ყოველდღიური ლოცვა იოანე ნათლისმცემლისადმი ბოროტებისგან თავის დასაცავად.

11749

7 ივლისი დიდებული დღესასწაულია – იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღე! ვულოცავთ ყველა ივანესა და იოანეს, ვუსურვებთ ყოველგვარ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან საშინაო ლოცვას. წავიკითხოთ, ვირწმუნოთ და გვქონდეს უკეთესი ცხოვრების იმედი.

დღეს ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ძლიერი ლოცვის ტექსტს იოანე ნათლისმცემლისადმი, ბოროტებისგან თავდასაცავად, რომელიც უნდა წარმოთქვათ არამხოლოდ დღესასწაულზე, არამედ ყოველდღე.

იოანე გახლდათ ის ნათელმხილველი, რომელმაც მოსახლეობას იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ შეატყობინა. სწორედ იგი ამზადებდა ადამიანებს მიწაზე ღვთის შვილის მისაღებად, რისთვისაც წმინდანს უფლის წინამორბედი შეარქვეს. მას ნათლისმცემელსაც უწოდებენ, რამდენადაც სწორედ მან მონათლა იესო მდინარე იორდანეში. იგი ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ წმინდანად იქცა. 11 სექტემბერს, მსოფლიოს ყველა მორწმუნე აღნიშნავს იმ დღეს, როცა ნათლისმცემელი მოწამებრივად დაიღუპა.

ამ დღესასწაულს სევდიანი ისტორია აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გალილეის მმართველი დასცილდა თავის ცოლს ჰეროდიადას – თავისი ძმის, ფილიპის ცოლის გამო. იოანემ მისი ეს საქციელი გაკიცხა, რის გამოც საპყრობილეში ჩასვეს. სანამ უფლის წინამორბედი იქ იმყოფებოდა, ხალხი მეფე ჰეროდეს დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნადიმის დროს, ჰეროდიადას ქალიშვილმა, სალომეამ, იმდენად ლამაზად იცეკვა, რომ მმართველი მას ნებისმიერი სურვილის შესრულებას შეჰპირდა.

სალომეამ რჩევა დედას ჰკითხა და ისურვა, რომ მისთვის იოანე ნათლისმცემლის თავი მიერთმიათ. ჰეროდემ თავისი პირობაა ვერ გატეხა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რისხვისა ეშინოდა, ამიტომ საპყრობილეში ჯალათი გაუშვა. მალე იოეანეს თავი ლანგრით შემოიტანეს, შემდეგ მოათავსეს თეფშზე და სალომეას მიართვეს.

11 სექტემბერს მორწმუნეები მნიშვნელოვან დღესასწაულს – წინამორბედ იოანეს თავის მოკვეთას აღნიშნავენ. ამ დღეს იხსენებენ წმინდანის ცხოვრებას, მადლობას უხდიან კეთილი საქმეებისთვის და ლოცულობენ მის სახელზე.

ქვემოთ მოცემულია ლოცვა იოანე ნათლისმცემლისადმი, რომელიც მისი ხსენების დღეებში აუცილებლად მუხლმოდრეკილმა უნდა წარმოთქვათ.

-“ჰოი, ყოვლად-დიდებულო იოანე, ნათლის-მცემელო ქრისტესო, ანგელოსო ღუთისაო, ბეჭედო წინასწარ-მეტყუელთაო, თავო მოციქულთაო, გვირგვინო მოწამეთაო, წინამძღუარო მონაზონთაო და უმეტესო ყოველთა წმიდათაო, შემწეო მორწმუნეთაო, და შესავედრებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.

ჰოი, ყოვლად-ქებულო წინამორბედო იოანე, ცისკარო დაუღამებელისა მის ღამისაო, ცისკროვნებ ჰაერ-კეთილობით განაშვენე ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მთიებო მზისა მის სიმართლისაო, მზებრ განაბრწყინვე უწმიდესნი მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი; სანთელო ნათლისა მის უსხეულოსაო, ლამპრებრ განანათლენ ღუთის-მსახურნი მთავარნი და ქრისტეს-მოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ვედრებისა ჩუენისა, და ევედრე შენ მიერ ნათელ-ღებულსა იესო ქრისტესა, ღირს-ყოფად ჩუენდა დიდებასა თვისსა დაუსრულებელსა.

ჰოი, ყოვლად-პატიოსანო წინასწარ-მეტყუელო იოანე ღვთივ-საყვარელო, ტკბილო მეგობარო სიძისა მის უკუდავისაო, მეგობარ სარწმუნო და მონა გულითად მყუენ ჩუენ ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, შუამდგომელო ძველისა ჰსჯულისა და ახლისა მადლისაო, შუამდგომელ-გვექმენ წინაშე მეუფისა, რათა მოგვანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფუვით ცხოვრება, მართლ-მადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განშვენება, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, და შენთანა დიდება და მადლობა, რამეთუ მისა ჰშეენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.”

ამ სიტყვებით წინამორბედს შევთხოვთ იმას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იგი აუცილებლად შეუსმენს მლოცველს და უფალს მის მეგზურობას შესთხოვს. მთავარია, სიტყვები სუფთა და მთელი გულით წარმოთქვათ. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მხოლოდ დღესასწაულებზე ლოცვა საკმარისი არაა. უფალმა დაგლოცოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს