ჰოროსკოპი ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით

1162

ძველი ბერძენი ასტროლოგები ვარსკვლავების მიხედვით ადამიანის ბედის განსასაზღვრად საკუთარ ნიშნებს იყენებდნენ. დაბადების თარიღის მიხედვით ადამიანს ერთ–ერთი ოლიმპიური ღმერთის მფარველობას მიაწერდნენ, რომელიც არა მხოლოდ მის ხასიათზე, არამედ ბედზეც გავლენას ახდენდა.

„პაპარაცი“ ეცდება გაარკვიოს, თუ რომელი ძველი ბერძენი ღმერთი არის თქვენი მფარველი. თვეების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების ამ უჩვეულო კალენდარს შეხედეთ და გაიგეთ, რა შეტყობინება დაგიტოვეს ბერძენმა ბრძნებმა.

ზოდიაქოს ნიშნების კალენდარი

21 იანვარი – 19 თებერვალი: ჰერას თვე

ქალღმერთი ჰერა გამოირჩევა პრეტენზიულობით, ძალაუფლებით და ეჭვიანობით. მკაცრ ზევსაც კი მისი გაკონტროლება არ შეუძლია. ითვლება, რომ ქალღმერთი ჭირვეული და სასოწარკვეთილი ხალხის მიმართ კეთილგანწყობილია. ის, ვინც ჰერას თვეში იბადება, თამამი, დამოუკიდებელი და გამჭრიახია.

20 თებერვალი – 20 მარტი: პოსეიდონის თვე

ზღვის ღმერთი მგრძნობიარე და ფეთქებადია. იგივე შეიძლება ითქვას მის თვეში დაბადებულ ხალხზე. ითვლება, რომ მათ კარგი ინტუიცია და მომავლის გამოცნობის ნამდვილი ნიჭი აქვთ.

21 მარტი – 20 აპრილი: ათენის თვე

სიბრძნის ქალღმერთი ამ თვეში დაბადებულ ადამიანებს ცოდნისკენ ლტოლვას, ხელოვნებისკენ მიდრეკილებას და სხვადასხვა უნარებისა და ხელნაკეთონების დაუფლების უნარ–ჩვევებს ანიჭებს.

21 აპრილი – 20 მაისი: აფროდიტეს თვე

სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთის თვეში დაბადებული ადამიანი ნაზი და თბილია. ბრძოლა მისთვის უცხოა, სამაგიეროდ საკუთარ მიზნებს ურთიერთობით და სიყვარულით აღწევს.

21 მაისი – 21 ივნისი: აპოლონის თვე

ხელოვნების ღმერთი თავად გამოირჩევა ცვალებადობით, ამიტომ ამ თვეში დაბადებული ხალხი საკმაოდ თავქარიანი და დაუდევარია. თუმცა წარმოუდგენელი გამართლების და წყლიდან მშრალად ამოსვლის უნარის ხარჯზე ცხოვრებაში ბევრს აღწევენ.

22 ივნისი – 22 ივლისი: ჰერმესის თვე

ღმერთების შიკრიკი დიპლომატიური და გამჭრიახი გონებით გამოირჩევა, მას ნამდვილ თაღლითად ტყუილად არ მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დაბადებული ხალხი მსგავსი თვისებებით გამოირჩევა.

23 ივლისი – 23 აგვისტო: ზევსის თვე

ღმერთების მეფე, რომელიც მამა ტარტარმა ციხეში ჩასვა, ოლიმპიურ ღმერთებსაც შიშს ჰგვრის. რა უნდა ვთქვათ ჩვეულებრივ მოკვდავებზე. ზევსის თვეში დაბადებული ადამიანი სიძლიერით, ავტორიტეტით და დარწმუნების უნარით გამოირჩევა.

23 აგვისტო – 23 სექტემბერი: დემეტრას თვე

ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ქალღმერთი მის თვეში დაბადებულ ხალხს მეწარმოების და საქმის გაძღოლის უნარით, წესრიგით, ოჯახის მიმართ ვალდებულების გრძნობით აჯილდოებს. ასეთ ხალხს სახლის საქმეების შესრულება აბედნიერებთ.

24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი: ჰეფესტოსის თვე

ცეცხლის ღმერთი და მჭედლების მფარველი მძიმე შრომას თავად არის მიჩვეული. გასაოცარი არაა, რომ ჰეფესტოსის თვეში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეობით და მიზანდასახულობით გამოირჩევიან. ისინი კეთილმოსურნეები არიან და ყველაფრის საკუთარი ძალებით მიღწევას არიან მიჩვეულნი.

24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი: არესის თვე

ომის ღმერთი კომპრომისებს ვერ იტანს და უკან არასდროს იხევს. თუ უყვარს – ვნებიანად, თუ სძულს – მთელი სულით. არესის თვეში დაბადებულებს მიზნისკენ მთელი ძალებით სწრაფვა შეუძლიათ. ზოგჯერ საკუთარ ფეთქებად ხასიათთან შეგუება თავადაც უჭირთ.

23 ნოემბერი – 21 დეკემბერი: არტემიდას თვე

ნადირობის ქალღმერთი პირდაპირობით და პრინციპულობით იყო ცნობილი. არტემიდას თვეში დაბადებული გულწრფელი და მიზანდასახული ადამიანია. როგორც წესი, ის ბუნებაზე გიჟდება და ცდილობს მისი დამცველი გახდეს.

22 დეკემბერი – 20 იანვარი: ჰესტიას თვე

ცეცხლის მფარველი ხალხის გაერთიანების უნარით იყო ცნობილი. ჰესტიას თვეში დაბადებული ადამიანი ორგანიზებულობით,  მოთმინებით და სიბეჯითით გამოირჩევა. ასეთი პიროვნების წყალობით მას შეუძლია ნამდვილად დიდებული საქმეების გაკეთება, რომელთაც ბევრი ადამიანის ძალისხმევა სჭირდება.

აი, ასეთი საინტერესოა ბერძნული ზოდიაქო. ოდესღაც ძველი ბერძნული მითოლოგიის გატაცებისას ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავნება ჰერა ჩემი მფარველი იქნებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს