რომელ ყვავილთან ასოცირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი

2365

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მას აქვს გარკვეული თვისებები, პიროვნული ნიშნები, პრეფერენციები და ციფრები, რომლებიც მის ზოდიაქოს ნიშანს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული ყვავილი შეესაბამება. რით შეიძლება გავდეთ თქვენს ყვავილს?

ვერძი: იასამანი

ის ზოდიაქალურ ციკლს ხსნის და როგორც ნომერ 1–ლი ახალი დასაწყისის სიმბოლოა. გაზაფხულზე იასამნის ყვავილობა სიცოცხლის გაღვიძების და მოძრაობის დაწყების ასოციაციებს იწვევს. იდეალური წყვილი ვერძისთვის!

კურო: ყაყაჩო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი სიმშვიდით და შეუპოვრობით გამოირჩევა. მას სილამაზე და ბუნებით ტკბობა უყვართ. კურო ყოველთვის საკუთარ პოზიციებს იცავს (განსაკუთრებით მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში) და პოზიტივს და სილამაზეს ასხივებს – ზუსტად ისე, როგორც ყაყაჩო.

ტყუპები: ჰორტენზია

ფაფუკი და ფერადი ჰორტენზია შესანიშნავად ეთავსება კომუნიკაბელურ და ენერგიულ ტყუპებს. თუ ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის საჩუქრის გაკეთება გსურთ, მას ჰორტენზიას ქოთანი აჩუქეთ. თქვენ ზუსტად წერტილში მოახვედრებთ!

კირჩხიბი: ია

კირჩხიბი ემოციური და მგრძნობიარე ბუნებით არის ცნობილი. ამ სახლის მოყვარულ ნიშანს სიმყუდროვე და კომფორტი უყვარს. თავგადასავლები და ცვლილებები დიდად არ იზიდავს. მას შეეფერება დელიკატური, ნაზი და ელეგანტური ია.

ლომი: მზესუმზირა

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სიყვარულის კუთხით ტყუპებთან კონკურენციის გაწევა მხოლოდ ლომებს შეუძლიათ. ეს ნათელი, პოზიტიური და მომღიმარი ნიშანია, რომელსაც ბედნიერად ყოფნა შეუძლია. მზესუმზირა – ყვავილი, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს იდეალურად შეეფერება. მზესუმზირა ლომივით ძლიერი, ამაყი და მზიანია!

ქალწული: ბაია

ქალწული მშვიდი და თავშეკავებულია, თუმცა მას მორცხვს ვერ უწოდებთ. როგორც კი ახლოს გაიცნობთ, მის მხიარულ ბუნებას დაინახავთ. როგორც სიმმპათიური ბაია, ეს ნიშანი ორგანიზებული, მოვლილია და ნებისმიერ ფონს შესანიშნავად ერგება.

სასწორი: ვარდი

ეს ნიშანი ვარდის ყვავილებს ძალიან ჰგავს. ვარდი, სიყვარულის და ჰარმონიის სიმბოლო, შესანიშნავად ავსებს სასწორის სწრაფვას მშვენიერებისა და სამართლიანობისკენ, ასევე მის მახვილ აღქმას და სიკეთეს.

მორიელი: იორდასალამი

იორდასალამის ყვავილებს უამრავი ფურცელი აქვს. მორიელსაც ათასი ხასიათი აქვს და ის აბსოლუტურად იდუმალი ადამიანივით გამოიყურება. როგორც კი ჩათვლით, რომ ამ ნიშნის პიროვნება გაიცანით, ის სწრაფად სხვა, სრულად არაპროგნოზირებად მხარეს გიჩვენებთ.

მშვილდოსანი: ნემსიწვერა

მშვილდოსანი ძლიერი, დამოუკიდებელი და მშვენიერია როგორც ნემსიწვერა, რომელიც საკმაოდ თვითკმარი და ძალიან უპრეტენზიო ყვავილია. ეს ნიშანი სიცოცხლის და თავგადასავლების მიმართ სიყვარულით არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ნემსიწვერა მის თავისუფლების მოყვარე ბუნებას იდეალურად ასახავს.

თხის რქა: მიხაკი

თხის რქა შეუპოვრობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, მისი შრომის ნაყოფი ძალიან შესამჩნევია და აღფრთოვანებას იწვევს. ეფექტური, მაგრამ თავშეკავებული ყვავილი მიხაკი მის შინაგან ბუნებას და ხასიათს ყველაზე უკეთ აღწერს, ასევე ამ ბეჯით ნიშანს იდეალურად უხდება.

მერწყული: ორქიდეა

ზოგჯერ მერწყული წყნარი და ინტროვერტი ჩანს, მაგრამ ის გასაოცრად ექსცენტრიული და ენერგიულია, როცა ნაცნობების წრეში იმყოფება. გარდა ამისა, ის ჭკვიანია და პრობლემებთან გამკლავება შეუძლია. გარეგნულად მორცხვი, მაგრამ ძლიერი ყვავილი ორქიდეა მერწყულის არსია.

თევზები: დუმფარა

დუმფარა და თევზები, ალბათ, საუკეთესო წყვილია. ეს ნიშანი კრეატიულია, სიმშვიდე და მშვიდი განწყობა, ასევე რომანტიკა და მგრძნობელობა უყვარს. ჯადოსნური დუმფარა ერთმნიშვნელოვნად მისი არჩევანია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს