჯდომა

მას უჭირს ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, ამიტომ ხშირად მოგზაურობს. დამიჯერეთ, თუ მის ავანტურებს დასთანხმდებით, ცხოვრებას გაიმრავალფეროვნებთ და გაავსებთ გასაოცარი თავგადასავლებით.

უკვე შეგიყვარდათ ზოდიაქოს ეს ნიშანი? ეს გასაგებიცაა. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, სასწორსაც აქვს თავისი ნაკლი, თუმცა, საერთო ჯამში, საინტერესო და კარგი ხალხია. ახლა დროა, იმაზე ვისაუბროთ, თუ ვისთან გამოსდის ამ ნიშანს ურთიერთობა.

სასწორს კარგი ურთიერთობა გამოსდის ცეცხლის ნიშნებთან: ლომებთან, მშვილდოსნებთან, ვერძებთან. მშვიდი სასწორი თავის ცეცხლოვან თანამგზავრზე დამამშვიდებელ ზეგავლენას მოახდენს. მათ საკმაოდ ჰარმონიული წყვილი გამოსდით: სასწორი იცავს თავის ცეცხლოვან მეწყვილეს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან, ხოლო აქტიური და მხიარული პარტნიორი სასწორს არ აძლევს მოწყენის საშუალებას. ვერძი და სასწორი ორი საწინააღმდეგო ნიშანია, მათი ურთიერთობა მარტივი არა, თუმცა საინტერესო ნამდვილად იქნება.

ჰაერის ნიშნების წარმომადგენელი ამავე კატეგორიის სხვა ნიშნებთან ურთიერთობისას იღებს იმას, რაც არ აქვს: გამბედაობას, შეუპოვრობასა და სიახლეებს. ჩვეულებრივ, სასწორისა და ჰაერის სხვა ნიშნების ურთიერთობა წარმატებულია, ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს.

თუმცაღა, ორი სასწორის ურთიერთობას იდეალურს ვერ უწოდებთ. თუ ახალგაზრდობაში მათ თავქარიანი რომანი გააბეს საერთო ინტერესების ნიადაგზე, ხანში შესვლისას ერთმანეთს მხოლოდ გააღიზიანებენ.

რაც შეეხება მიწისა და წყლის ნიშნებს, სასწორს მათთან საკმაოდ უჭირს. სასწორი თავქარიანი და არასერიოზულია, ამ ნიშნების აზრით, ხოლო სასწორი თვლის, რომ ეს ნიშნები მოსაწყენები არიან. კუროების, ქალწულებისა და თხისრქების აზრით, სასწორს არ აქვს ცხოვრებისეული მიზანი, ესე იგი, ამ ნიშნის ადამიანებს სერიოზულად არ აღიქვამენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს