საბაზისო კოსმეტიკა ზაფხულისთვის: ტოპ 4 პროდუქტი, რომელიც გჭირდებათ

327

ზაფხულში ისე, როგორც არასდროს კოსმეტიკას გადახედვა სჭირდება. საშუალება, რომელსაც ჯერ კიდევ 3 თვის წინ სახეზე ისვამდით, ახლა შეიძლება კანს არ მოუხდეს და დააზიანოს კიდეც.

არსებობს 4 პროდუქტი, რომელთაც ზაფხულში გვერდს ვერ აუვლით. ამის შესახებ იულია დიჰანი, შოუს „ტოპ მოდელი უკრაინულად“ მეორე სეზონის მონაწილე, საუბრობს.

„თამამად გირჩევთ კორეულ კოსმეტიკას, რადგან თავად ვიყენებ. მთავარია – ის ნამდვილად ხარისხიანი და ამასთან იაფია“ – ამბობს იულია.

მზისგან დამცავი კრემი SPF 50+ სახისთვის

როგორც ცნობილია, რუჯი კანს აბერებს. თუ ნაოჭების გაჩენის თავიდან აცილება გსურთ, ზაფხულში SPF 50+ კრემის გარეშე არ გახვიდეთ. სხვათა შორის, შემოდგომასა და ზამთარშიც SPF–ის შემცველი კრემი უნდა გამოიყენოთ, ოღონდ 15-30 ნიშნულით.

პაჩები თვალების ქვეშ

ეს ჯადოსნური საშუალება მხოლოდ 20 წუთში შეშუპებას აქრობს, მუქ წრეებს აღიავებს, ნაოჭებს ასწორებს და დაღლილობის კვალს აქრობს. ამასთან პაჩის დადება დიდ დროს არ წაგართმევთ – დაიკარით საუზმის მომზადების დროს და სასარგებლო საქმიანობა შეუთავსეთ.

გელი წარბებისთვის და ბზინვარე ტუჩსაცხი

ზაფხულში კანს გაწმენდა და დატენიანება განსაკუთრებით სჭირდება, ასე რომ აგრესიული მაკიაჟი დაივიწყეთ. მით უმეტეს, რომ მოვლილი წარბებით და ტუჩებით უფრო უკეთ გამოიყურებით, ვიდრე „საბრძოლო შეღებვით“.

სახის კანი კოსმეტიკის და ტონალური კრემის გარეშე უკეთ რომ გამოიყურებოდეს, მასზე სწორად ზრუნვა არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს