ესაა მარტივი და მოკლე სამადლობელი ლოცვა, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ იკითხოთ:
-“ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო.
გმადლობ შენ, რამეთუ ღირსმყავ მე არა-ღირსი, ზიარყოფად უხრწნელისა ხორცისა, პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა, არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშევ წყარო უკვდავებისა, ცხოველ-მყავ მე მომკვდარი ცოდვითა.
წყალობის მოყვარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დახსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთა.
და ღირს-მყავ მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად, და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.
რამეთუ კურთხეულ ხარ, და დიდებულ უკუნისამდე, ამინ!”
დაე, უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვები!