გაგიმხელთ რატომ ვყიდულობ იაფფასიან საპარს ქაფს და როგორ ვიყენებ მას განსხვავებული დანიშნულებით.

0
1165

კაცები საპარს ქაფს წვერის გასაპარსად იყენებენ, მაგრამ გამომგონებელმა დიასახლისებმა უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ეს ქაფი ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად გამოდგება. საპარსი ქაფით წმენდა ძალიან ეფექტურია. ის გამოგადგებათ იქ, სადაც სხვა საშუალება უსარგებლოა. შესაძლოა, მან თქვენი სტანდარტული სარეცხი ნაკრები ჩაანაცვლოს.

თქვენი მეუღლის ძვირადღირებულ საპარს ქაფსს ნუ უთვალთვალებთ. ყველაზე იაფი საპარსი ქაფიც ბევრ ნივთს მარტივად გაწმენდს. მოდით გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ქაფის გამოყენება სახლის დალაგების დროს. დარწმუნებული ვართ, ამ კოსმეტიკური ნივთიერების ასეთ თვისებებზე წარმოდგენაც არ გქონდათ.

ეფექტური წმენდა საპარსი ქაფით სახლის დალაგების დროს

ხალიჩა

ზოგიერთი ხალიჩას ძველმოდურად მიიჩნევს. მაგრამ რა სასიამოვნოა რბილ ხალიჩაზე ფეხშიშველა გავლა. ასე რომ, იატაკზე დიდი ხალიჩა ან პატარა საგები ხშირად მაქვს დაგებული. დღესასწაულის ან შემთხვევით დაღვრილი სასმელის შემდეგ ხალიჩაზე ლაქები რჩება.

ხალიჩის გასაწმენდად ლაქაზე საპარსი ქაფი უხვად დაასხით და კარგად წაუსვით. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით მოაშორეთ და მტვერსასრუტით გაწმინდეთ. თუ ლაქა ძველია, მაშინ ქაფი 2 საათით გააჩერეთ.

სარკე სააბაზანოში

შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ სარკის დაორთქვლა ძალიან გამაღიზიანებელია. ამ დისკომფორტის მოშორებას ქაფის დახმარებით მარტივად შეძლებთ. სარკე საპარსი ქაფით დაამუშავეთ, ხოლო 20 წუთის შემდეგ მშრალი ჩვრით გააპრიალეთ. ახლა სარკე წყალგამძლე საფარით დაცულია. ამავე მეთოდით ფანჯრები გაწმინდეთ.

ლითონის ზედაპირი

იაფი საპარსი ქაფი გაზქურის ზედაპირს ლაქებს შესანიშნავად აშორებს. საკმარისია, მცირე რაოდენობა მშრალ ღრუბელს ან ჩვარს დაასხათ და ამით გაწმინდოთ. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ხელსაბანზე, მაცივარსა და ქრომირებულ ონკანზე სააბაზანოში. საშუალება კირის ნადებს შესანიშნავად უმკლავდება.

საიუველირო ნაწარმის გაპრიალება საპარსი ქაფით

ეს ლამაზი ლითონი, რომლისგანაც სამკაულებს და სუფრის აქსესუარებს აკეთებენ, სწრაფად იჟანგება. ნაწარმს ძველებურ ბზინვარებას საპარსი ქაფით მარტივად დაუბრუნებთ. გამუქებულ ნივთებს საშუალება წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ სუფთა ჩვრით გადაწმინდეთ. ოქროს ნაწარმზეც გამოგადგებათ.

რბილი ავეჯის ქაფით გაწმენდა

რბილი ავეჯი რომ გაწმინდოთ, სპეციალური მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ ან გასაწმენდად წაიღოთ. ასევე შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაწმენდა სცადოთ, მაგრამ ბევრი შრომა მოგიწევთ, ხოლო შედეგი საეჭვოა. ამ შემთხვევაში საპარსი ქაფი დაგეხმარებათ. ხელით წაუსვით, 5 წუთით გააჩერეთ და ღრუბლით მოაშორეთ. შემდეგ ფენით გააშრეთ და მზადაა!

როგორც აღმოჩნდა, საპარსი ქაფი ძალიან უნივერსალური საშუალებაა. ის შეგიძლიათ კარების კრაჭუნა ანჯამებს წაუსვათ. მართალია, ეფექტი ხანმოკლეა, რადგან უკვე 5 დღეში კვლავ კრაჭუნს დაიწყებს. საპარსი ქაფით სახლის დალაგება მძიმე შრომიდან სასიამოვნო საქმედ გადაიქცევა. ნივთებისთვის ახალი დანიშნულების პოვნა გიცდიათ?