თუ უპირატესობას ნატურალურ საწმენდ საშუალებას ანიჭებთ ან უბრალოდ ძვირადღირებულ ქიმიაზე ფულის დახარჯვა არ გსურთ, თქვენს გახარებას ვჩქარობთ. არსებობს უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომელიც ნებისმიერ სუფრის აქსესუარს და ჭურჭელს ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი მოაშორებს.
სამზარეულოში ყოველთვის წესრიგი რომ შეინარჩუნოთ, ხოლო კერძები სიამოვნებით მოამზადოთ, ჭურჭელი სუფთა უნდა იყოს. გასაკვირი არაა, რომ ქმრებს ტაფების და ქვავების გაწმენდას ვთხოვთ, რადგან ეს მარტივი საქმე არაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ჭუჭყისგან გაიწმინდოს. მიმწვარი ცხიმის მოშორებას თუნდაც ძვირადღირებული საშუალებით ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ხშირად მათ შემდეგ შხამიანი, ქიმიური სუნის გასაქრობად შენობას განიავება სჭირდება.
უნივერსალური საწმენდი საშუალება
კალცირებული სოდა ცხიმებს ნებისმიერი ზედაპირიდან შესანიშნავად შლის. იქნება ეს ტაფა, ქვაბი თუ სამზარეულოს ბაკანი. ვჩქარობთ, გაჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურება ჭურჭელი სოდით გაწმენდამდე და შემდეგ.
ამისთვის დიდ თასში წყალი ჩაასხით და 1:4 პროპორციით კალცირებული სოდა დაუმატეთ. ასეთ ხსნარში სამზარეულოს ჭურჭელი მორიგეობით 5 წუთით გააჩერეთ და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ.
ამის შემდეგ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. საკმარისია ჩვრით ან ღრუბლით გადაწმინდოთ და წყალი კარგად გაავლოთ. უბრალოდ ძველი სახეხის გარდასახვას შეხედეთ, ლითონი ანათებს.
სასიამოვნოა იმის ყურება, თუ სამზარეულოში ყველაფერი როგორ იცვლება. ჭუჭყი, რომლის მოშორებაც ლითონის სახეხით მიწევდა, ახლა სოდის ხსნარში ჭურჭლის ჩალბობით თავისით შორდება.
უნდა ითქვას, რომ სოდა არა მხოლოდ ჭუჭყს და ცხიმს უმკლავდება, არამედ ნებისმიერ ზედაპირს რამდენიმე საწმენდ საშუალებაზე უკეთ დეზინფექციას უკეთებს და უსიამოვნო სუნს აქრობს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.