იმ ერთადერთის სწრაფად პოვნა და მასთან ერთად ბედნიერ მომავალში გამგზავრება – სწორედ ისაა, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი ქალი ახალი წლის დადგომისთანავე. ცხადია, რომ ოცნებების ასრულება ყველა მარტოხელას არ უწერია. 2020 წლის მფარველი სასიყვარულო საქმეებში მხოლოდ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. ვის ელოდება წარმატება პირად ცხოვრებაში?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც 2020 წელს პირად ცხოვრებაში წარმატება ელოდებათ:
ტყუპები
დაუღალავი და ცნობისმოყვარე ტყუპებისთვის 2020 წელი სასიყვარულო სფეროში საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. თავისი ქარიზმით და კომუნიკაბელურობით, ხიბლით და ფლირტის უნარით ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალი თავის ქსელში არა ერთი ან ორი, არამედ უამრავი თაყვანისმცემლის გაბმას შეძლებს. მისი ცხოვრების მეგზურის ადგილისთვის რიგი დადგება. თუმცა ეს კეკლუცი ქალები თაყვანისმცემლებს ლოდინით დიდხანს არ შეაწუხებს. უკვე წლის პირველ ნახევარში ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება მისი ფავორიტი და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით თავის მოუხელთებელ და მახვილგონიერ, თავგადასავლების მოყვარულ ქალს საკურთხეველთან მიიყვანს.
კირჩხიბი
მეოჯახე და სახლის მოყვარული ქალი კირჩხიბი, როგორც სხვა არავინ, ოცნებობს მყუდრო ბუდეზე, სადაც საყვარელ მეუღლესთან და მხიარულ ბავშვებთან ერთად ტკბილ საღამოებს გაატარებს. საბედნიეროდ, ლითონის ვირთხის წელი საბედისწერო აღმოჩნდება. ადამიანი, რომელიც ქალი კირჩხიბის ჰორიზოტნზე გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება, მრავალი წლით მის გაბედნიერებას ნამდვილად შეძლებს. მთავარი ამოცანა კირჩხიბისთვის – ასეთი ძვირფასი ადამიანი ხელიდან არ გაუშვათ და საკუთარ თავს უფლება მიეცით, თქვათ მტკიცე „დიახ“!
ქალწული
იმის მიუხედავად, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი უფრო სამსახურზეა კონცენტრირებული და დაოჯახებას იშვიათად ჩქარობს, 2020 წელს სჯობს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ურთიერთობებს გადახედოს და უფრო მეტი ყურადღება სასიყვარულო ურთიერთობებს დაუთმოს. გაცნობის არ შეგეშინდეთ, პრინციპები გადადეთ და საკუთარ თავს ცოტა თავქარიანობის უფლება მიეციეთ. თქვენი ბედნიერება შორს არაა. უბრალოდ მას თქვენს ქაოსურ ყოველდღიურობაში შემოსვლის უფლება მიეცით.
მორიელი
თავგადასავლების და მწვავე შეგრძნებების მაძიებელს მობეზრდა მარტო ყოფნა და იმ ადამიანის ძებნა, რომელიც მისი ცხელი ტემპერამენტის გაგრილებას შეძლებს. 2020 წელი მორიელისთვის თანმიმდევრული და ზომიერი ცხოვრების დასაწყისი, საოჯახო საქმეებით და ოჯახური პასუხისმგებლობით სავსე იქნება. მთავარია, მოვლენები არ დააჩქაროთ. თავი გამორთეთ, სამსახურსა და მეგობრებზე გადაერთეთ, საკუთარი ჰობით დაკავდით. მომავალი მეუღლე თქვენს ცხოვრებაში სრულად მოულოდნელ მომენტში შემოვა.
თხის რქა
კარიერული წარმატებისკენ რბოლამ თხის რქა მარტოხელა ცხოვრებამდე მიიყვანა. ხშირად მის დევიზად ითვლება „მე თვითონ, მე ძლიერი ვარ, მე ყველაფერს შევძლებ“. კმარა! დრო მოვიდა თქვენი მუშაობის ნაყოფი მოიპოვოთ და არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ სიყვარულში. თხის რქავ, პირადი ცხოვრების შორს გადადებას მოეშვით. სულიერად ახლო ადამიანის გამოჩენა თქვენს მომავალ განვითარებას ხელს შეუწყობს. ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენს გვერდითაა. მათ შორის 100%–ით თქვენთვის შესაფერისი ადამიანი ნამდვილად არის.