ყველას სურს გაიგოს, თუ რა ელოდება მომავალში. დაბრკოლებები და წარუმატებლობა ჰორიზონtზე თუ ცხოვრება სიხარულით და ბედნიერებით იქნება სავსე? სიყვარულსა თუ კარიერაში გაგიმართლებთ? კითხვები ბევრია, ხოლო პასუხები პრაქტიკულად არა, მაგრამ ყოველთვის არსებობს მეთოდი სულ მცირე რამ მაინც გაიგოთ.
„პაპარაცი“ გთავაზობთ 2020 წლის ტარო პროგნოზს, რომელიც უახლოესი მომავლის კარს გაგიღებთ.
2020 წლის ტარო პროგნოზი
თქვენ ამ სამ კარტიდან ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ. მათ დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან სასიამოვნო ემოციებს იწვევს. ახლა ტარო კარტის პროგნოზი წაიკითხეთ.
1. პირველი კარტი
პირველ კარტზე გამოსახულია ხე. ის კეთილდღეობას და წარმატებას გპირდებათ. ფერადი და ლამაზი ნაყოფი ამბობს, რომ მალე მოგება გელოდებათ. ეს აუცილებლად ფინანსურ წარმატებას არ ეხება. შესაძლოა, მოგება არა ფული, არამედ მნიშვნელოვანი შენაძენი იყოს: ახალი გამოცდილება, ახალი ნაცნობობა, ახალი სტატუსი.
ეს კარტი გპირდებათ, რომ უახლოეს მომავალში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. თქვენი იღბალი გონივრულად გამოიყენეთ და მისით ბოროტად არ ისარგებლოთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ყველაფერს თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნებთ.
2. მეორე კარტი
მეორე კარტი თავისი სიჭარბით გვიზიდავს. მის ამრჩეველს ბევრს ჰპირდება. უახლოეს მომავალში აქტიური მოგზაურობა, მოვლენები და ცვლილებები გპირდებათ. ყველაფერი ერთად და ახლა. პერიოდი რთული იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშვიდი ადამიანი ხართ. თქვენ ამის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ, რადგან დრო პროდუქტიული იქნება.
თქვენთვის ახალი გზა გაიხსნება, თქვენ კი საკუთარი გჭირდებათ. სწორი ან რთული გზა არ არსებობს. ყველა გზა ახალია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია თქვენი. წინ ბევრი ცვლილება გელოდებათ, რაც ყოველთვის სასიკეთოდაა.
3. მესამე კარტი
ქურუმი საბედისწერო შემთხვევებს გპირდებათ. უახლოეს მომავალში მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი: რაიმე შეხვედრა, სიახლე ან მოვლენა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვლება. თქვენთვის ეს მოულოდნელობა, ძლიერი შოკი გახდება. ფაქტი არაა, რომ ცვლილება სრულად დადებითი, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება.
საბოლოოდ, ყველაფრის სასიკეთოდ შემობრუნებას შეძლებთ, მაგრამ დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. თქვენ რთული პერიოდი გელოდებათ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ფხიზლად იყავით, ყურადღება დეტალებს მიაქციეთ და ეცადეთ, მნიშვნელოვანი არაფერი არ გამოგრჩეთ.
გულწრფელად რომ ვთქვათ, საინტერესო პროგნოზებია. პირადად, მე მეორე კარტი ავირჩიე, ახლა უკეთესის მოლოდინში ვართ. თუ რაიმესი ძლიერ გწამთ, აუცილებლად ახდება. დაე, უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ყველაფერი კარგი მოხდეს. თქვენ რომელი კარტი აირჩიეთ?