ტესტი: ბავშვობის რომელი მოგონება არ გაძლევთ მოსვენებას

0
2587

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა ბავშვობის ნეგატიური მოგონებების გამოძახილია.

ალბათ, გინდათ გაიგოთ, რამ დატოვა თქვენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი კვალი. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ამის გაკეთებას მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის დახმარებით.

უბრალოდ აირჩიეთ მოცემული ნახატებიდან ერთ-ერთი, ჩვენ კი გეტყვით, თუ რომელი უსიამოვნო მოგონება ჩაილექა თქვენს ქვეცნობიერში. რაც მთავარია, გასწავლით მათთან გამკლავების გზებს.

ბავშვური მოგონებები

პასუხის ახსნა

1. შესაძლოა, ბავშვობაში ახლობლებისგან ვერ იღებდით საკმარის სიყვარულსა და აღიარებას. ამან თვითშეფასების დაქვეითება გამოიწვია. ასევე, შესაძლებელია არასრულფასოვნების შეგრძნების განვითარებაც.

ასეთი ადამიანები ზედმეტად მგრძნობიარე არიან კრიტიკის მიმართ და რეგულარულად იქექებიან საკუთარ თავში.

მსგავს პრობლემასთან გასამკლავებლად, შეწყვიტეთ საკუთარი თავის დატუქსვა ყოველი წარუმატებლობისთვის, პირიქით, შეაქეთ წარმატებისთვის.

ხოლო, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად უშინდებოდეთ წარუმატებლობასა და უარს, მიეჩვიეთ პოზიტიურად აზროვნებას და ნუ ჩაიციკლებით მარცხზე.

2. მეორე ნახატი ახლობლებში რწმენის დაკარგვის სიმბოლოა. დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანმა ადამიანმა თქვენთვის რამე მნიშვნელოვანი პირობა გატეხა. ამიტომ, იმის რწმენა, რომ სამყაროში არავის ნდობა არ შეიძლება, დიდი ხნით დაილექა თქვენს მგრძნობიარე ბავშვურ გულში.

გაზრდის შემდეგაც, სულ უფრო მეტად ჩაიკეტეთ საკუთარ თავში, ბავშვობიდან მიეჩვიეთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობას.

თუმცა, ასეთი ადამიანები სხვებზე უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას სამსახურში, პირად ცხოვრებაში ყველაფერი ასე კარგად არ მიდის. ხომ არავინ ისურვებს, რომ კიდევ ერთხელ გაუცრუვდეს მისი იმედი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.

მსგავსი ბავშვური წყენის გადალახვა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება – რისკზე წასვლით! სცადეთ და ენდეთ თუნდაც ერთ ადამიანს, მხარდაჭერის, მზრუნველობის მისაღებად, რომლებიც ასე სჭირდება თითოეულ ჩვენგანს, ასაკის მიუხედავად.

3. მას, ვინც მესამე ნახატი აირჩია, ბავშვობაში ხშირად აგრძნობინებდნენ თავს წარუმატებლად. შესაძლოა, მშობლები ბავშვის მცდელობებს სისტემატიურად ცუდად აფასებდნენ, ან კლასელები რომელიმე პირადი თავისებურების გამო მუდმივად დაგცინოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ცდილობთ, იქცეთ ადამიანად, რომელიც ყველას ყველაზე მეტად ეყვარება, რის გამოც ხშირად ამბობთ უარს საკუთარ ინტერესებსა და სურვილებზე.

უნდა გაიაზროთ, რომ საბოლოო ჯამში, სხვისი შექება ვერ გაგაბედნიერებთ. ნაცვლად იმისა, რომ სცადოთ სხვების სიამოვნება, იზრუნეთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

4. მეოთხე ნახატი კი მარტოობის შიშზე მეტყველებს. იგი შეიძლება ადრეულ ასაკში ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ან, ცხოვრებისეული გარემოებების გამო, ვინმე მნიშვნელოვანთან კავშირის გაწყვეტის შედეგი იყოს.

ამან შეიძლება ზრდასრულ ცხოვრებაში გადამეტებული მიჯაჭვულობა გამოიწვიოს, უარეს შემთხვევაში კი – ახლო ურთიერთობების სურვილის არქონა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშის გამო.

პირველ შემთხვევაში, მიეცით მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს მეტი თავისუფლება. მეორეში კი – უბრალოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ შეუძლებელია გვერდით ისეთი ადამიანის გაჩერება, რომელსაც თქვენთან ყოფნა არ უნდა.

პირადად მე, ყველაფერი 100%-ით დამემთხვა. თქვენ რას ფიქრობთ თქვენს შედეგზე? ნებისმიერ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, ყველა ბავშვურ წყენას გადალახავთ და ცხოვრებას სრულყოფილად, ბედნიერად გააგრძელებთ.